ბულინგი, შანტაჟი, შეურაცხყოფა - რადიკალები ბრძოლის მეთოდებს „ხვეწენ“

ბულინგი, შანტაჟი, შეურაცხყოფა - რადიკალები ბრძოლის მეთოდებს „ხვეწენ“

სახელისუფლებო პარტიაში, მათი და ოჯახის წევრების მიმართ ბულინგზე საუბრობენ. მმართველი გუნდის წევრების მიმართვის ადრესატები საქართველოში მოქმედი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და არასამთავრობო სექტორის დონორი ორგანიზაციები არიან.

საპარლამენტო უმრავლესობა მათი მისამართით მიმდინარე პროცესების უკან, ოპონენტების მიერ ორგანიზებულ კამპანიას ხედავს.

„ქართული ოცნების“ ლიდერები ოპონენტებს ყოფილი ხელისუფლების მეთოდებს ახსენებენ და აცხადებენ, რომ მათი მხრიდან პოლიტიკური ბრძოლის ხერხი არ შეცვლილა. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ოპოზიცია მარცხის შემდეგ ამ გზით მომხრეებში მხარდაჭერის შენარჩუნებას ცდილობს.

როგორც სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, ოპოზიციის მხრიდან შერჩეული ბრძოლის მიუღებელი მეთოდების მიუხედავად, უარს არ იტყვიან იმაზე, რასაც ქვეყნის ინტერესებისთვის მნიშვნელოვნად მიიჩნევენ.

საზოგადოებაში არსებულ პოლარიზაციასა და დაპირისპირებაზე ოპოზიცია პასუხისმგებლობას იხსნის. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ნებისმიერი ფორმით, ძალადობა მათთვისაც მიუღებელია, თუმცა იმ მიზეზებზე საუბრობენ, რაც მათი შეფასებით, მმართველი პარტიის წევრების მიმართ განხორციელებული ბულინგის საფუძველი გახდა.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ „სახალხო პროტესტის“ უკან პოლიტიკური პარტიების აქტივისტები დგანან რამდენიმე დღის წინ, ქიქოძის ქუჩაზე, სასურსათო მაღაზიაში მომხდარ ინციდენტზე საუბრობს. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მაღაზიის მფლობელი, რომელიც, სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს ეკამათება, არა რიგითი მოქალაქე, არამედ ყოფილი ხელისუფლების, კონკრეტულად კი მეგის ქარდავას, სისტემის წარმომადგენელი იყო. პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის, როდესაც ე.წ „სახალხო პროტესტის“ უკან, კონკრეტული ინტერესებით, პოლიტიკური პარტიების აქტივისტები დგანან.

ვიტალი გუგუჩია ადასტურებს, რომ პოლიციის კაპიტანია და იმ წლებს იხსენებს, როცა მეგის ქარდავას დაქვემდებარებაში ზუგდიდის სამხარეო სამმართველოში მუშაობდა.

„გირჩის“ ლიდერი, ვახტანგ მეგრელიშვილიც მის 4 წლის წინანდელ გადაცემას იხსენებს, როცა ყოფილი პოლიციელი, ვიტალი გეგუჩია მისი სტუმარი იყო და სამართალდამცავ სისტემაზე მსჯელობდა.

გუგუჩიას ინტერვიუს მძიმე გაგრძელება მოჰყვა, როდესაც „პოსტივის“ ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ ზუგდიდში ვიტალი გუგუჩიას სახლში ინტერვიუს ჩასაწერად მიაკითხა. სიტუაცია იმდენად გართულდა, რომ გუგუჩიამ ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ოპერატორს ხელით შეეხო. ამის შემდეგ ოპერატორს და გუგუჩიას შორის ფიზიკური ანგარიშსწორება მოხდა.

ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ზუგდიდის ოფისში „პოსტივის“ თანამშრომლები გამოკითხეს.

„ეს არის რადიკალური ოპოზიციის ლიბერალურ-ფაშისტური ქმედებები, რომელსაც ისინი შეიძლება გეგმავდნენ, თუმცა ამ ლიბერალური ფაშიზმის არავის ეშინია. განსაკუთრებით ჩვენი გუნდის წევრებს“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ოპოზიციის მიერ უმრავლესობის წევრების მიმართ განხორციელებული სიძულვილის კამპანიის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ოპოზიციის უსუსური მცდელობა, რომ სახე შეინარჩუნონ.

„რადიკალური ოპოზიცია ძალიან მძიმედ დამარცხდა. ეს არის უსუსური მცდელობა, რომ სახე შეინარჩუნონ საკუთარი მხარდამჭერებისთვის, თუმცა ეს ყველაფერი ვერ იქნება წარმატებული. ეს არის ლიბერალურ-ფაშისტური ქმედებები, რომელსაც ისინი შეიძლება გეგმავდნენ, თუმცა ამ ლიბერალური ფაშიზმის არავის ეშინია. განსაკუთრებით ჩვენი გუნდის წევრებს არ ეშინიათ ასეთი ფაშისტური ბულინგის“, - განაცხადა პრემიერმა.

„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში სიტუაცია უკიდურესად პოლარიზებულია. ქართველიშვილის თქმით, მოსახლეობის უმრავლესობასა და უმცირესობას შორის, რომელსაც ლოკალური ომის პარტია ჰქვია, დაპირისპირება გამწვავდა.

„შარშანდელი მარტის აქციებიდან მოყოლებული დღემდე, ჩვენი დეპუტატები, მათი მცირეწლოვანი შვილები და ოჯახის სხვა წევრები, სკოლაში მასწავლებლების მხრიდანაც კი ბულინგის მსხვერპლნი გახდნენ. ჩვენ ხომ სოციალურ ქსელებში ვხედავდით, როგორ ქვეყნდებოდა სახელისუფლებო სამთავრობო წევრების ტელეფონების ნომრები, მათი ოჯახის წევრების მისამართები, მოწოდებები ხდებოდა, რომ მივარდნოდნენ. საზღვარგარეთ დეპუტატებს დასდევენ და შეურაცხყოფას აყენებენ. ჩვენს მომხრეებს ქუჩაში პროვოცირებას უკეთებენ. ერთ-ერთი ყველაზე ბოლო სამარცხვინო მაგალითი კი, ე.წ. ფორთოხლის მოვაჭრეა, რომელმაც ენით აუწერელი შეურაცხყოფა მიაყენა „პოსტივის“ ჟურნალისტებს.

ნებისმიერი ქართველი კაცი, ამ ტიპის გინებას და შეურაცხყოფას 2-3 წუთი კი არა, ერთ წამს ვერ გაუძლებდა და 10 წუთის განმავლობაში დედის მოხსენიებაზე როგორი თავშეკავება გამოიჩინა. ყველა ადამიანები ვართ, მით უმეტეს ჩვენს კულტურაში ქალის ასეთი შეურაცხყოფას რომელი კაცი მოითმენს? ნებისმიერი ქართველი კაცი ამას იზამდა, რაც ქნა ოპერატორმა. შემდეგ კი ცდილობენ ეს ყველაფერი შენვე გადაგაბრალონ. ამიტომ, აბსოლუტურად, 180-გრადუსიან ჭრილში უნდა განვიხილოთ მათი ტყუილები, ვითომ ვინმე ურეკავთ და აშანტაჟებთ“, - ამბობს ქართველიშვილი.

მისივე თქმით, თავად აქვეყნებენ დეპუტატების და მათი ოჯახის წევრების მონაცემებს. Mona.ge საიტი, მათ ლუსტრაციას ახდენს და ყველა ხედავს, როგორი მოძალადეებიც არიან.

თბილისის საკრებულოს წევრი ლადო ბოჟაძე ამბობს, რომ ის რასაც რადიკაულრი ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები აკეთებენ, ორი სახელი ჰქვია, ფაშიზმი და ბოლშევიზმი. ბოჟაძე for.ge-სთან აცხადებს, რომ გვახსოვს ეს ხალხი ხელისუფლებაში როცა იყვნენ, როგორ ექცეოდნენ ხალხს, პოლიტიკურ ოპონენტებს. ახლაც ოპოზიციაში გადაბარგებულები იგივეს აგრძელებენ.

„ახლა ცდილობენ ჩვენს გუნდში დაპირისპირება რაღაცა დამუნათებით, ბულინგით, შეურაცხყოფით შეიტანონ. იარლიყების მიწებებით, არ დაიცვან საკუთარი ქვეყნის და ხალხის ინტერესები. ვინ არის მოღალატე - ვინც ამ ქვეყნის მიწები რუსებს გადააბარა, სტრატეგიული ობიექტები მიყიდა თუ ის პოლიტიკური გუნდი, რომელმაც ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოაწერა, უვიზო რეჟიმის მიღება შეძლო, ასევე შეძლო ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატი გამხდარიყო? ამ ხელისუფლებამ არაერთი საქმე მოუგო რუსეთს, დაიბრუნა ქართული კომპანიები რუსებისგან და ვაგრძელებთ ნატოსკენ და ევოკავშირისკენ სვლას. ვინ გამოდის აბა, მოღალატე, ეს ხომ მარტივი დასათვლელია. ის, რომ 2012 წელს ქართველ ხალხს არ ვაკადრეთ გვეწოდებინა ამ პოლიტიკური დამნაშავეებისთვის ის სახელი, რაც არიან, დაწყებული სამართლებრივი შეფასებით, რუსეთ-საქართველოს 5-დღიანი ომისთვის. რატომ შეატოვა სააკაშვილმა მშვდიობიანი მოქალაქეები რუსებს? ჩვენ გვახსოვს ყველაზე დიდი სიძულვილის ენით საუბარი და საარჩევნო კამპანია 2018 წელს დაიწყო. რას ლაპარაკობდნენ სალომე ზურაბიშვილზე, ახლა კი აღმოჩნდა, რომ ის ამ ადამიანების პრეზიდენტია თურმე. ბუნებრივია, ამ ტალახს არავინ მიიღებს და შეირჩენს. ვერც ერთ იარლიყს ამ თავად მოღალატეებისგან მე ვერ მივიღებ, რადგან არაფერი გამიკეთებია სამაგისო, რასაც ისინი ჩვენზე საუბრობენ“, - ამბობს ბოჟაძე.

მერაბ.g ნახეთ ის საქმეები, რომლებთანაც გუგუჩიას შემხებლობა ჰქონდა, დაკითხეთ ის ადამიანები ... არა მგონია მ ქარდავას გვერდით ნორმალური ვინმე ყოფილიყო
5 თვის უკან