პოლიტიკური კრახის შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციები „გამჭვირვალობის კანონის“ ამოქმედების შესაჩერებლად, სამართლებრივი ბერკეტების გამოყენებას ცდილობენ. ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საკონსტიტუციო სასამართლოს პარალელურად, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივრის წარსადგენად ემზადებიან. დიდი ალბათობით, მათი მცდელობის მთავარ მიზანს, სტრასბურგის სასამართლოში განხილვის დასრულებამდე კანონის ამოქმედების დროებით შეჩერება წარმოადგენს. ამის მაგალითად „რუსთავი 2“-ის შემთხვევა სახელდება, როდესაც სტრასბურგმა საქმის განხილვის დასრულებამდე დროებითი ღონისძიება გამოიყენა და ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება დროებით შეაჩერა.
არასამთავრობო ორგანიზაციებს, როგორც ჩანს, უნგრეთის მაგალითის გამეორება სურთ, როცა სტრასბურგის სასამართლომ მსგავსი კანონი არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიების წინააღმდეგ მიმართულად ცნო. მაშინ უნგრეთის ხელისუფლებამ მისი გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.
დედაქალაქის მერის კახა კალაძის თქმით, საქართველოს შიდა საქმეებში არავინ არ უნდა ჩაერიოს. კალაძე ამბობს, რომ კანონი მხოლოდ გამჭვირვალობას ემსახურება და უნგრეთის მაგალითი ამ კანონთან არაფერ შუაშია.
„უნგრეთი არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ეს უნდა გაითვალისწინოს ყველამ. საქართველო არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, შესაბამისად, ჩვენ ვართ აბსოლუტურად დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო და არავის აქვს უფლება საქართველოს შიდა საკანონმდებლო პროცესებში ჩაერიოს და მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება - მაგალითად, კანონის გაუქმება, რომელიც ითხოვს მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთ რამეს - გამჭვირვალობას.
ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, ადამიანმა დაუსვას კითხვა, როგორ შეიძლება გამჭვირვალობა ეწინააღმდეგებოდეს რაიმეს,“ - ამბობს კალაძე.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ფიქრობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი სასოწარკვეთილებაშია ჩავარდნილი და აღარ იციან კანონის ძალაში შესვლას ხელი როგორ შეუშალონ. აბაშიძე მიიჩნევს, რომ მათი აგრესიულობა და დესტრუქციული ქმედებები უკავშირდება იმას, რომ მათ შავბნელ საქმეებზე გამოყოფილი ფული ნამდვილად აქვთ დასამალი.
„ყველა ღონეს ხმარობენ იმისთვის, რათა ახალი რეგულაციებისგან თავი დაიძვრინონ. აქ არის ძალინ უმარტივესი ლოგიკა, როდესაც დასამალი არაფერი გაქვს, სუფთად მუშაობ, გამჭვირვალობის ასეთი მოწინააღმდეგე რანაირად უნდა იყო. მეტადრე გამჭვირვალეობას ეწინააღმდეგება „საერთაშორისო გამჭვირვალეობა საქარათველო“. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ენჯეოს ხელმძღვანელები, მათ შორის ეკა გიგაური არა ერთხელ გვინახავს პარლამენტის წინ, ტელეინტერვიუებში, სადაც პირდაპირ მოუწოდებდა ხალხს ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობისკენ. ფაქტია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი იქცნენ რადიკალური „ნაცმოძრაობის“ ინსტრუმენტებად და პროპაგანდისტებად. არასამთავრობო ორგანიზაციები ასე არ იქცევიან არც ერთ დემოკრატიულ სახელმწიფოში“, - ამბობს აბაშიძე.
მისივე თქმით, რაც შეეხება სარჩელს, ჯობია მიმართონ მშვიდობიან და კანონიერ მეთოდებს, იქნება ეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, სტრასბურგი თუ სხვა.
„გავიხსენოთ ნაცენჯეოების ერთ-ერთი აქტიური პროპაგანდისტის ნინო ლომჯარიას საქმეები სტრასბურგში, როდესაც ის სახალხო დამცველი იყო. სტრასბურგმა ის, მისდა სამარცხვინოდ, დატუქსა და იურდიული ცოდნა დაუწუნა. აქ ნამდვილად უპრეცედენტო არაფერი იქნება. სტრასბურგის სასამართლო ხომ მათი მესიჯბოქსიდან გამომდინარე ე.წ. რუსული სასამართლოა, რომელიც ე.წ. უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებს. როგორც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე, პატიმარ სააკაშვილზე და ა.შ. მიიღოო.
რაც უნდათ ის გააკეთონ, ოღონდ კანონიერ ჩარჩოებს ნუ გასცდებიან. აქ არის მეორე მომენტიც, ზოგიერთმა მათგანმა განაცხადა, რომ კანონს არ დავემორჩილებითო. მარტივი ჭეშმარიტებაა, როცა საპატრულო პოლიციელს ქუჩაში არ ემორჩილები, ის გამოიყენებს იმ კანონიერ მეთოდებს, რაც დაწესებულია. არ დაარეგისტრირებენ ეს ნაცენჯეოები თავიანთ 20%-ზე მეტ თახებს უცოხეთიდან?! ახალი კანონის მიერ დაწესებულ სანქციებს მიიღებენ. თუ ზოგიერთი მათგანი აპირებს, რომ საქართველოში საქმიანობა დახუროს, უცხოეთში გადავიდეს და საქმიანობა იქიდან დააფინანსოს, დესტრუქციული ქმედებებისთვის, მით უარესი მათთვის. მარტივად რომ ვთქვათ, ეს ენჯეოები გამოუვალ მდგომარეობაში არიან, რადგან მათი საქმიანობა პატიოსანი არ არის, რომელიც არც სახელმწიფოზე და არც საზოგადოების კეთილდღეობაზე ორიენტირებული არაა“,-ამბობს აბაშიძე.
„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე მიიჩნევს, რომ ენჯეოების გადაწყვეტილება დაიწყონ სამართლებრივი დავა კანონთან დაკავშირებით, ისევ იმ ინსინუაციების გაგრძელებაა, რასაც მანამდე აკეთებდნენ. ქადაგიძე for.ge-სთან ფიქრობს, რომ წყალწაღებულები ხავსზე მოჭიდებას ცდილობენ.
„გამომდინარე იქიდან, რომ ისინი სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანენ, დაიწყებენ საუბარს იმაზე, რომ სანამ არ მოხდება ამის სასამართლოში განხილვა, რამის გაკეთება როგორ შეიძლებაო. შემდეგ საკონსტიტუციომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა გამოიტანოს, იტყვიან, რომ სტრასბურგში გვაქვს საქმე წაღებული და სახელმწიფო სტრასბურგის გადაწყვეტილებას არ ელოდებაო. მიუხედავად იმისა, საერთაშორისო სასამართლო რა გადაწყვეტილებას გამოიტანს, ამას ყველაფერს ხომ ვადები და დრო უნდა. ძალიან კარგად იციან, რომ სტრასბურგის სასამართლო არანაირ მუხლობრვ განხილვას არ დაიწყებს, რადგან იქ ადამიანური და ორგანიზაციული უფლებები არ ირღვევა. ეს არის გამჭვირვალობის კანონი, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს. მათ უნდათ საზოგადოებაში შექმნან ილუზია, რომ ვითომ აი, არსებობს სამართლებრივი ბერკეტი იმის, რომ ამ კანონის შეფერხება მოხდეს. ქმნიან ყალბ მოლოდინს და არჩევნებამდე დროის მოგებას. ის კოლოსალური თანხები, რომელიც შემოდის ქვეყანაში, იხარჯება არამიზნობრივად, არ სურთ რომ გამჭვირვალე გახდეს. ეს ფული მხოლოდ ემსახურება იმას, რომ სახელმწიფოს დისკრედიტაცია მოხდეს. შესაბამისად, არჩევნები მოდის და სჭირდებათ ეს ფული ისევ იმისთვის, რომ ვითომ არჩევნების გაყალბებაზე ისაუბრონ და რაღაცა შეთქმულების თეორიები მოიგონონ. აქედან გამოდინარე, ყველაზე კარგი ვარიანტია სამართლებრივი დავის საფარველი შეიქმნან, რომელიც საშუალებას მისცემთ დრო გაწელონ და ისევ პოლიტიკურ ინსინუაციებში შევიდნენ“, - ამბობს ქადაგიძე.
ასოები ყველგანაა. მაგრამ ჩვენთან თავზე რომ გადაიბუნებრივმოთხოვნილებეს, ეს ფაქტია; უნდათ, უფრო მეტი ფული შემოიტანონ, და კანონით დაშვებული რაც უნდათ ის აკეთონ, ოღონდ გაასაჯაროონ! არ უნდათ და სარი იხმარონ არადანიშნულებისამებრ!
გაასაჩივრონ რა სტრასბურგის სასამართლო გერმანიის ელჩი, ან ფოტიგა-კუბილიუსი არაა, გადაწყვეტილებას აუცილებლად დაასაბუთებს ... და სანამ ყოველივე ეს მოხდება, ჩვენ უკვე გვეცოდინებავინ აფინანსებდა "ფრანკლინს' 'კანვასს' ამ და სხვა აქციებს ...