შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ შეხვედრა გამართა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელ ილიანა დერილოვასთან და პროგრამების კოორდინატორ მარკ ჰულსტთან. შეხვედრა იყო გაცნობითი ხასიათის, რომელზეც განხილული იყო შსს-ს და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომლობის საკითხები და პერსპექტივები, ასევე, მიმდინარე და სამომავლო პროექტები.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია აქტიურ დახმარებას უწევს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის მართვის, არალეგალური მიგრაციისა და ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში შესაძლებლობების განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების საკითხებში.