„ზურაბიშვილს, ალბათ, ერთხელაც არ აქვს წაკითხული კონსტიტუცია, თორემ რეფერენდუმს ასე ჰაერზე არ გამოაცხობდა“

„ზურაბიშვილს, ალბათ, ერთხელაც არ აქვს წაკითხული კონსტიტუცია, თორემ რეფერენდუმს ასე ჰაერზე არ გამოაცხობდა“

რის გამოტანა სურს სალომე ზურაბიშვილს რეფერენდუმზე, მმართველ გუნდთან ერთად, ოპოზიციის დიდმა ნაწილმაც ვერ გაიგო.

„თაღლითური და მავნებლური კამპანია“ - ასეთია საპარლამენტო უმრავლესობის შეფასება პრეზიდენტის ინიციატივაზე. სალომე ზურაბიშვილის განცხადებას უმრავლესობის ლიდერი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოს ევროპულ გზაზე ჩანაწერი ქვეყნის მთავარ კანონში ჯერ კიდევ 7 წლის წინაა შეტანილი.

სახელისუფლებო პარტიაში პრეზიდენტის ინიციატივის მიღმა მხოლოდ საზოგადოებაზე გავლენის მოხდენის მცდელობას ხედავენ და ზურაბიშვილის გადაწყვეტილებებში საარჩევნო მიზნებს კითხულობენ.

რეფერენდუმის ინიციატივას ოპოზიციაც არ იღებს - ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას მეტი განმარტება სჭირდება. პრეზიდენტის შეთავაზება პოლიტიკური პარტიებისთვის გაუგებარი აღმოჩნდა. ისინი აცხადებენ, რომ ქვეყნის „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე“ ჩანაწერი კონსტიტუციის 78-ე მუხლშია და სხვა გზით ვერ გამყარდება.

პრეზიდენტმა მოქალაქეებს ხელმოწერების შეგროვებისკენ 28 მაისს მოუწოდა. სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის წინ შეკრებილებთან საუბრის ვირტუალური ფორმატი შეარჩია. აქციას ორბელიანების სასახლიდან ჩაერთო და პროტესტის მონაწილეებს ინიციატივა დისტანციურად წარუდგინა.

რეფერენდუმის გამართვას „რეფერენდუმის შესახებ ორგანული კანონი“ არეგულირებს. პრეზიდენტი უფლებამოსილია, საერთო-სახალხო გამოკითხვა დანიშნოს პარლამენტის, მთავრობის ან არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის მოთხოვნით. ამასთან, კანონში პირდაპირ წერია, რომ რეფერენდუმი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იმართება, მის ჩატარებას კი პრემიერ-მინისტრის თანხმობა სჭირდება.

მედია პოლიტიკის ექსპერტი გიორგი ახვლედიანი for.ge-სთან ამბობს, რომ რეფერენდუმი, პირველ რიგში, მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა ჩატარდეს, რისი რესურსიც სალომე ზურაბიშვილის არა აქვს. ახვლედიანი ამბობს, რომ მეორე სრული აბსურდი ისაა, რომ ევროპული კურსი და ევროატლანტიკური მისწრაფება საქართველოს კონსტიტუციით არის დადასტურებული.

„რეფერენდუმში დასმულ კთხვაზე პასუხი უკვე გაცემულია, რადგან ეს კონსტიტუციით გვაქვს გარანტირებული. რა დონის აბსურდზე საუბრობს ზურაბიშვილი, ხომ წარმოგიდგენიათ. ეს არის მხოლოდ ზურაბიშვილის მცდელობა, როგორმე საკუთარი პოლიტიკური წონადობა გაზარდოს. მას მიაჩნია ახლა, რომ ამ სიტუაციაში უპირატესობას ფლობს და კონკრეტულ ეტაპზე გახდა რაღაცა საკიდი, რომელსაც მთელი ოპოზიცია ჩამოეკიდა. პრეზიდენტის ტრიბუნას იყენებს ოპოზიცია, ამიტომ ზურაბიშვილი სჭირდებათ. მას კი ჰგონია, რომ როგორც პოლიტიკური ფიგურა, რაღაცას წარმოადგენს. მისი მცდელობაა ოპოზიციის ლიდერი გახდეს. პრეზიდენტი უნდა გვყავდეს ზეპარტიული და არ შეიძლება ის მიკერძოვებული იყოს. ასევე, ზურაბიშვილმა დაივიწყა, რომ საზოგადოებაში არანაირი მხარდაჭერა არა აქვს. ის პრეზიდენტის სტატუსის გარეშე არ წარმოადგენს არავისთვის არაფერს. ეს, როგორც ეტყობა, აღარ ახსოვს. იმის გამო, რომ რადიკალურ ოპოზიციას მისი ტრიბუნა სჭირდება, რათა თავის ლობისტებს ხმა გააგონონ, ზურაბიშვილს ჰგონია, რომ ის პოლიტიკურად ვინმეს სჭირდება“, - ამბობს ახვლედიანი.

მისივე თქმით, რადიკალურ ოპოზიციას და განსაკუთრებით, „ნაცმოძრაობას“ ის მხოლოდ როგორც ინსტრუმენტი ისე სჭირდება. თავის მხრივ ზურაბიშვილი დასავლეთიდან იღებს დირექტივებს, რათა ქვეყანში პოლიტიკური სიტუაციის რადიკალიზება მოახდინოს. ეს სიტუაციაც დროებითია, რადგან ოპოზიცია თავად დადის უგზოუკვლოდ და ზურაბიშვილი ვის სად და რაზე უნდა გაუძღვეს, მართლა სასაცილოა.

ანალიტიკოსი ზაზა მარიდაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, რომელმაც გამოგვიცხადა რეფერენდუმი უნდა ჩავატაროო, ისიც არ იცის, რომ მარტო მისი ხელმოწერა არაფერს ნიშნავს და პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერაა აუცილებელი. მარიდაშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ სამწუხაროდ, პრეზიდენტმა საკუთარი უფლებამოსილებაც კი არ იცის.

„საერთოდ ზურაბიშვილმა არ იცის კონსტიტუციით რა უფლებები აქვს. ალბათ, ერთხელაც არა აქვს წაკითხული, თორემ რეფერენდუმს ასე ჰაერზე არ გამოაცხობდა. თუმცა გასაკვირი რა არის, ქართული ენა ვერ ისწავლა ამდენი ხნის განმავლობაში. ჩინელები უფრო სწრაფად სწავლობენ ქართულს, ვიდრე მან ამ 20 წლის განამვლობაში ისწავლა.

რანაირი ფორმურილებაც არ უნდა ჰქონდეს ამ რეფერენდუმს, ვერაფრისდიდებით ვერ ჩატარდება, მხოლოდ ზურაბიშვილის ხელმოწერით. თავშივე ტყუილი იყო ეს ყველაფერი. ეს არის მისი უცოდინრობის ბრალი. რაც შეეხება ფორმურილებას, როგორც ყველამ გაიგო, ანუ გვინდა ევროპაში თუ რუსეთის მონობაში, ეს კითხვა უნდა დაისვას. ანუ დანარჩენებმა თავში რომ გვირტყან, ის მონობა არ იქნება. კონსტიტუციაში პირდაპირ გვიწერია, 78-ე მუხლს რომ აფრიალებენ, რომელსაც თავად მხარი არ დაუჭირეს, როცა ცვლილები შედიოდა. ეს მუხლი არის გზა და მიმართულება ჩვენი ქვეყნის საგარეო კურსის. რაღა რეფერენდუმის ჩატარებაა საჭირო, სახელმწიფოს კურსია პირდაპირ განსაზღვრული. ამის გადახედვა არის სისულელე“, - ამბობს ანალიტიკოსი.

Gami "პრეზიდენტის განცხადებას/რეფერენდუმზე/ მეტი განმარტება სჭირდებაო" -- მეტს ვეღარ განმარტავს, შანსი არ არის! მსხილაძესაც გაეჭედა. ამ ქალს ქართულო წერა-კითხვა სარკის პრინციპით აქვს ნასწავლი, მაგრამ სარკეს ვერ ხმარობს... სხვათა შორის აზროვნებაც ეგეთი აქვს -- შებრუნებული.
5 თვის უკან
ლევკოთეა სააკიანს მიეცეს ჩვენი ცოდვა (არც საკუთარი აკლია) ამ დედაკაცის საქართველოში ჩამოყვანისთვის.
5 თვის უკან
მერაბ.g მერე რა, რომ ქვეყნის გამყიდველი და ,ძარცველი ჟორდანიას მთავრობის წევრების შთამომავალია, მერე რა, რომ მისი ოჯახის წევრები აქტიურად ტანამშრომლობდნენ ფაშისტებთან და ბიძა კი საერთოდ აბვერის შტანდარტენფიურერი იყო ... მერე რა, რომ კონსტიტუციას წარამარა არღვევს და წაკითხულიც არ ჰქონია საერთოდ... რამდენი "მერე რა?" ახლა ქრონიკულფარარათიან სააკაშვილთან, ჭუჭუ ვაშაძესთან და ჩახდილთან, მისი პროფესიის რუბლოვნასთან და ჩაჯვი გვარამიათან ერთად გვპირდება აშენებას ... წადით კოჭი გააგორეთ
აგერ ახლა ტვ-ში იჭინთება ჭუჭუ ვ "ჩვენ ავაშენებთ ანაკლიასო" ვინ თქვენ? ბოლო არჩევნებზე ჩარკვიანისა და აქუბარდიას მიწოლით ძლივს აიღო 2%...
5 თვის უკან