პარტია „ხალხის ძალის„ აღმასრულებელი მდივანი ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევას აფასებს, სადაც საქართველო, 125 ქვეყანას შორის, პირველ ადგილზეა. დეპუტატის განმარტებით, ქვეყანა რომელიც ბიუჯეტის გამჭვირვალობით პირველ ადგილზეა, რა თქმა უნდა, მომხრეა უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის. გურამ მაჭარაშვილის აზრით, სიმბოლურია ისიც, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების პერიოდში გამოქვეყნდა ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევაც, სადაც საქართველო მოწინავე პოზიციაზეა.
„სიმბოლურია, რომ ზუსტად ამ გამჭვირვალობის კანონის მიღების პერიოდში, საქართველო ხელმეორედ, ბიუჯეტის გამჭვირვალობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც გვაქვს ღია ეკონომიკა და ვართ გამჭვირვალობის მომხრე, მათ შორის ჩვენი ბიუჯეტის. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ვიქნებით მომხრე იმის, რომ ჩვენი პარტნიორებიდან გადმორიცხული თანხები არ იყოს შავი ფულის ხარჯვის პროცესი, არამედ იყოს გამჭვირვალე. ჩვენ გვინდა, როგორც გამჭვირვალე ბიუჯეტით ვართ მსოფლიოში პირველ ადგილზე, ასევე უცხოური ფულის ხარჯვის გამჭვირვალე ქვეყანა ვიყოთ.“- განაცხადა მაჭარაშვილმა.