Politico: ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გამჭვირვალობის შესახებ ევროკავშირის რეგულაცია დაარღვია, როცა არ გაამხილა, რომ 70 ათასი ევროთი დაფინანსებული Google-ში წარმოებული სარეკლამო კამპანიის უკან იდგა

Politico: ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გამჭვირვალობის შესახებ ევროკავშირის რეგულაცია დაარღვია, როცა არ გაამხილა, რომ 70 ათასი ევროთი დაფინანსებული Google-ში წარმოებული სარეკლამო კამპანიის უკან იდგა

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა არ გაამხილა, რომ Google-ში წარმოებული სარეკლამო კამპანიის უკან იდგა, რომელიც 70 ათასი ევრო დაჯდა, - ამის შესახებ გამოცემა Politico წერს.

სტატიაში ნათქვამია, რომ ამით წინასაარჩევნო კამპანიის გამჭვირვალობის შესახებ ევროკავშირის რეგულაცია დაირღვა, რომელიც ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელად ფონ დერ ლაიენის მუშაობის პერიოდშია მიღებული.

საუბარია პოლიტიკურ ონლაინ-რეკლამაზე, რომელიც Google-ის საძიებო სისტემისა და Youtube-ის სერვისის საშუალებით მილიონობით მომხმარებელმა ნახა, თუმცა, ფონ დერ ლაიენი და მისი „ევროპის სახალხო პარტია“ არ ყოფილან მოხსენიებული Google-ის გამჭვირვალობის რეესტრში ოფიციალურ შემსყიდველად. ნაცვლად ამისა, ფონ დერ ლაიენის კამპანიის მხარდამჭერ ციფრულ შეტყობინებებზე პასუხისმგებელ ორგანიზაციად პარიზში ბაზირებული საკონსულტაციო კომპანია „ემ სი სი ედ ქუალითი“ იყო მოხსენიებული.

„ევროკავშირმა ახლახან მიიღო ახალი წესები, რომლებიც ონლაინ აგიტაციის გამჭვირვალობის ამაღლებისკენ არის მიმართული. თავად ფონ დერ ლაიენის „ევროპის სახალხო პარტიას“ კი ხელი აქვს მოწერილი კოდექსზე, რომელიც ავალდებულებს, წინასაარჩევნო კამპანიისა და პოლიტიკური რეკლამის გამჭვირვალობა უზრუნველყოს და პოლიტიკური რეკლამები შუამავლების საშუალებით არ განათავსოს შესაბამისი ატრიბუციის გარეშე“, - ნათქვამია სტატიაში.