კონგრესმენი ბრაიან მასტი ბლინკენს: სააგენტოები და NGO-ები იღებენ გრანტებს მთელ მსოფლიოში, გვითხარით რაში იხარჯება ეს ფული, მაგრამ საქმე ისაა, რომ ძალიან ბევრ შემთხვევაში თქვენ ნამდვილად არ იცით სად მიდის ამერიკული ფული საზღვარგარეთ

კონგრესმენი ბრაიან მასტი ბლინკენს: სააგენტოები და NGO-ები იღებენ გრანტებს მთელ მსოფლიოში, გვითხარით რაში იხარჯება ეს ფული, მაგრამ საქმე ისაა, რომ ძალიან ბევრ შემთხვევაში თქვენ ნამდვილად არ იცით სად მიდის ამერიკული ფული საზღვარგარეთ

„რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა, ბრაიან მასტმა გასულ კვირას მკაცრად გააკრიტიკა სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა SIGAR-ის [სპეციალური გენერალური ინსპექტორი ავღანეთის აღდგენისთვის] ანგარიში, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი აშშ-ის მთავრობის მიერ თანხების გამოყენება.

„სააგენტოები და NGO-ები იღებენ გრანტებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, გვითხარით რაში იხარჯება ეს ფული, მაგრამ საქმე ისაა, რომ ძალიან ბევრ შემთხვევაში თქვენ ნამდვილად არ იცით სად მიდის [ამერიკული] ფული [საზღვარგარეთ]“, - განუცხადა მასტმა ბლინკენს კონგრესში გამართულ მოსმენაზე.

კონგრესმენმა მაგალითად მოიყვანა ის ფაქტი, რომ ნეპალში ათეიზმის გავრცელებისთვის ნახევარი მილიონი დოლარის გრანტი გაიცა, რაც თავდაპირველად უარყო აშშ-ის მთავრობამ, თუმცა მოგვიანებით აღიარა და განაცხადა, რომ გრანტის დანიშნულება არასწორად იყო გაგებული.

„ეს არის ერთ-ერთი მაგალითი იმისა, რომ თქვენ ყველამ არ იცოდით, სად მიდიოდა ფული, რომელიც იქ გაგზავნეთ აშშ-ის გადასახადის გადამხდელებისგან. ეს ერთ-ერთი მაგალითია, როდესაც თქვენ არ იცოდით სად მიდიოდა ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფული. მე წავიკითხე SIGAR-ის ანგარიში და ვნახე იმ თანხის ოდენობა, რომელიც უშუალოდ „თალიბანმა“ მიიღო. ეს არ არის საიდუმლო. ეს არ არის საკამათო რამ“, - განაცხადა ბრაიან მასტმა.

„ეს უნდა იყოს ორპარტიული პოლიტიკური განცხადება. ვიდრე USAID-ი, ყველა სააგენტო არ შეგვატყობინებს თითოეული გრანტის, ქვეგრანტის, განაცხადის შესახებ, ჩვენ არ უნდა მოგცეთ ერთი დოლარიც კი“, - აღნიშნა კონგრესმენმა.

კონგრესმენმა ასევე ახსენა 144 ამერიკული სააგენტო, რომლებიც ასევე ცნობილია, როგორც „განმახორციელებელი პარტნიორები“, რომლებიც რატომღაც აფინანსებდნენ „თალიბანს“.

სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა უპასუხა: „ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ფული პირდაპირ არ მიეწოდება „თალიბანს“. ეს [ფული] მიდის გაეროში, არასამთავრობო ორგანიზაციებში“.

საპასუხოდ კონგრესმენმა ბლინკენს განუცხადა: „ახლა თქვენ ეუბნებით ტყუილს ამერიკელ ხალხს. [...] ამ „განმახორციელებელმა პარტნიორებმა“ პირდაპირ „თალიბანს“ გადაუხადეს ფული“.