არასამთავრობო ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.
““ცხრა ლახვარი რომ ჩამარტყან ცხრაჯერ გულში...
28 მაისს, სადავო კანონის მიღებით დასრულდა საქართველოს ახალი ისტორიის კიდევ ერთი ეტაპი.
მთელი მსოფლიოს ზღვარ-გადასული მხარდაჭერის მიუხედავად საქართველოში, დესტრუქციულმა ოპოზიციამ მარცხი განიცადა.
თუმცა, როგორც დესტრუქციული ოპოზიციის, ისევე მათი მთელი მსოფლიოს "გულშემატკივრების" მხრიდან მუშტების ქნევა გრძელდება. გამარჯვებულებს ემუქრებიან დამარცხებულები, დედას გიტირებთო.
აშკარად არ ელოდნენ, რომ მთელი მსოფლიოს მხრიდან მუქარის, ბულინგის, ოჯახების და შვილების დამუნათების, მოღალატის ძახების, უზნეო ლანძღვა-გინების გაუგონარი ფორმების გამოყენების მიუხედავად, ხელისუფლებას უკან ვერ დაახევინებდნე.
გაოცებულები, ამას ხან ბიძინას ფულებს, ხან მათ წინააღმდეგ არსებულ კომპრომატებს, აგენტობას მათ შეურაცხადობას, ხან რას და ხან რას არ მიაწერდნე.
როდესაც „მოღალატის“ და „რუსეთუმეობის“ სტიგმებმა არ გაჭრეს, გადავიდნენ ოჯახის და შვილების დამუნათებაზე.
სულ ბოლოს კი, გაჰყვიროდნენ თუ თქვენი თავი და ოჯახები არ გეცოდებათ, ქვეყანა მაინც შეიცოდეთ, ქვეყანა დაიღუპებაო.
ცოტა სასაცილოა, ადამიანებს ჯერ მოღალატეები და რუსეთუმეები ეძახო და მერე უთხრა, ქვეყანა შეიცოდეთო. თუ გჯერა, რომ მოღალატეები და რუსეთუმეები არიან, მაშინ ქვეყნის ინტერესებზე ზრუნვას როგორღა სთხოვ ასეთებს?
ე. ი. აღიარებ, რომ ასეთ ბინძურ იარლიყებს ტყუილად აკერებდით.
ლანძღვა-გინების რეკორდების დამყარებაში გამარჯვებული რომან გოცირიძე გახდა, რომელმაც „მოღალატეების“ ეპითეტების კრებული შემოგვთავაზა და მათი სახე შემაჯამებლად ასე წარმოგვიდგინა:
„ვინ უჭერს მხარს რუსულ კანონს? ხეპრე, გოიმი, ქაჯი, უტვინო, ყეყეჩი, ხამი, შეუგნებელი, უგუნური, ჩლუნგი, ღალატიანი, გაყიდული, სინდისგარეცხილი, უსირცხვილო, ფარისეველი, ორგული, უპატიოსნო, ქლესა, ქვეშქვეშა, მუხთალი, უთავმოყვარეო, უპასუხისმგებლო, უზნეო, უნამუსო, ფლიდი, ცბიერი, ქვემძრომელა, პირფერი, ნაძირალა, საძაგელი, უტიფარი, სულმოკლე, წუნკალი, წამღლეტი, შემძრომი“.
მართლაც საკვირველია, როგორ გაუძლეს ამ ყველაფერს დეპუტატებმა.
სისულელეა იმის დაჯერება, რომ მათ ბიძინას შიშმა და ფულმა ან სახელისუფლებო სკამების შენარჩუნების ლტოლვამ მიანიჭა ასეთი ბინძური შეტევების გაძლების ძალები. ცხადია ხელისუფლების შენარჩენების უფრო მეტი პერსპექტივა მსოფლიოდან მომდინარე მუქარების ავტორებს აქვთ და არა ბიძინას.
ხელისუფლების წარმომადგენელთა გამოსვლებს და მოქმედებებს აშკარად ეტყობოდა, რომ მათი გამძლეობის განმაპირობებელი და მამოძრავებელი ძალა იყო სიმართლის რწმენა. მათ იცოდნენ, რომ ნამდვილად საქვეყნო საქმეს აკეთებდნენ. ასეთ შემთხვევაში მტრის მიერ მოგზავნილი თუ გაბრიყვებული ხალხისაგან მომდინარე შხამს და ბოროტებას იოლად იგერიებდნენ და თან გულში ალბათ იმ სიტყვების იმეორებდნენ,რომელიც სათაურშია გამოტანილი.
ისინი იმასაც ხედავენ, დასავლეთის ბევრმა პოლიტიკოსმა როგორ უნამუსოდ უღალატა სწორედ დასავლურ ღირებულებებს. ორმაგი სტანდარტების, ბოროტებაზე თვალის დახუჭვისა და ყველა უკეთურობის გამართლების გზით, თუ როგორ დაადგა ნეოლიბერალური ფაშიზმის გზას.
ეს ერთი შეხედვით უმნიშვნელო კანონიც ამ ძალებმა საჯილდაო ქვად აქციეს და წაუკითხავად თუთიყუშებივით მიაკრეს „რუსულის“ იარლიყი, ხოლო კანონპროექტის სტიგმატიზების შემდეგ ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ კანონის საწინააღმდეგო განცხადებების კეთებაში.
დამნახავმა ცხადად დაინახა, რომ საქართველოს ჰყავს ძლიერი, მმართველი ძალა, ხელისუფლება, რომელსაც აქვს საკუთარი სიმართლის ბოლომდე გატანის უნარი. ოპოზიციის ლიდერობის მსურველმა, პრეზიდენტად წოდებულმა სალომემ კი იმის მეტი ვერაფერი მოიფიქრა, რომ მორიგი ცრუ დაპირებებით არ გამოეკვება მოტყუებული ახალგაზრდები. გუშინვე დაუანონსა- ნუ გეშინიათ, 200 ათასი განცხადება (ალბათ ხელმოწერებს გულისხმობდა) მომიტანეთ, რეფერენდუმს დავნიშნავ და იქ გავიმარჯვებთო. ეტყობა, ის უთხრეს, „რუსული კანონის“ გასაუქმებლად კანონმდებლობა, რეფერენდუმის დანიშვნას კრძალავსო და ამიტომ თქვა, რეფერენდუმს დავნიშნავ თემაზე: ევროპაში გვინდა თუ რუსეთშიო. მაგრამ სალომემ, ეტყობა, ბოლომდე აღარ მოუსმინა იურისტებს, ან მათაც არ იციან, რომ რეფერენდუმის შესახებ კანონის მიხედვით:
- რეფერენდუმი იმართება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (მუხლი 1);
- რეფერენდუმს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი ბრძანებულებით, რომელიც საჭიროებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რეფერენდუმი ინიშნება საქართველოს მთავრობის მოთხოვნით (მუხლი 9).
რაც მთავარია, პრეზიდენტად წოდებულმა სალომემ არ იცის, რომ საქართველოს კონსტიტუციაში „ქართული ოცნების“ მიერ ჯერ კიდევ 2017 წელს შეტანილია მუხლი, რომლის მიხედვითაც: „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“ (მუხლი 78).
სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ თვით ნაცების რამდენიმე წარმომადგენელმაც კი (ხატია დეკანოიძე, ზურაბ ჭიაბერაშვილი, თამარ ჩარკვიანი) საჯაროდ დაიწუნა რეფერენდუმის იდეა, რადგან ეს ფაქტობრივად ნიშნავს ეჭვის შეტანას გადაწყვეტილ ევროპულ გზაზე.
პ.ს. კონსტიტუცია მაინც წაიკითხე "პრეზიდენტო", სანამ მასთან მიმართებაში "ახალ" ინიციატივას შემოგვთავაზებ!”
ახლა ის უხარიათ, რომ ვიღაცას დაასანქცირებენ .... ანაკლიის პორტის საქმის წინწაწევაზე მთლად გადაირივნენ..............................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................
ამათ საქართველოში რა უნდა მოიგონ ჩოჩორის გარდა!