საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოავლინეს და ქრთამის აღების ფაქტზე ამხილეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს კოლხეთის ეროვნული პარკის უბნის რეინჯერი ილია კაპანაძე.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტოს კოლხეთის ეროვნული პარკის უბნის რეინჯერმა ილია კაპანაძემ სამსახურებრივი მფარველობით მოქალაქეს პალიასტომის ტბაზე უკანონო თევზჭერის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა თანხა.
ილია კაპანაძე ამ დროისთვის დაკავებულია. გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).