ქართულ თეატრს თავის აღორძინების საქმეში ბევრი მოამაგე ახსოვს. ყველაზე დიდი ტვირთი კი ამ გზაზე ქართველ მსახიობს უზიდავს. მაგრამ თეატრის ნახევარი საუკუნის ისტორიის თავის მხრებზე გადატანა ორიოდეს ჰხვდა წილად.
ერთი მათგანი ელისაბედ ჩერქეზიშვილია.
ორმოცდახუთი წელიწადია, რაც ჩერქეზიშვილი თეატრს ემსახურება.
ეს დრო მეტად დიდი მანძილია ქართველი მსახიობისთვის. მართლაც, ხალხისა და ხელისუფლებისადმი უდიდესი სიყვარული თუ მისცემს ადამიანს ამდენ გამძლეობას.
და ეს სიყვარული ათბობდა ელისაბედ ჩერქეზიშვილის მიერ გამოვლილ გრძელ გზას. ის მუდამ ხალისით და თავდადებით ასრულებდა ნაკისრ მოვალეობას და თავისი მაღალი ნიჭი და უნარი პირნათლად მოახმარა მშრომელი ხალხის სამსახურს.
სალამი ჩვენი თეატრის დაუღალავ მუშაკს - ელისაბედ ჩერქეზიშვილს.
მასალის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას