ვეტო დაძლეულია - „რაც უფრო იზრდებოდა წნეხი, რითაც დასავლეთი უკვე ქართველების ეროვნულ ღირსებას ეხებოდა, მით უფრო თანაუგრძნობდა მოსახლეობის უმეტესობა „ოცნებას“

ვეტო დაძლეულია - „რაც უფრო იზრდებოდა წნეხი, რითაც დასავლეთი უკვე ქართველების ეროვნულ ღირსებას ეხებოდა, მით უფრო თანაუგრძნობდა მოსახლეობის უმეტესობა „ოცნებას“

უმძიმესი ერთთვიანი პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე, „გამჭვირვალობის კანონი“ მიღებულია. საქართველოს პარლამენტმა გარე და შიდა ზეწოლის მიუხედავად, პრეზიდენტის ვეტო 28 მაისს დაძლია და კანონი 84 ხმით მიიღო. მმართველი გუნდის ლიდერი მამუკა მდინარაძე მიიჩნეევს, რომ წლების წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ საქართველო ამ მასშტაბის წინააღმდეგობის მიუხედავად, შეძლებდა დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღებას.

რის საფუძველზე შეძლო ამხელა წინააღმდეგობის დაძლევა „ოცნებამ“? - ანალიტიკოსები for.ge-სთან მიიჩნევენ, რომ ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. პირველ რიგში, გუნდის ერთიანობა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ფაქტორმა კიდევ უფრო განამტკიცა. ასევე პრემიერ ირაკლი კობახიძის ძალისხმევამ და არნახული ზეწოლის მიუხედავად, პრინციპულობის გამოჩენემა. ამან კი „ოცნების“ გარშემო ელექტორატის კონსოლიდაცია მოახდინა, რაც 29 აპრილის და 17 მაისის აქციებით დადასტურდა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პარლამენტის თითოეულ წევრს, რომელმაც მხარი დაუჭირა კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და ამით უერთგულა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, მის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს“, -  განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კობახიძის თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ხელს შეუწყობს ევროკავშირის მთავარი რეკომენდაციის შესრულებას – დეპოლარიზაციას.

„ჩემთვის გასაგებია იმ ძალების აღშფოთება, რომლებიც გაუმჭვირვალობით სარგებლობენ, საქართველოში რევოლუციის მოწყობას, მეორე ფრონტის გახსნას და საქართველოს უკრაინიზაციას გეგმავდნენ. დღეს მათ იმედები გაუცრუვდათ, რადგან უცხოური გავლენის გამჭვირვალობა ამგვარ სცენარს ეფექტურად დააზღვევს.

მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პარლამენტის თითოეულ წევრს, რომელმაც მხარი დაუჭირა კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და ამით უერთგულა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, მის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს.

ხაზი უნდა გაესვას, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ხელს შეუწყობს ევროკავშირის მთავარი რეკომენდაციის შესრულებას – დეპოლარიზაციას. გარდა ამისა, საქართველოს დამშვიდება ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას და სწრაფ ეკონომიკურ ზრდას წაახალისებს.

აქედან გამომდინარე, „გამჭვირვალობის შესახებ კანონი“ შექმნის უკეთეს ნიადაგს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების უზრუნველსაყოფად. როგორც არაერთხელ აღინიშნა, 2030 წლისთვის, საქართველო ევროკავშირში გასაწევრიანებლად ყველა კანდიდატ ქვეყანაზე უკეთ იქნება მომზადებული და საქართველო ღირსებით, დამოუკიდებლობით, თავისუფლებითა და სუვერენიტეტით გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ანალიტკოსი პეტრე მამრაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ყველა მხრიდან წამოსული ზეწოლის მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ გამოიჩინა პოლიტიკური სიმტკიცე და პრეზიდენტის ვეტო დაძლია. მისი აზრით, ხელისუფლება შარშანდელისგან განსხვავებით, წელს უფრო მომზადებულია.

„ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ შიგნით გუნდში გაიზარდა სიმტკიცე და შარშანდელი მერყეობა ზოგიერთ დეპუტატში აღარ შეიმჩნეოდა. ამაზე სხვათა შორის თავად პრემიერმა კობახიძემ თქვა, რომ შარშან გუნდის შიგნითვე იყო შფოთვა. ახლა კი დავინახეთ, რომ სიმტკიცე დეპუტატებთან ერთად სახელმწიფო ინსტიტუტებმაც გამოიჩინეს. გვახსოვს „ვარდების რევოლუციის“ დროს, მიტინგებზე სამართალდამცველებიც კი გამოდიოდნენ სიტყვით და მომიტინგეების მხარეს გადადიოდნენ. ახლა კი ვნახეთ პოლიცია როგორი მომზადებული შეხვდა ამ ყველაფერს ფსიქოლოგიურად, მორალურად და პროფესიონალურად. მიუხედავად დიდი პორვოკაციებისა, მათ ამ წნეხს გაუძლეს. ასევე ამ პროცესებში ბიძინა ივანიშვილის ჩართვის ფაქტორმაც იმოქმედა. როდესაც ივანიშვილი უკან დაბრუნდა და სიტყვა თქვა, მან პირდაპირ აღიარა, რომ გუნდში სიმტკიცის და ერთიანობის შესანარჩუნებლად დაბრუნდა. რა თქმა უნდა, ამან მამობილიზებელი როლი შეასრულა და „ოცნების“ ელექტორატზეც გავლენა მოახდინა“, - ამბობს მამრაძე.

მისივე თქმით, 29 აპრილს მიტინგზე, როცა ივანიშვილი სიტყვით გამოვიდა, აქციის მონაწილეების უმეტესობას დიდი იმედი ჰქონდა, რომ ხელისუფლება უკან აღარ დაიხევდა.

„დასავლეთიდა ზეწოლამ კი ხელისუფლებაზე უკვე შეურაცხმყოფელი სახე მიიღო. რაც უფრო იზრდებოდა ეს წნეხი, მით უფრო თანაუგრძნობდა მოსახლეობის უმეტესობა „ოცნებას“. ამით დასავლეთი უკვე ქართველების ეროვნულ ღირსებას ეხებოდა. უკვე კანონი აღარ აინტერესებდა ბევრს და კითხულობდნენ, რატომ ერევიან ასე ღიად ჩვენი ქვეყნის საქმეში. ამან კიდევ უფრო იმუშავა საზოგადოებაში. როცა გეუბნებიან, რომ არ წავიკითხავთ, არ გვაინტერესებს შიგნით რა წერია, ეს უკვე შეურაცხყოფაა. ვენეციის კომისიის დასკვნა რა იყო? - შეურაცხყოფა, როცა სთხოვ სამართლებრივ შეფასებას და ამ დროს იქიდან პოლიტიკური შეფასება მოდის. იგებ თურმე, რომ ამ ყველაფერს საფუძვლად სააკაშვილის პირადი ადვოკატის მიერ დაწერილი კომენტარები დაედო საფუძვლად.

რომ ეთქვათ, რომ ამა და ამ მუხლში ნახეთ, რა გიწერიათ და მოდი, ეს, როგორც მეგობრები, შევთანხმდეთ და შეცვალეთ, ხელს შეგიშლით ჩვენთან პარტნიორობაშიო, კიდევ გასაგები იქნებოდა. ეს პრინციპული და ამპარტავნული ტონი, მითითებები პირდაპირ სუვერენულ სახელმწიფოსთვის, რომ კანონი არ მიიღო, ჩვენი მოსახლეობის უმეტესობამ შეურაცხყოფად მიიღო. ამან კი საზოგადოების ხელისუფლების გარშემო კონსოლიდაცია მოახდინა“, - ამბობს მამარაძე.

ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ამბობს, რომ ამ კანონის მიღებით საქართველოს ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ ის არის დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყნის ხელისუფალი, რომელიც თავისი ქვეყნის შიდა საქმეებში არავის აძლევს ჩარევის უფლებას. ქადაგიძე for.ge-სთან ფიქრობს, რომ დროა საქართველოში შიდა პოლიტიკაზე პასუხისმგებლობა ქართველებმა ავიღოთ.

„ოცნების“ ამ ბრძოლაში გამარჯვების მთავარი რესურსი ქართველი ხალხის გონიერებაა, რომელმაც საკუთარი ხელისუფლების სიმართლე დაიჯერა. 29 აპრილი ამის ნათელი მაგალითი იყო, როცა ამ გზაზე და ამ პრინციპულ ბრძოლაში, ხელისუფლებამ სრული მხარდაჭერა მიიღო. ამას კი საპარლამენტო უმრავლესობა და დეპუტატები დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ, გამომდინარე იმ არნახული ზეწოლის ფონზე, რომელშიც ჩვენი ხელისუფლება მოექცა. აქ არ ვსაუბრობ ჩვენ ადგილობრივ რადიკალებზე, ვამბობ დასავლეთიდან წამოსულ წნეხზე. ჯერ საჯაროდ რაც ჩანს, როგორი მძიმეა და ახლა წარმოიდგინეთ, კარს მიღმა რა ხდება, სხვადასხვა არხებიდან რა მასშტაბის ზეწოლა მოდის. ერთი მაგალითიც კი კმარა ამის დასადასტურებლად, რომელიც პრემიერმა ვარჰეის მხრიდან დაასახელა, როცა მას პირდაპირ ფიცოს მსგავსი ბედით დაემუქრნენ. მეტი როგორღა უნდა დაემუქრონ თანამდებობის პირს, რომ ზეწოლის მასშტაბი გავიგოთ?! ეს არის ზუსტად მანდატის გამართლება.

პირველ რიგში, ამ ყველაფერს მთავარი პასუხისმგებლობის ამღები სჭირდებოდა. ზუსტად ამაზე ვსაუბრობ, რომ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ საკუთარ თავზე აიღო ამხელა დარტყმები, ფიზიკური ლიკვიდაციის მუქარაც კი მიიღო და აბსოლუტურად შიშველი ხელებით შეერკინა ამხელა ზეწოლას დასავლეთიდან. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ზურგს ბიძინა ივანიშვილი უმყარებდა. მან პირდაპირ განაცხადა, რომ არ აპირებდა უკან დახევას და ნებისმიერ ფასად მშვიდობას და ქვეყნის პერსპექტივას არ დათმობდა. ზუსტად ამან მისცა ერსაც და ბერსაც საშუალება, რომ პროცესებისთვის იმედის თვალით შეეხედათ“, - ამბობს ქადაგიძე.

მერაბ.g ვულოცავ საქართველოს სუვერენიტეტის გზაზე გადადგმულ ამ დიდ ნაბიჯს! დიდი მადლობა ყველაფერ ამის შემოქმედთ!
ამ ორიოდე წლის წინ იყო კვლევა ევტოკავშირში გაწევრიანებასთან და საქართველოს მოსახლეობის 78% მომხრე იყო გაწევრიანების და კეთილდღეობის; იმაცე კვლევაში იქვე იყო მეორე შეკითხვაც, რომლის შედეგი არ გასაჯაროებულა - ""ისურვებდით თუ არა ევროკავშირში გაწევრიანებას, თუ ამისთვის აუცილებელი იქნებოდა ლგბტ პროპაგანდის დაშვება?" ასეთი გაწევრიანების მომხრე იყო 11%!
5 თვის უკან
ლაზი ამ, თითქოსდა არც თუ ისე მნიშვნელოვანმა საკითხმა, საზოგადოება ორ ნაწილად გაჰყო.
ერთნი საკუთარი მუქთი შემოსავლების , მეორენი კი ქვეყნის სუვერენიტეტის დამცველებად დაიდენტიფიცირდნენ.
აქ პირველნი აშკარად წამგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, მიუხედავად იმისა, რომ თავიანთი უცხოელი პატრონები თავგამოდებით იცავენ. მათდა სამწუხაროდ, ისინი არჩვნებში ხმას არ აძლევენ, თუმცა არჩევნების შემდეგ, იოლად არ შეურიდებიან დამარცხებას. გარედან ზეწოლა და გაყალბების უსაფუძვლო ბრალდებები მაშინ იქნება თუ იქნება.
5 თვის უკან