რადიკალების მიზანმიმართული დეზინფორმაცია - „საქართველოს ხელისუფლება კონფედერაციის გზით აპირებს აღიაროს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა“

რადიკალების მიზანმიმართული დეზინფორმაცია - „საქართველოს ხელისუფლება კონფედერაციის გზით აპირებს აღიაროს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა“

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „აღთქმული მიწა“, ანუ ქართული ოცნებაა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 40 წლის თავზე - 2030 წელს ვიცხოვროთ ერთიან და ძლიერ საქართველოში აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ერთიანი და ძლიერი საქართველო უნდა გახდეს 2030 წელს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი.

პრემიერს ამ განცხადების შემდეგ რადიკალურ ძალებთან დაახლოებულმა ე.წ. ანალიტიკურმა ჯგუფმა გაავრცელა განცხადება, რომ საქართველოს ხელისუფლება აპირებს აღიაროს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა და შემდეგ შეიყვანოს ისინი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები კონფედერაციაში, თითქოსდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მოტივით, საიდანაც გამოსვლა უკვე დამოუკიდებელ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს მეორე დღესვე შეეძლებათ, რადგან საერთაშორისო სამართლით კონფედერაციაში შემავალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებს ნებისმიერ დროს, მიზეზის გარეშე შეუძლიათ დატოვონ კონფედერაცია.

ანუ, როგორც რადიკალების ანალიტიკოსთან ჯგუფი წერს, „ქართული ოცნება“ აღიარებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, რასაც მოყვება მსოფლიოს მხრიდან მათი დამოუკიდებლად აღიარება, შეიყვანს მათ კონფედერაციაში, რომელიც ერთ კვირაში დაიშლება და მივიღებთ ჩვენს საზღვრებთან დამოუკიდებელ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, რომელსაც მეორე დღესვე რუსეთი მიიერთებს.

ამ მიზანმიმართულ დეზინფორმაციას უკვე გამოეხმაურა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა და აღნიშნა, რომ აფხაზეთსა და საქართველოს შორის ბევრი გადაუჭრელი პრობლემაა, მაგრამ არ აპირებენ ამ სახელმწიფოსთან კონფედერაციის ან რაიმე სხვა ურთიერთობის საკითხების განხილვას.

რადიკალების ეს ნარატივი უკვე პარლამენტში გაავრცელა პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა, რომელიც მიიჩნევს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებამ, შესაძლოა, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას საფრთხე შეუქმნას.

„იმის გათვალისწინებით, რომ დღეისთვის ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა პირდაპირ არის დაკავშირებული და, ფაქტობრივად, ჩვენი მოკავშირე სახელმწიფოები არიან ამ არაღიარების პოლიტიკის მთავარი გარანტორები, ამ კანონით და იმ ქმედებებით, რასაც „ოცნება“ ახორციელებს, მათ შორის, მოქალაქეების მიმართ ტოტალური ძალადობით და ტერორით, ექმნება თუ არა საფრთხე არაღიარების პოლიტიკას? იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა მოექცევა საერთაშორისო იზოლაციაში, არაღიარების პოლიტიკის კუთხით რა რისკი შეიძლება დაუდგეს ჩვენს ქვეყანას? ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების ნაწილში, ამ კუთხით პასუხისმგებელი ვინ არის?“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

ოპოზიციის ამ სახიფათო მესჯ-ბოქსს ანტისახელმწიფოებრივს უწოდებს მმართველი გუნდი. უმრავლესობის წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, გიორგი გახარიას პარტიის განცხადება წარმოუდგენელი და შემაშფოთებელია, რომლის გაჟღერებაც აქამდე არავის გაუბედავს ქართულ პოლიტიკაში. თალაკვაძის თქმით, ის, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება შეიძლება, განიხილებოდეს რაიმე ზეწოლის ბერკეტად, ეს განცხადება არის მიმართული საქართველოს წინააღმდეგ.

„დღეს ვისმენთ, რომ თურმე ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება შესაძლოა, გახდეს რაიმე შანტაჟის მექანიზმი, მით უმეტეს კანონთან, რომელსაც საერთოდ არავითარი კავშირი არ აქვს ოკუპირებულ ტერიტორიებთან და ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს დემოკრატიის დაცვას და ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის და პოლიტიკური სისტემის განმტკიცებას. ევროპაში 15 ქვეყანას აქვს მსგავსი კანონმდებლობა და თუ ეს სჭირდება ევროპას, სჭირდება საქართველოსაც.

განცხადება, რომელიც დღეს პარლამენტში გიორგი გახარიას პარტიის მხრიდან გაკეთდა, არის წარმოუდგენლად შემაშფოთებელი და მიუღებელი, რომლის გაკეთებაც არ გაუბედავს აქამდე არავის. ის, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება შეიძლება, განიხილებოდეს რაიმე ზეწოლის ბერკეტად, ეს არის მიმართული საქართველოს წინააღმდეგ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის დავით მათიკაშვილის განცხადებით, მიხეილ დაუშვილმა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

 „ტერიტორიული მთლიანობაც ნუ გახდება დაცვის ობიექტი, ოღონდ საკუთარი ინტერესები განახორციელონ. ეს არის ის, რისი გაცნობაც მათი ან მათი დავალების მიმცემების პირით ხდება საზოგადოებისთვის. დაუშვილმა სწორედ ეს თქვა - იკადრა და თქვა, რომ შესაძლებელია, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საკითხი დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ და სად არის პარტნიორული ურთიერთობა, თუკი „გამჭვირვალობის კანონის“ მიღებიდან გამომდინარე, თავში შეიძლება მოუვიდეს ადამიანს ასეთი კითხვის დასმა? არათუ ამის განხორციელება, არამედ კითხვის დასმა! ხომ ყველაფერი ნათელი და ცხადია, რაზეა საუბარი“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე, სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ოპოზიცია ბრიუსელში დარბოდა, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მიეღო, რაშიც ერთმანეთი ამხილეს. სუბარმა პარტია „საქართველოსთვის“ წევრს, მიხეილ დაუშვილს მიმართა და მის მიერ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე პასუხად საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას მოღალატე უწოდა.

„როგორც ეს ოპოზიცია დარბოდა ბრიუსელში, რომ საქართველოს არ მიეღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და შემდეგ ამაში ერთმანეთი ამხილეს, დარწმუნებული იყავით, რომ ზუსტად ასე დარბიან დღეს, რათა ეს მძიმე განცხადებები გააკეთებინონ, რაც დღეს მოვისმინეთ და სწორედ მისი ხელმძღვანელი, მოღალატე გახარია იქნება პირველი, ვინც ამას ჩვენი პარტნიორებისგან ითხოვს - ეს არის ამათი მოღალატეობის კიდევ ერთი დადასტურება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

პოლიტოლოგი, საერთაშორისო ურთიერთობა მკვლევარი თამარ კიკნაძე აცხადებს, რომ კანონი გამჭვირვალეობის შესახებ არავითარ კავშირში არ არის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებასთან, რადგან ეს კანონი ეხება საქართველოს სუვერენიტეტის დაცვას.

„ამ კანონს არავითარი კავშირი არ აქვს აფხაზეთის და ოსეთის აღიარებასთან. ჩემი აზრით, ეს არის არასერიოზული განცხადება, იმიტომ, რომ ეს არის მოლაპარაკების საგანი. თუ ჩვენ გვექნება სუვერენიტეტი და რეგიონში ისეთი პროცესები მიდის, რომ რეგიონალური საკითხები უნდა გადაწყვიტონ იმ ქვეყნებმა, რომლებიც განლაგებული არიან გეოგრაფიულად რეგიონში, ჩვენ თუ დამოუკიდებელი ვიქნებით ჩვენს გადაწყვეტილებებში, აფხაზეთის და ოსეთის რაღაც სტატუსსზე შეიძლება დაიწყოს მოლაპარაკება.

მაგრამ ახლა, აპრიორი რომ აცხადებენ, უნდა აღიარონო, რა იციან მაგათმა ამის შესახებ? აქ მთავარია აფხაზებთან და ოსებთან საერთო ენის გამონახვა და რუსეთმა ისევე დაიჭიროს პოზიცია, როგორც ყარაბახის კონფლიქტის მოგვარებისას. ყველა კონფედერაცია არის თავისებური, ჯერ ამ სტატუსსზე ლაპარაკი არც არის. ეს არის ძალიან არასერიოზული განცხადება, რომელიც არ წაადგება საქართველოს კეთილდღეობას. იმიტომ, რომ როგორი მოლაპარაკებები იქნება, რა შედეგით დამთავრდება, ეს იციან? ამიტომ, ძალიან ცუდია ასეთი დესტრუქციული განცხადება, რაც არაა საქართველოს საკეთილდღეოდ გაკეთებული. ეს პირდაპირ იმისთვის არის გაკეთებული, რომ მოსახლეობა ამ პროცესებისადმი უარყოფითად განეწყოს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას თამარ კიკნაძე.

მერაბ.g ეს უპერსპექტივობისთვის განწირულების ფაღარათია! ჯერ ერთი, დამოუკიდებენ სახელმწიფოთა ერთობას კავშირი ჰქვია' მერე - კონფედერაცია, როგორც ასეთი არსად არსებობს და შესაბამისად მის ავკარგზე საუბარი ონანიზმია! მესამე და მთავარი - აფხაზეთი და ს/ოსეთი რუსეთში რომ შევიდეს ყირიმივით ის აჯობებს? ქვეყანა ვისაც უყვარს გამოსავალზე უნდა იფიქროს! იქნებ მავანთა "შეშფოთება" გვიშველის? ჩეხოსლოვაკიის, ან ავსტრია-უნგრეთის ტიპის ერთობა დასაწუნია? ერთი ფულით, ერთი საბაჟოთი
ამდაგვარი უსამშობლოოები, დაბოღმილები და უნიჭოები რომ ხართ მეცოცხეებო (სულერთია ხაბე, ჭჭ, გვარამია, ჩახდილი, რუბლოვნა, ხაზარაძე) 26 ოქტომბერს მშრალად წააგებთ, მოიგებთ სამში ერთს!
5 თვის უკან