მსოფლიო უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა: აღმოსავლეთი და დასავლეთი - რომელ მხარეს აღმოჩნდება საქართველო?!

მსოფლიო უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა: აღმოსავლეთი და დასავლეთი - რომელ მხარეს აღმოჩნდება საქართველო?!

ექსპერტულ წრეებში საუბრობენ, რომ დღეს მსოფლიოს ორ ნაწილად გაყოფის პროცესის მომსწრე ვართ - დასავლეთი და აღმოსავლეთი და გარკვეულწილად, მსოფლიოს ახალი დღის წესრიგი ყალიბდება. ამის ფონზე, ვხედავთ საქართველოში საზოგადოებრივ-პოლიტიკური მდგომარეობის ცვლილებასა და დასავლეთსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის არსებულ ურთიერთობას, რომელიც ამ ეტაპზე, შეიძლება ითქვას, რომ უკიდურესად დაძაბულია. მეტიც, აშშ-ში საქართველოს მმართველი პოლიტიკური გუნდისა და მისი ოჯახის წევრების დასანქცირების საკითხზე ალაპარაკდნენ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩნდება ლეგიმიტიმური კითხვა - სად და რომელ ფლანგზე ხვდება საქართველო?!

გამოითქვა მოსაზრება, რომ ირანსა თუ თურქეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი და ჩინეთთან, გარკვეულწილად, მეტად დაახლოება იმის ინდიკატორია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მხარე აირჩია - საქართველოს საგარეო კურსი არა თუ დასავლეთისკენ არის მიმართული, არამედ მან აღმოსავლეთისკენ იცვალა პირი.

საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი For.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ კურსი რუსეთისკენ აიღო, თუმცა ამას არ აღიარებს და ამბობს, რომ დასავლეთი საქართველოს სტრატეგიული მეგობარია, რაც ბუნებრივია, მისი მტკიცებით, სიცრუეა. ზაქარეიშვილმა ასევე დასძინა, რომ „ქართული ოცნება“ სიმართლეს ბოლომდე არ ამბობს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის შესახებ.

„მსოფლიო ყოველთვის გაყოფილი იყო ღარიბებად და მდიდრებად, იმპერიებად და იმ ქვეყნებად, რომლებიც ამ იმპერიებში შედიოდნენ - ეს გაყოფა ყოველთვის არსებობდა. ბოლო გაყოფა იყო სოციალისტური და კაპიტალისტური ბანაკები - სოციალურისტური ბანაკის ნაცვლად დღეს არსებობს რუსეთი, რომელიც განაგრძობს აგრესიას და სხვების შევიწროებას. ნგრევის ნიშნებია, როდესაც აგრესიის გამოვლენის გარეშე არ შეგიძლია გავლენების შენარჩუნება. რუსეთს უნდა ღარიბი ქვეყნების ლიდერი გახდეს.

საქართველო სად არის ამ დროს? - ის შეიძლება იყოს ევროპაში, წარმატებული სახელმწიფოების რიგში, მაგრამ რუსეთის გავლენები და მისი ჩართულობა პოსტსაბჭოთა სივრცეში, მათ შორის საქართველოში, მას აძლევს საშუალებას უმტკივნეულოდ განახორციელოს გავლენები საქართველოს ტერიტორიაზე - ამ მომენტში, საქართველოს ისეთი ხელისუფლება ჰყავს „ქართული ოცნების“ სახით, რომ რუსეთისკენ მივდივარ, ოღონდ ამას არ ვამბობთ.

ვინც საზოგადოებას ებრძვის, ყოველთვის აგებს - ამ დროს საზოგადოებას ან ხვრეტენ, ან ეს საზოგადოება იმარჯვებს. „ქართულ ოცნებას“ მხოლოდ ერთი შანსი რჩება, დაიწყოს ამ ახალგაზრდების ხოცვა, ვინც ქუჩაში გამოდის, სხვანაირად მათ ვერ მოერევა.

დასავლეთი, პირველ რიგში, რუსეთისგან გვიცავს, უცებ კანონი მიიღეს, რომელიც ევროპასა და ამერიკას მტრად რაცხავს. რატომ ახსენებს „ქართული ოცნება“ მხოლოდ გამჭვირვალობას და არ საუბრობს იმაზე, რომ კანონში წერია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე?!“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ჩვენთან საუბარში ამბობს, თუ როგორ დალაგდება მსოფლიო უსაფრთხოების არქიტექტურა, ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მათ შორის იმაზე, უკრაინა-რუსეთს შორის მიმდინარე ომი როგორ დასრულდება. მისი შეფასებითვე, „ქართული ოცნება“ დღეს მრავალვექტორულ პოლიტიკას აწარმოებს, რაც თავის მხრივ, ქვეყნისთვის სასარგებლოა.

„ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ დასრულდება დასავლეთის, რუსეთისა და გარკვეულწილად, ჩინეთის დაპირისპირება, მათ შორის, სწორედ უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგები იქნება იმის განმსაზღვრელი, როგორი უსაფრთხოების არქიტექტურა ჩამოყალიბდება სულ მცირე, უახლოესი ერთი ათწლეულის განმავლობაში.

ამ პერიოდში მიმდინარეობს უსაფრთხოების არქიტექტურის გამოძერწვა და ეს დამოკიდებულია ძალიან ბევრ ფაქტორზე. მაგალითად, ევროპარლამენტში არჩევნების შედეგები გვაჩვენებს იმას, რა მიმართულებით მიდის ევროპული პოლიტიკური აზროვნება, რომელიც თავის მხრივ, გავლენას მოახდენს იმაზე, თუ რა პოზიციაზე დადგება უკრაინაში ომთან დაკავშირებით და ზოგადად, ევროპაში უსაფრთხოების არქიტექტურის კუთხით.

ამიტომ, იმაზე საუბარი, თუ სად აღმოჩნდება საქართველო, ამის თქმა ახლა ნაადრევია. როდესაც ევროკავშირმა საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი, ეს პატარა, მაგრამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სახელმწიფო დასავლეთის გავლენის ჯიბეში ზის. საქართველომ, „ქართული ოცნების“ პირობებში, გადაწყვიტა მაღალი ხარისხით აწარმოოს ე.წ. მრავალვექტორული პოლიტიკა - „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ მრავალვექტორული პოლიტიკის წარმოებით, სიგნალი გაუგზავნოს ევროატლანტიკურ კავშირს, თუ ისინი უარს იტყვიან საქართველოს ინტეგრაციაზე ამ სივრცეში, საქართველო მონახავს თავის განვითარების გზას ევროინტეგრაციის გარეშეც“, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ For.ge-სთან საუბარში.

მერაბ.g როგორ გგონიათ, 1993 წელს, როცა აშშ-ს ყურებით ყავდა დაჭერილი ლოთი ელცინის უკიდურესად დასუსტებული რუსეთი, ერთი რომ დაერეკა რომელიმე მდივნის რომელიმე თანაშემწეს, რუსეთი ხელს აიღებდა თუ არა სოხუმის აღებაზე? რა თქმა უნდა! რატომ არ გააკეთეს? იმიტომ, რომმათ უნდოდათ ტერიტორიული პრობლემების წინაშე მყოფი სუსტი საქართველო, რომელსაც თან რუსთან არ დაალაპარაკებდა, სულელურ ჟენევის მოლაპარაკებებზე გააჩერებდა, და "შეშფოთებაზე" გადაატარებდა ამავდროულად არა მრეწველობის ან სუფლის მეურნეობის განვითარებას; ეს იყო ჩვენი სტრ. პარტნიორის პოლიტიკა საქართველოს მიმართ! სხვათა შორის აშშ-ს ჩვენს გარდა 48 სტრატეგიული პარტნიორი ჰყავს, მათ შორის მონღოლეთი, ნიგერია, მაროკო...
5 თვის უკან
Gami ზაქარეიშვილს ლოგიკაც და აზროვნება ბლუ აქვს.
5 თვის უკან
mamuka ბატონებო! მიუხედავად იმისა რომ ის რაც ეხლა ჩვენ თვალწინ ხდება მსოფლიოში, ჩახლართული ,ჩვენთვის დაფარული მსოფლიო იმპერიების თუ ფინანსური ჯგუფების პოლიტიკა,გინდ ომის დაარქვით გინდ მშვიდობის, სულ მცირე იმას რასაც ვხედავთ და რაც ჩანს ზედაპირზე, ერთმნიშვნელოვან დასკვნის გაკეთება შეიძლება თუ ვისზე დაყრდნობით აპირებენ თავს მოგვახვიონ თავისი პოლიტიკა, რა ეს ახალგაზრდები მოვლენ ხელისუფლებაში და გაატარებენ ეროვნულ პოლიტიკას,თუ მათი წამქეზებლები? ქართულ საზოგადოებაში მარგინალი ადამიანები თუ პარტიები , რომელთაც სულ ფეხებზე კიდიათ ქართული იდენტობა დასაქართველო, სხვათა შორის ბატონი ზაქარეიშვილიც მათ რიგებს ეკუვნის ირიბად ,მინდა დავიტოვო სულ მცირე იმედი რომ ბოლომდე არ არის გათქვეფილი მათთან, ამიტომ გასაგებია რა უნდა დასავლეთს აბსოლიტური გავლენა საქართველოზე ,თანაც ყოველგვარი მოლაპარაკბის გარეშე არც კი უნდათ მოუსმინონ ქართველებს, ჩვენ ასე გვინდა მორჩა და გათავდა.... და რაა ეს ართუ პატონყმური დამოკიდებულება...ხაზარაძეები ხოშტარიები ჯაფარიძეები ბოკერიები და ძმანნი მათნი ამაზე თანახმა არიან და რა გასაკვირია და რაა გაუგებარი ან მისახვედრი რატომ ხდება ეს ყველაფერი .....
5 თვის უკან
თომა ეს ის ზაქარეიშვილი არ არის?! პუტინის აგენტობას რომ აბრალებენ, თავის უსახური მინისტრობის დროს! თუ, მე მეშლება?
5 თვის უკან