პირველი, ეს არის ქვეყნის გამთლიანება. ნებისმიერი ქართველისთვის ეს არის პრინციპული საკითხი, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „ქრონიკის“ შეკითხვას, რა უსურვებდა ის საქართველოს.
„მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და სრულიად საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე. ქვეყნის დამოუკიდებლობა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი - იყო დამოუკიდებელი, იყო თავისუფალი, სახელმწიფოს სუვერენიტეტი, შენი ქვეყნის ტერიტორიების ხელშეუხებლობა. მოსახლეობის, ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების უფლებაა, რომ მართონ თავიანთი ქვეყანა, თავიანთი რწმენისა და ნების შესაბამისად. კიდევ ერთხელ ვულოცავ სრულიად საქართველოს. ჩვენმა წინაპრებმა სისხლით მოიპოვეს დამოუკიდებლობა და გადმოგვცეს ჩვენ და ამას სჭირდება შენარჩუნება. დღესაც გვიწვეს ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის“, - აღნიშნა კალაძემ.