კანონს არც პათოსი, არც ფორმულირება რუსული არ აქვს და ეს რუსეთის ყბადაღებული თემაც სწორედ ამ სპეკულაციებისთვის არის გამოყენებული, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას 2012 წლიდან არცერთი ნაბიჯი რუსეთის სასარგებლოდ არ გადაუდგამს.
„ორმაგი სტანდარტი ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ამ კანონის აუცილებლობაზე საუბარი მთავარი არ არის, მთავარია იმ გზის გაყოლა, რაც თავიდანვე ჰქონდა იდეაში ჩადებული რადიკალურ ოპოზიციას - ეს არის პროცესების რევოლუციური გზით წარმართვა, ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა. არ იქნება ეს კანონი, იქნება სხვა მიზეზი, მაგრამ დესტაბილიზაცია მთავარ ამოცანად რჩება. წინააღმდეგ შემთხვევაში კანონს არც პათოსი, არც ფორმულირება რუსული არ აქვს და ეს რუსეთის ყბადაღებული თემაც სწორედ ამ სპეკულაციებისთვის არის გამოყენებული. საქართველოს ხელისუფლებას 2012 წლიდან არცერთი ნაბიჯი რუსეთის სასარგებლოდ არ გადაუდგამს“, - აცხადებს ვოლსკი.