საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები.

საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები.

საზოგადოებრივი ინტერესის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი აგრძელებს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ პირთა შესახებ სტატისტიკური მონაცემების ყოველთვიურ გასაჯაროებას.

2013 წლის ნოემბრის თვე 417 522 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2012 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 12,6 %-ით მეტია.

რაც შეეხება მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბრის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 4 973 632 ვიზიტი განხორციელდა, რაც 22,6%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელს და 12,3%–ით გაასწრო 2012 სრული კალენდარული წლის მონაცემებს. ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:

ა) ტურისტი - 1 935 767 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 39%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 17,3%);

ბ) ტრანზიტი - 1 094 159 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 22%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 55,6%);

გ) სხვა - 1 943 706 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 39%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 14,2%).

ტრადიციულად, 2013 წლის ნოემბერშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (-16%), აზერბაიჯანიდან (+18,7%), სომხეთიდან (+37%), რუსეთიდან (+40,7%), უკრაინიდან (+44,6%) და ირანიდან (-3%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ–ნოემბერში კვლავ გამოირჩნენ პოლონეთი, ჩეხეთი, ავსტრია, საფრანგეთი, გერმანია და იტალია (შესაბამისად – 75%, 32%, 25%, 20%, 17% და 16%), შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთის (40%), ახლო აღმოსავლეთიდან - ისრაელის (31%), ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან კი - ბელორუსის მოქალაქეები 61%–იანი მატებით.

სახელმწიფო საზღვრის კვეთის მხრივ, ცალკე აღსანიშნავია საქართველოს მოქალაქეთა აქტივობის ზრდაც, რაც მიმდინარე წლის პირველ 11 თვეში 20 (შემოსვლა) და 20,4 (გასვლა) პროცენტიან მატებაში გამოისახა.

საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები. 2013 წელი, ნოემბერი (PDF-ფაილი ტექსტს თან ერთვის)