„ვერ ქაჩავენ გადატრიალებას და ახლა უცხოელი პოლიტიკოსების დესანტი ჩამოსხეს“

„ვერ ქაჩავენ გადატრიალებას და ახლა უცხოელი პოლიტიკოსების დესანტი ჩამოსხეს“

საქართველოს დღეს სამუშაო ვიზიტით ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვევიან. ბალტიის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივ შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან. ასევე დაგეგმილია შეხვედრები არასამთავრობოებთან და საგარეო საქმეთა მინისტრების და სალომე ზურაბიშვილის ერთობლივი პრესკონფერენცია.

ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება საქართველოში მიმდინარე მოვლენები, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. ოფიციალური პირები ასევე აპირებენ აზრთა გაცვლას საქართველოს რეფორმების პროცესზე ევროკავშირში მისი ინტეგრაციის პროგრესთან დაკავშირებით, რაც გამომდინარეობს საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის ვალდებულებებიდან, ასევე რუსეთის საფრთხის მიმართ მდგრადობის გაძლიერების საკითხს.

ბალტიის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტს წინ უსწრება გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, მაიკლ როთის ვიზიტი, რომელსაც საქართველოს მთავრობის წევრები და მათ შორის მმართველი პარტიის წევრები არ შეხვდნენ. საქართველოში იმყოფება ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ჯიმ ობრაიენი, რომელთანაც შეხვედრაზე უარი თქვა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ.

ამერიკელ მაღალაჩინოსანთან შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების საჭიროებაც განუმარტა და კიდევ ერთხელ გამოთქვა მმართველი გუნდის მზაობა, ვეტოს პროცედურის ფარგლებში საერთაშორისო პარტნიორების ყველა სამართლებრივი შენიშვნა ყურადღებით განიხილოს. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია აშშ-სთან პარტნიორობის გაღრმავებით, რაც ორმხრივ ძალისხმევას და სამართლიან ურთიერთდამოკიდებულებას მოითხოვს.

დასავლეთი უკვე ღიად ერთვება საქართველოში მიმდინარე პროცესებში და არის მხარე, რომელიც მხარს უჭერს რადიაკლურ ოპოზიციას, რასაც ადასტურებს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის განცხადება, რომლის შეფასებით, ვინც მოვლენებს ადევნებს თვალს, ეს არის რუსეთის ჩარევა საქართველოში. გრანტ შაპსი მოუწოდებს მოქალაქეებს წინააღმდეგობა გაუწიონ რუსეთის გავლენას. მისი თქმით, პუტინს არ შეუძლია, არ ჩაერიოს სხვა ქვეყნების საქმეებში, ზოგჯერ ეს ხდება სამხედრო გზით, ზოგჯერ კი გავლენის გამოყენებით.

„ეს არ არის კარგი მსოფლიოსთვის, არ არის კარგი თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის. დიდი ბრიტანეთი გმობს ამ გავლენას, მოვუწოდებთ ხალხს, წინააღმდეგობა გაუწიოს ამ გავლენას, რომელიც რუსეთიდან მოდის. ჩემი აზრით, ისინი ასე უნდა მოიქცნენ რადგანაც პუტინმა აჩვენა, არა მხოლოდ საქართველოს, რომ არ არის კარგი მსოფლიოსთვის და მეზობლებისთვის“, - აღნიშნა გრანტ შაპსმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ბალტიის ქვეყნების და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩამოდიან ვითარების რადიკალიზაციისთვის და არც კი თვლიან საჭიროდ, სახელმწიფოსთან რაიმე წინასწარი კონსულტაცია გასწიონ და წინასწარი თანხმობა ჰქონდეთ.

„საქართველოს მიმართ მათი დამოკიდებულება ეს არის და გონიათ, რომ ფერადი რევოლუციები უნდა მოუწყონ სახელმწიფოს. ყოველ წელს ჟიგიმანტას პავილიონისის ანგაჟირებული განცხადებები გვახსოვს, მნიშვნელობა არ აქვს, კანონს მიიღებ თუ არა. მთავარია, მათი მიზანია, რომ საქართველოში ისეთი ხელისუფლება უნდა იყოს, რომელიც წინა პლანზე ქვეყნის ინტერესებს არ დააყენებს“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორის ირაკლი გოგავას განცხადებით, ყველას კარგად ესმის, რომ საქართველოში გადატრიალების მოწყობის მთავარი მიზანი არის ის, რომ ჩაგვაბან რუსეთის წინააღმდეგ ომში. რასაც, ვხედავთ და აქ, მისი თქმით, ხელისუფლება და ხალხიც ერთად დგას.

„სტუმრები საქართველოში ყოველთვის გვიხარია. თუმცა ამ 4 ევროპელი მინისტრის ვიზიტს ის უცნაურობა ახლავს თანს, რომ ისინი საქართველოს ხელისუფლებას არ დაუპატიჟებია და მეტიც, მათ არც უკითხავთ ჩამოვიდე თუ არაო. დიპლომატიური ეტიკეტით, ეს საოცარი შეურაცხყოფაა ქვეყნის სუვერენიტეტის. ზუსტად ასეთი მიდგომის წინააღმდეგ არის ის კანონი. გვექცევიან როგორც კოლონიას. მათ მიაჩნიათ, რომ აქ ჯუნგლების ხალხი ვცხოვრობთ. ცხადია, მათი მიზანი უცხოეთის მეხუთე კოლონის მხარდაჭერაა.

ყველას კარგად გვესმის, რომ საქართველოში გადატრიალების მოწყობის მთავარი მიზანი არის ის, რომ ჩაგვაბან რუსეთის წინააღმდეგ ომში. ამას ვხედავთ და აქ ხელისუფლება და ხალხიც ერთად ვდგავართ. ეს არ უნდა დავუშვათ! გვახსოვდეს, ყველა მოქმედებს მხოლოდ საკუთარი ინტერესით. ეს ბატონებიც - რა თქმა უნდა. მათ ურჩევნიათ, რომ საქართველომ იომოს და მათ ქვეყნებს არაფერი შეეხოს. სულელები სხვაგან ეძებონ!“, - აცხადებს ირაკლი გოგავა.

რაც შეეხება დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის სახიფათო განცხადებას, აღსანიშნავია, რომ რუსეთი საქართველოზე ჯერ არაფერს ამბობს, ისევ დაკვირვების პროცესშია, მაგრამ თუ სიტუაცია მათთვის სახიფათოდ გამწვავდა, ირაკლი გოგავა ფიქრობს, რომ იზრდება იმის ალბათობა, რომ გარე მაყურებლის როლში არ დარჩნენ.

„ლოგიკურია, რომ რუსეთს არ აწყობს სამხრეთ კავკასიაში მეორე ფრონტის გახსნა. თუ ბატონი მინისტრი ამას გულისხმობს, მეც ვეთანხმები. არც ქართველებს არ გვაწყობს. რასაც ვუყურებთ, საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა დასავლეთის მხრიდან ხდება, თანაც ღიად. უცხოურ ფულზე მჯდარი მეხუთე კოლონა რადიკალიზაციას ახდენს, თუმცა ვერაფერ აკეთებენ. სახელმწიფო სახელმწიფოს ჰგავს. ამ საკითხში ხელსუფლება და ხალხი ერთად არის.

ვერ ქაჩავენ გადატრიალებას და ახლა უცხოელი პოლიტიკოსების დესანტი ჩამოსხეს. მოკლედ „თევზაობენ“ და დარჩებიან მშარლზე. ყველამ კარგად ვიცით, რომ ენჯეოებს, 15 ლიბერალურ პარტიას, ლიბერალურ ტელევიზიებს უცხოეთი იყენებს, როგორც თავის ინსტრუმენტს საქართველოს გადაწყვეტილებებზე გავლენის მოსახდენად და ამას აკეთებენ მაშინაც კი, როცა ეს არ შეესაბამება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და უფრო მეტიც, მაშინაც კი, როცა ქვეყანას ეგზისტენციალური საფრთხე უდგას. ვთქვათ, მოახერხა დასავლეთმა და მოიყვანა თავისი მარიონეტები ხელისუფლებაში, რა მოხდება ასეთ შემთხვევაში, ამაზე არ უნდა ვიფიქროთ?! ვინმეს გონია, რომ რუსეთი დაელოდება სანამ საქართველოს მოამზდებენ ომისთვის? - არა, ბატონო! პირდაპირ შემოვარდება ტანკებით, რომელიც აგერ, თბილისიდან 40 კმ-ში, ახალგორში ყავს და დასრულდება ქართული სახელმწიფო. ამ საფრთხის თავიდან არიდებაზე მუშაობს ახლა ხელისუფლება და ეს ვიგინდარები ყვირიან „რუსული კანონიო“.

დასავლეთში მშვენივრად იციან ამ საფრთხის შესახებ და ისიც, რომ უცილობლად ასე მოხდება, მაგრამ უღირთ, როგორც ჩანს. იმედი აქვთ, რომ ჩვენ აქ პარტიზანულ ომს გავაჩაღებთ, ათი ათასობით მსხვერპლს გავიღებთ დ ამერე, ალბათ, რადიკალ ჯიჰადისტებს მოგვახმარენ იდლიბიდან და ავღანეთიდან. მათთვის მთავარია რუსეთს 60-100 სამხედრო აქეთ გადმოასროლინონ. ეს არის გეგმა? - არ მომწონს მე ეს გეგმა. ვის მოგწონთ ეს?“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ირაკლი გოგავამ.

 

amo ირაკლი გოგავა:"ვინმეს გონია, რომ რუსეთი დაელოდება სანამ საქართველოს მოამზდებენ ომისთვის? - არა, ბატონო! პირდაპირ შემოვარდება ტანკებით, რომელიც აგერ, თბილისიდან 40 კმ-ში, ახალგორში ყავს და დასრულდება ქართული სახელმწიფო." ა მ ა ს, რომ ვერ ხვდება (ან არ ხვდება) ეს სტუდენტობა, გ ვ ე შ ვ ე ლ ე ბ ა რამე?
6 თვის უკან
Maverick "საქართველოს დღეს სამუშაო ვიზიტით ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვევიან". მესამე ხარისხოვანი "სახელმწიფოების"გოშიები, ბიძიებმა უბრძანეს წაეთრიეთ, თორემ დუბინებ გაყრილები დარჩებითო!
6 თვის უკან