რისთვის ჩამოდის ჯიმ ობრაიენი საქართველოში და რატომ თქვა მასთან შეხვეხდრაზე ივანიშვილმა უარი?

რისთვის ჩამოდის ჯიმ ობრაიენი საქართველოში და რატომ თქვა მასთან შეხვეხდრაზე ივანიშვილმა უარი?

რისთვის ჩამოდის და რა არის აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების ყოფილი კოორდინატორის ჯიმ ობრაიენის საქართველოში ვიზიტის მთავარი მიზანი? მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ის „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების პაკეტის წარდგენას გეგმავს. მეორე ვერსიით კი არ არის გამორიცხული, რომ მას ივანიშვილთან გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე კონკრეტულ თემებზე საუბარი სურს და უნდა, რომ პირისპირ, უშუალოდ მისგან გაიგოს პოზიცია ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომლის მიხედვითაც არ არის გამორიცხული, რომ ბიძინა ივანიშვილთან ობრაიენი გარკვეული შეთავაზებით ან რაიმე თემაზე სავაჭროდ ჩამოდიოდეს.

თუმცა პრემიერ ირაკლი კობახიძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ობრაიენის სურვილის მიუხედავად ივანიშვილმა მასთან შეხვედრაზე უარი განაცხადა. კობახიძე ამის მიზეზად ამერიკის მხრიდან ივანიშვილის მიმართ სანქციებით შანტაჟს ასახელებს. ამიტომ კობახიძე პირდაპირ ამბობს, რომ სანამ ეს შანტაჟის ენით საუბარი არ დასრულდება, ის ამერიკელებს და სხვა დიპლომატიური კორპუსიის წარმომადგენლებს, რომელთაც ასევე შეხვედრის სურვილი აქვთ, არ შეხვდება.

ჯიმ ობრაიენი საქართველოში 13 მაისს ჩამოდის და შეხვედრებს 14 მაისს გამართავს ხელისუფლების, ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.

მისი ჩამოსვლა დროში ემთხვევა საქართველოს პარლამენტში „აგენტების კანონის“ მესამე, საბოლოო მოსმენით განხილვას. ამიტომ ოპოზიციის ნაწილს უჩნდება იმის ეჭვიც, რომ შესაძლოა, ო ბრაიენი სწორედ კანონის უკან გათხოვის მოთხოვნითაც ჩამოდის.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „რეფორმების ჯგუფი“ წევრის თეონა აქუბარდიას თქმით, ობრაიენის ვიზიტი, რომელიც არის სანქციების კოორდინატორი, იქნება დიალოგის ბოლო შესაძლებლობა შეერთებული შტატების მხრიდან.

„ეს დიალოგი, მე ვფიქრობ, ნათლად წარმოაჩენს, რა შედეგები მოჰყვება შეხვედრას უშუალოდ „ქართული ოცნებისთვის“ სანქციების სახით და რა შედეგები მოჰყვება ამას ქვეყნისთვის, რომლის 20% არის ოკუპირებული“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

პრემიერი ირაკლი კობახიძე კი ამბობს, რომ ივანიშვილს სანქციებით ვერ შეაშინებენ.

„სანქციები ბიძინა ივანიშვილს არ აინტერესებს გამომდინარე იქიდან, რომ ამ საკითხს არასერიოზულად მიიჩნევს. რაც შეეხება კონკრეტულად ობრაიენის ვიზიტს, მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ იყო ბიძინა ივანიშვილის მიმართ თხოვნა შეხვედრასთან დაკავშირებით, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა უარით უპასუხა. ამას ჰქონდა თავისი ახსნა და განმარტება. მინდა გითხრათ ასევე, რომ იყო გასული თვეების განმავლობაში შემთხვევები, როდესაც სხვა უცხოელ დიპლომატებს და პოლიტიკოსებსაც უთხრა უარი ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრასთან დაკავშირებით. ამაზე მე მაქვს ინფორმაცია გამომდინარე იქიდან, რომ მე მიწევდა ხოლმე გარკვეული საკითხების შეთანხმება. მე მთხოვდნენ ხოლმე ამ საკითხების შეთანხმებას. ყველა შემთხვევაში, უარის მიზეზი იყო ერთი და იგივე - ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა, რომ ის ისედაც არის დე-ფაქტო სანქციების ქვეშ, მას აქვს გაყინული 2 მილიარდი დოლარი, რომელიც მან დასავლეთს რეალურად მიანდო და სამწუხაროდ, ეს თანხები აღმოჩნდა გლობალური ომის პარტიის ხელში. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილის პოზიციაა, რომ შანტაჟის ქვეშ ის ვერავითარ შეხვედრას ვერ გამართავს“, - ამბობს კობახიძე.

„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ო ბრაიენის ჩამოსვლის მთავარი მიზეზი არ ჰგონია ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება იყოს. ქართველიშვილი მიიჩნევს, რომ ის უკვე დიდი ხანია ისედაც სანქციების პირობებში იმყოფება. მისი ფული შვეიცარიის ბანკშია დაყადაღებული.

„აქტივების მეორე დიდი ნაწილი ისეთ ხელმისაწვდომ ადგილებში იყოს, თუნდაც ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ აქტივების დასანქცირება შეეძლოს, ეჭვი მეპარება. რამდენადაც ვიცით, ივანიშვილს საქართველოს ფარგლები არ დაუტოვებია, მე მგონი ათწლეული წლებია. ამიტომ, რას აუკრძალავენ სანქციების შემთხვევაში ივანიშვილს, ნამდვილად არ ვიცი. საქართველოში გადაადგილება უნდა აუკრძალონ, თუ ჭორვილას სახლს უნდა დაადონ ყადაღა? ტექნიკური მხარე მაინტერესებს, კიდევ რა უნდა გაუკეთონ ადამიანს, რომელიც არასანქცირებული აქციების ფორმატში უკანონოდ ჰყავთ. ამიტომ დაველოდოთ, საინტერესო იქნება, თუკი მის დასანქცირებას დააპირებენ, რას აუკრძალავენ - ქართველობას? სუნთქვას?“, - ამბობს ქართველიშვილი.

რაც შეეხება მისი ვიზიტის პოლიტკურ ნაწილს, ქართველიშვილი ამბობს, რომ არ არის გამორიცხული, ამერიკის შეერთებული შტატები სრულიად სხვა, კერძოდ, გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე ჩამოდიოდეს.

„ამერიკელები საქართველოს ახლა, როგორც ვასალის ჯანყს ისე უყურებენ. მე დავიჯერებდი მათ პარტნიორულ დამოკიდებულებას იმ შემთხვევაში, რაც არაერთხელ გააჟღერა ჩვენმა ხელისუფლებამ - საქართველოსთან პარტნიორულ თანამშრომლობას დააწესებენ. იგივე ვიზალიბერალიზაციაზე, იგივე თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებაზე. თუნდაც პირდაპირი ფრენების დაწესებას. აი, ამ სამ კომპონენტში კი, 3 მილიონიან პატარა საქართველოსთან ისინი განა ვერ რისკავენ, არამედ უბრალოდ, თანაბარ პარტნიორად არ გვთვლიან, სწორუფლებიან მეგობრად არ მიგვიჩნევენ, ამიტომ ჩვენს ურთიერთობაში ეს ყველაზე რთული ფაქტია. ამიტომ საქართველო ჩვენს გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვან ადგილს იკავებს და მომავალშიც დაიკავებს.

საქართვეელოს ძალიან მნიშვნელოვანი მაგისტრალის და დერეფნის ფუნქცია აქვს. აქ უკვე მთავარ თამაშს ჩინეთი ითამაშებს, რომელიც ამერიკის ნომერ პირველი კონკურენტია. ალბათ, იქნება მცდელობა, რომ საქართველოსთან რაიმე სახის დივიდენდების მოხვეჭით ჩვენს ხელისუფლებასთან, რომ მთლიანად არ ჰქონდეს ამერიკის შეერთებულ შტატებს იმის რისკი, საქართველო ამ აღმოსავლურ ეკონომიკური ურთიერთობების ორბიტაზე მოხვდეს და იმ პოლიტიკურ ინტერესის დეფიციტს ჩაანაცვლებს, რომელიც ამერიკის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში იგრძნობა. ჩვენ ვხედავთ მხოლოდ ერთადერთ ინტერესს, იმ ორგანიზაციების დაფინანსება და წახალსიებაზე, რომლებმაც საქრათველოში ხელისუფლება ამერიკის ვასალებით და ლაქიებით უნდა ჩაანაცვლონ“, - ამბობს ქართველიშვილი.

ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე მიიჩნევს, რომ ნაკლებად მოსალოდნელია ამხელა თანამდებობის პირი საქართველოში ივანიშვილთან შესახვედრად იმიტომ ჩამოვიდეს, რომ უთხრას მის დასანქცირებას აპირებს. ქადაგიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ შესაძლოა ობრაიენის ჩამოსვლა უფრო გლობალურ პოლიტიკურ საკითხებს ეხება, ვიდრე კანონპროექტს და სანქციებს.

„კანონპროექტის შერბილებაზე და უკან გაწვევაზე რომ იყოს საუბარი, ნაკლებად მოველი. თუ ამერიკდან სანქციების დაწესება იქნებოდა, მაშინ აქამდე უნდა მომხდარიყო. სახელმწიფომ მდგრადობა გამოავლინა და ინსტიტუტები მუშაობენ. ყველანაირი პროვოკაცია აღკვეთილია და ხალხმა დაინახა ეს რამდენად ინსინუაციური კამპანია იყოს. ამიტომ შედეგი ვერ მიიღეს რადიკალებმა. სავარაუდოდ, ეს იქნება გეოპოლიტიკურ პროცესებზე საუბარი. ბატონ ობრაიენს, როგორც ჩანს, კონკრეტული მესიჯები აქვს.

ასეა თუ ისე, ამ რადიკალიზაციის ფონზე გვრჩება შთაბეჭდილება რა ხდება. უკრაინა ისეთ კატასტროფულ მდგომარეობაშია, კაცმა არ იცის რა მოხდება. ასევე ჩინეთის ვიზიტები ევროპაში. რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, მშვიდობიანი და სტაბილური გზა საქართველოზე რჩება. ჩინეთის ინტერესშიც არის საქართველოში სიმშვიდე იყოს.

ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ამერიკის წარმომადგენელი აქ გეოპოლიტიკურ თემაზე სამსჯელოდ მოდის. მაინტერესებს საქართველოს საბოლოო პოზიციები ამა თუ იმ თემებთან დაკავშირებით. ინსინუაციები იმაზე, რომ ახლა უნდა დაგასანქციროთ და მაგიტომ ჩამოვედით, ძალიან სასაცილო ამბავია. მთავარი რაც არის, ივანიშვილის დამოკიდებულება ნათელია, რომ ის თავის პირად საკითხებს თავად მიხედავს და ამაში, არც საქართველოს და არც მოსახლეობის გარევა არ უნდა“,-ამბობს ქადაგიძე.

ლაზი ბავშვობიდან მახსოვს, ბობოლა გლეხებს თავიანთი ნაკვეთები საგულდაგულოდ ჰქონდათ შეღობილი, მათი პირუტყვი სხვების შეუღობავ მიწებზე ბალახობდა. თუ ვინმე ამ თავისუფლად მობალახე საქონელს, თავისი მიწიდან გამოდევნიდა, პასუხად იღებდა "უწყინარ" მუქარას - "მოხვალ შენ ჩაემთან რამეზე"-ო, ან - "შენი ფეხი არ ვნახო ჩემს ეზოში".
6 თვის უკან
trampi მანამ ესენი მოდელირებული ქრონიკის სახით 26 მაისის, 15 ივნისის(მილიციის სამმართველოსთან) ან 6 აპრილის(სამმართველოდან ტყვიებით რო ხალხს თვალები დათხარეს) კადრებს არ გაუშვებთ მანამდე ესენი პატრონებიანად არ გაჩერდებიან
გაუშვით რას უყურებთ??
გაახსენეთ, გაახსენეთ ამ ჩათლახ ამერიკელებს, როგორი დემოკრატიის ჩუხჩუხი იყო მიშას დროს საქართველოში ...გაახსენეთ



იაკობაშვილს მივმართავ ...
ვიცი რო გეთქმის ხალხის ძალასთან სიტყვა...(კიდე იქითაც)
ჰოოდა ..... იმათ მაინც უთხარი რო გაუშვან ამ ე.წ. მოდელირებული ქრონიკის სტილში, მიშასეული დემოკრატიის ჩუხჩუხუის კადრები.....
ამ ახალგაზრდებმა კიდე იქნებ გაიგონ მიტინგის დარბევა რაც არი.....(მაშინ რო 7--8 წლისები იყვნენ) .....
6 თვის უკან