რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მოძრაობა „დაფიონის“ ორგანიზებით აქციის მონაწილეები იკრიბებიან.
ორგანიზატორთა განცხადებით, მათ შეუერთდებათ სასტუმრო „პარაგრაფთან“ ამჟამად მიმდინარე აქციის მონაწილეებიც, რის შემდეგაც მათ რამდენიმე მიმართულებით მსვლელობა ექნებათ. ერთ-ერთი მიმართულება იქნება მსვლელობა პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან. ამის შემდეგ ისინი მსვლელობით გაემართებიან „დედა ენის“ ბაღისკენ. დასასრულს მივლენ ქაშვეთის“ ეკლესიასთან, სადაც სანთლებს დაანთებენ.
აქციის მონაწილეთა მოთხოვნა უცვლელია - ისინი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ.