თბილისში, სასტუმრო „პარაგრაფთან“ მოძრაობა „სირცხვილიას“ და „ჯიუტის“ ორგანიზებით „გამჭვირვალობის კანონის“ საწინააღმდეგო აქცია იმართება.
სასტუმროში ღონისძიება მიმდინარეობს, რომელიც აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში ტარდება.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, სასტუმროსთან შეკრების მთავარი მიზანია, რომ ფორუმის მონაწილეებს, აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს, „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით საკუთარი პოზიცია გააგონონ.
აქციაზე უსაფრთხოების ზომებს საპატრულო პოლიცია იცავს, თუმცა, რამდენჯერმე აქციის ორგანიზატორებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.