ვლადიმერ ბოჟაძე NED-ის დირექტორის განცხადებაზე: ეს ,,ვაჟკაცი“ აფინანსებს რადიკალურ ჯგუფებს საქართველოში, რომლებიც ებრძვიან ქართულ სახელმწიფოს, დედა ეკლესიას, ჩვენს ტრადიციებს და ღირებულებებს, ქართულ იდენტობას

თბილისის საკრებულოს წევრი უმრავლესობიდან, ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში აზიარებს NED-ის დირექტორის, დეიმონ უილსონის და მისი პარტნიორი მამაკაცის ფოტოს და აქვე მის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა: “დადგება კონკრეტული შედეგები ბიძინასთვის და მათთვის, ვინც მხარს დაუჭერს რუსული სტილის კანონმდებლობას”.

„ეს ,,ვაჟკაცი" აფინანსებს რადიკალურ ჯგუფებს საქართველოში, რომლებიც ებრძვიან ქართულ სახელმწიფოს, დედა ეკლესიას, ჩვენს ტრადიციებს და ღირებულებებს, ქართულ იდენტობას. მრავალჯერ დავიცავით ქართველებმა ჩვენი მამული, ენა, სარწმუნოება, დავიცავთ ახლაც, დავიცავთ მომავალშიც, დავიცავთ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე!“, - წერს ვლადიმერ ბოჟაძე.