დავით ქართველიშვილი: ჩვენი პროტესტანტების დამოკიდებულება ქართველი სამართალდამცველების მიმართ - გაუგებარია, ხოლო ამერიკელი თუ ევროპელი

დავით ქართველიშვილი: ჩვენი პროტესტანტების დამოკიდებულება ქართველი სამართალდამცველების მიმართ - გაუგებარია, ხოლო ამერიკელი თუ ევროპელი "უფლებადამცველი" ჩინოვნიკების მხრიდან ჩვენი კრიტიკა - ცინიკური

“ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში აზიარებს ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალგაზრდების დარბევის ამსახველ ვიდეოს.

მისი თქმით, ამ კადრების შემდეგ ჩვენი პროტესტანტების დამოკიდებულება ქართველი სამართალდამცველების მიმართ - გაუგებარია, ხოლო ამერიკელი თუ ევროპელი "უფლებადამცველი" ჩინოვნიკების მხრიდან ჩვენი კრიტიკა - ცინიკური.

"გუშინ დავდე ავთენტური კადრები, როგორ უსწორდება ხელკეტებით ოთხი ფრანგი პოლიციელი ერთ მჯდომარე სათვალებიან გოგონას პარიზში - მომენტალურად დამიბლოკეს ის ვიდეო. დღეს გამოვაქვეყნებ, რას ნიშნავს დარბევა და როგორ არბევენ ახალგაზრდებს ამერიკაში. ამ კადრების შემდეგ ჩვენი პროტესტანტების დამოკიდებულება ქართველი სამართალდამცველების მიმართ - გაუგებარია, ხოლო ამერიკელი თუ ევროპელი "უფლებადამცველი" ჩინოვნიკების მხრიდან ჩვენი კრიტიკა - ცინიკური.”- წერს დავით ქართველიშვილი.