ლაშა ფარულავა: ჩვენ ვაპირებთ, რომ ეს პროტესტი შენარჩუნდეს იქამდე, სანამ „ქართული ოცნება“ არ დაიწყებს მოლაპარაკებას ხელისუფლების გადმობარებაზე

ლაშა ფარულავა: ჩვენ ვაპირებთ, რომ ეს პროტესტი შენარჩუნდეს იქამდე, სანამ „ქართული ოცნება“ არ დაიწყებს მოლაპარაკებას ხელისუფლების გადმობარებაზე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლაშა ფარულავა აცხადებს, რომ ეცდებიან გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების პროტესტის შენარჩუნებას მანამ, სანამ მმართველი გუნდი ხელისუფლების გადაბარებაზე არ დაიწყებს მოლაპარაკებებს. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა.

„ჩვენ ვაპირებთ, რომ ეს პროტესტი შენარჩუნდეს იქამდე, სანამ ხელისუფლება არ წაიღებს რუსულ კანონს, არ დაჯდება ჩვენთან და არ დაიწყებს მოლაპარაკებას ხელისუფლების გადმობარებაზე“, - აცხადებს ფარულავა.

გუშინდელი აქციის ოფიციალური ორგანიზატორები ამჯერად პოლიტიკური პარტიები, „ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო“, პარტია „ახალი“, „დროა“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“ იყვნენ. სწორედ მათ დააანონსეს რუსთაველზე შეკრება გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგოდ.