ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე კვლავ დაძაბული ვითარებაა - პოლიციამ პალესტინელთა მხარდამჭერ დემონსტრაციაზე შეკრებილ აქტივისტებს დაუყოვნებლივ დაშლისკენ მოუწოდებს

ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე კვლავ დაძაბული ვითარებაა - პოლიციამ პალესტინელთა მხარდამჭერ დემონსტრაციაზე შეკრებილ აქტივისტებს დაუყოვნებლივ დაშლისკენ მოუწოდებს

ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე კვლავ დაძაბული ვითარებაა. პალესტინელთა მხარდამჭერ დემონსტრაციაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები, ისინი აქტივისტებს დაუყოვნებლივ დაშლისკენ მოუწოდებენ და აფრთხილებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დაკავება ემუქრებათ.

გუშინ ამავე უნივერსიტეტში საპროტესტო აქცია არეულობასა და ძალადობრივ დაპირისპირებაში გადაიზარდა. კალიფორნიის გუბერნატორმა პალესტინის მხარდამჭერ დემონსტრაციაზე სამართალდამცველების დაგვიანებული ჩართვა გააკრიტიკა. გუბერნატორის, გევინ ნიუსომის პრესსპიკერის განმარტებით, მანიფესტაციაზე მომხდარი არეულობის დროს პოლიციის ოფიცრებმა საკმარისად ოპერატიულად არ იმოქმედეს და სასწავლებლის ტერიტორიაზე არეულობა დროულად ვერ აღკვეთეს.

ამერიკის ათობით უნივერსიტეტში პალესტინელთა მხარდამჭერი აქციები უკვე რამდენიმე კვირაა არეულობაში გადაიზარდა. ჯამში 1000-ზე მეტი აქტივისტია დაკავებული.