ახალგაზრდა მეფისწული ირაკლი ბაგრატიონი საქართველოში იცხოვრებს?

ახალგაზრდა მეფისწული ირაკლი ბაგრატიონი საქართველოში იცხოვრებს?

გუშინ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მიიღო ბაგრატიონთა სამეფო გვარის წარმომადგენლები.

ლეონიდა ბაგრატიონ-რომანოვასთან საუბრისას ილია მეორემ აღნიშნა, რომ რუსეთის და საქართველოს ეკლესიებმა ერთობლივი ძალისხმევით საკუთარი ხალხი ამ ღრმა კრიზისიდან უნდა გამოიყვანონ.

გიორგი ბაგრატიონმა კათალიკოსს მიმართა თხოვნით, მიიღოს მისი ვაჟი ირაკლი საქართველოში, სამშობლოში ცხოვრებასთან შეგუებისა და ტრადიციებზე აღზრდის მიზნით, ყოველგვარი სამხედრო შეღავათების გარეშე.

შეხვედრის შემდეგ დელეგაცია კახეთს გაემგზავრა.