პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ ესპანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომას არ აპირებს

პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ ესპანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომას არ აპირებს

პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ ესპანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომას არ აპირებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.

25 აპრილს პედრო სანჩესმა საჯარო მოვალეობების შესრულება შეიჩერა, რის მიზეზიც გახდა მისი მეუღლე ბეგონა გომესი, რომელიც კორუფციაშია ეჭვმიტანილი.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მისი მეუღლე დაიცავს საკუთარ უფლებებს და ითანამშრომლებს სასამართლო სისტემასთან.

ბეგონა გომესის წინააღმდეგ საჩივარი ანტიკორუფციულმა მოძრაობამ შეიტანა.

„მე გადავწყვიტე გავაგრძელო [მუშაობა] მთავრობის მეთაურად მეტი ენერგიით. მე ვიღებ ჩემს ვალდებულებას, ვიმუშაო დაუღალავად, მტკიცედ და მშვიდად ჩვენი დემოკრატიის აუცილებელი აღორძინებისთვის“, - აღნიშნა პედრო სანჩესმა.