მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ პუტინს ქუჩის ავტორიტეტის მენტალიტეტი აქვს.
ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ქსენია სობჩაკსა და ქსენია სოკოლოვასთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომელიც ცნობილ ჟურნალ GQ-ის სექტემბრის ნომერში გამოქვეყნდება.
„პუტინს, რაღაც გაგებით, ქუჩის ავტორიტეტის მენტალიტეტი აქვს, მე კი ყოველთვის წარჩინებული ვიყავი, საუკეთესო მოსწავლე სკოლაში", - აცხადებს პრეზიდენტი.
საქართველოს პრეზიდენტთან ინტერვიუ ზაფხულშია ჩაწერილი, როდესაც სობჩაკი და სოკოლოვა საქართველოში სამი დღით იმყოფებოდნენ.
საქართველოს პრეზიდენტთან ინტერვიუს სათაურია "ბომბი - საქართველოს პრეზიდენტმა სობჩაკსა და სოკოლოვას მისცა (მგონი, მხოლოდ ინტერვიუ)". ინტერვიუს ანონსი უკვე განთავსდა ჟურნალის ვებგვერდზე.
ანონსიდან ცნობილია, რომ ინტერვიუს ახლავს ფოტოები, სადაც აღბეჭდილია საქართველოს პრეზიდენტის სასახლე, ღამის თბილისი, გაფრენა ბათუმში, მიხეილ სააკაშვილთან ერთად დისკოთეკა ბათუმის ერთ-ერთ ღამის კლუბში.