CNN: უკრაინისათვის აშშ-ის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი ATACMS-ის ტიპის რაკეტებს შეიძლება მოიცავდეს

CNN: უკრაინისათვის აშშ-ის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი ATACMS-ის ტიპის რაკეტებს შეიძლება მოიცავდეს

უკრაინისათვის აშშ-ის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი, რომელიც სავარაუდოდ მილიარდ დოლარს შეადგენს, შორ მანძილზე მოქმედ ATACMS-ის ტიპის რაკეტებს შეიძლება მოიცავდეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, აშშ უკრაინისთვის დამატებით მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს.

დახმარების პაკეტი მოიცავს Stinger-ის სარაკეტო სისტემებს, დამატებით საბრძოლო მასალას მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის, 155 მმ საარტილერიო საბრძოლო მასალას, Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო საბრძოლო მასალასა და სხვა იარაღს, რომელიც დაუყოვნებლივ შეიძლება გამოყენებული იყოს ბრძოლის ველზე.

20 აპრილს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაუჭირა მხარი მოკავშირეებისთვის სამხედრო დახმარების გაწევას.