მას შემდეგ, რაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირება „ქართულმა ოცნებამ“ ხელახლა წამოიწყო, საპროტესტო აქციების ახალი ტალღა არ ცხრება. ამის ფონზე, ანალიტიკური და პოლიტიკურ წრეებში ისმის მოსაზრება, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციები, კონკრეტული ჯგუფების მიერ არის დაფინანსებული - ის შეიძლება მართული იყოს, როგორც ადგილობრივი ძალების, ისე უცხოური წყაროების მიერ.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ იმ მოწყობილობებს და ინვენტარს, რაც საპროტესტო აქციების გამართვისთვის აუცილებელია, ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება. როგორც ანჯაფარიძემ აღნიშნა, რთულია იმის ზუსტად თქმა, თუ ვინ აფინანსებს მათ, თუმცა ეს შეიძლება იყოს, როგორც შიდა, ისე გარე წყაროები.
„ტრადიციულად, იმისათვის, რომ აქციების პერმანენტულობა შეინარჩუნო, საჭიროა ფინანსური მხარდაჭერა და სხვა რესურსები. რადგანაც აქციები უწყევეტად მიმდინარეობს და შესაბამისად, მუდმივად ხდება გარკვეული ადამიანების, ერთი და იგივე ჯგუფების მობილიზება, არის საფუძველი დავუშვათ, რომ ესაა დაფინანსებული აქციები. შეიძლება ყველას არ უხდიან, მაგრამ უხდიან მათ, ვინც ამის ორგანიზებას აკეთებს.
გარდა ამისა, ის მოწყობილობა, რაც მიტანილია მიტინგზე - სცენა და ასე სახელდახელოდ გამზადებული მაისურები, შესაბამისი წარწერებით და სხვა სამიტინგო აქსესუარები - ეს ყველაფერი ფული ღირს. გვახსოვს, როგორ ფინანსდებოდა „ვარდების რევოლუციის“ წინარე აქციები, სანამ ის რევოლუციით არ დასრულდა, როგორ ფინანსდებოდა აქციები უკრაინაში - ეს ყველაფერი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ისინი რევოლუციით, ხელისუფლების შეცვლით დამთავრდა.
ვინ შეიძლება აფინანსებდეს მათ? - ეს შეიძლება იყოს როგორც ადგილობრივი, ისე გარე წყაროები. შეიძლება ამაზე იხარჯებოდეს გარკვეული გრანტით მიღებული თანხა, რომელსაც აქვს ჩვეულებრივი, უწყინარი საქმიანობის სახე. მაგალითად, გრანტის დანიშნულება შეიძლება იყოს საპროტესტო აქციების ორგანიზება, მეორე - „მე ვისროლო კოქტეილი“ - ესენი კი სხვადასხვაა“, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ For.ge-სთან.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე არ გამორიცხავს, რომ მიმდინარე საპროტესტო აქციები კონკრეტული არასამთავრობოების მიერ იყოს დაფინანსებული, რადგან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის არმიღება, სწორედ მათ ინტერესშია. მისი თქმით, თუ არასამთავრობო ორგანიზაციები ახალგაზრდებს მოუწოდებენ, რომ დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობა შეაჩერონ, ეს იქნება იმის დასტური, რომ ისინი „ენჯეოებისგან“ არ ფინანსდებიან.
„შეიძლება ეს აქციები იყოს დაფინანსებული, რადგან კანონი ვიღაცების ინტერესებს ეხება და ვის ინტერესებსაც ეხება, ალბათ, სურთ, რომ კანონი არ იყოს მიღებული. ამ შემთხვევაში, კანონი ეხება არასამთავრობოებს, გარკვეულ მედიასაშუალებებს, ვინც გრანტებით ფინანსდებიან და იმ უცხოელებს, ვინც დონორების როლს ასრულებენ - ამ სუბიექტების ინტერესებში შეიძლება იყოს, რომ ასეთი კანონი არ მუშაობდეს საქართველოში.
თუ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ახალგაზრდებს მოუწოდებენ, რომ მათ ამ ეტაპზე, დესტაბილიზაციის ტალღა შეაჩერონ, მაშინ ეს იქნება იმის არგუმენტი, რომ ისინი არ არიან ამ დესტაბილიზაციის ავტორები“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ For.ge-სთან საუბარში.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რამდენიმე დღის წინ, აქციის მონაწილეთა მხრიდან პარლამენტისთვის ულტიმატუმიწ წაყენების შესახებ საუბარისას აღნიშნა, რომ ამ პროცესში ერთ-ერთი „ენჯეოს“ ხელმძღვანელიც მონაწილეობდა, რომელიც დანიისა და ნიდერლანდების საელჩოებიდან ფინანსდება. პაპუაშვილის შეფასებით, აღნიშნულმა საელჩოებმა უნდა დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია.
„მგონი, ამ საელჩოებმაც უნდა დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია – ეს არის მიზანი ამ „ენჯეოს“ დაფინანსებისა, რომ ულტიმატუმები წამოუყენონ ქართველი ხალხის წარმომადგენლობით ორგანოს, რა კანონი მიიღოს, რა კანონი არ მიიღოს? არა მხოლოდ ეს თქვას, არამედ ერთსაათიანი ვადა მისცეს, მაშინ, როდესაც ხალხი არის შეკრებილი და ამით მოახდინოს რაღაც ქმედებების ინსპირირება. ეს ვადა რომ გავიდა, იმავე „ენჯეოს“ ხელმძღვანელმა, რომელიც დანიის და ნიდერლანდების საელჩოებიდან ფინანსდება, აქციის მონაწილეებს მოუწოდა კანცელარიისკენ გადაადგილებისკენ და ამით, ფაქტობრივად, წაიყვანა აქციის ნაწილი შესაძლო ძალადობრივ ქმედებაზე.
მათი ფულით დაფინანსებული ორგანიზაციები გუშინ ულტიმატუმს უყენებდნენ საქართველოს პარლამენტს, ქართველი ხალხის წარმომადგენლობით ორგანოს; მეორე – მცდელობა ჰქონდათ, მშვიდობიანი აქცია გადაეზარდათ ისეთ აქციად, რომელიც გაცდენილი იქნებოდა მშვიდობიან ფარგლებს. წარმოიდგინეთ, საქართველოს სახელმწიფო აფინანსებდეს ნიდერლანდებში ან დანიაში, ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ორგანიზაციას, რომელიც დადგება ნიდერლანდების ან დანიის პარლამენტის წინ და ულტიმატუმებს წაუყენებს პარლამენტს, ამ ულტიმატუმების არშესრულების შემდეგ, ფაქტობრივად, წავა განზრახ შესაძლო ძალადობაზე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
(ნაწყვეტი)
* * *
"დავთესავთ ქაოსს და შეუმჩნევლად გავუყალბებთ მათ ფასეულობებს და იძულებულს ვყოფთ, ირწმუნონ ისინი. ამისათვის მოვძებნით თანამოაზრეებს, მოკავშირეებსა და დამხმარეთ. ერთმანეთის მიყოლებით გათამაშდება უდიდესი უბედურება დედამიწის ყველაზე დაუმორჩილებელი ხალხის თვითშეგნების საბოლოო და შეუქცევადი გაქრობისა.
"ლიტერატურიდან", ხელოვნებიდან ჩვენ ამოვშანთავთ მათ ყოფით რაობას, განვაცალკევებთ მხატვრებს, გავუქრობთ სახვითი ხელოვნებით დაკავების სურვილს და იმ არსის ძიებისასაც, რასაც ხალხთა მასების სულის სიღ/რმეში აქვს ადგილი. მწერლობა, თეატ/რი, კინო, გამოცემები - ყველაფერი უნდა გამოსახავდეს და ქებას შეასხამდეს ადამიანის ყველაზე დაცემულ გრძნობებს. ჩვენ ყველანაირად დავუჭერთ მხარს და წინ წამოვწევთ ისეთ ხელოვანთ, რომელნიც ადამიანთა ცნობიერებაში დაამკვიდრებენ და დღენიადაგ ჩასჩიჩინებენ სექსის, ძალადობის, ღალატის კულტს - ერთი სიტყვით, ყველანაირ უზნეობას.
სახელმწიფოს მმართველობაში შევქმნით ქაოსსა და გაუგებრობას; შეუმჩნევლად, მაგრამ გამძაფრებულად და მუდმივად შევუწ/ყობთ ხელს მოხელეთა და მექრთამეთა თვითნებობას, უზნეობას. თავხედობა და საქმეთა გაჭიანურება აყვანილი იქნება სათნოების სიმაღ/ლეზე.
პატიოსნება და წესიერება წარსულის გადმონაშთად გადაიქცევა, გამასხარავდება და აღარავის დასჭირდება. უზრდელობა და თავხედობა, ცილისწამება და ტყუილი, ლოთობა და ნარკომანია, ერთიმეორის ცხოველური შიში და ურცხვობა, გამცემლობა და გაუტანლობა და ერთა შორის, აღმსარებლობათა შორის და თაობათა შორის მტ/რობა - ყოველივე ამას ოსტატურად და შეუმჩნევლად დავნერგავთ, ეს ყველაფერი აყვავდება.
მხოლოდ ცოტანი, ძლიერ მცირენი თუ მიხვდებიან და გაიგებენ იმას, რაც ხდება, მაგრამ მათ უმწეო მდგომარეობაში ჩავაგდებთ, ხალხის სამასხარაოდ გავხდით, გამოვძებნით ხერხს, რათა მათ ცილი დასწამონ და გამოაცხადონ საზოგადოების ნაძირლებად.... ჩვენ ვიბრძოლებთ ადამიანთა გარყვნისათვის ბავშვობისა და ჭაბუკობის ასაკიდან, ყოველთვის გავაკეთებთ არჩევანს ახალგაზრდებზე, რომ მოვთაფლოთ და გავხრწნათ ისინი. ახალგაზრდებისაგან შევქმნით ზნედაცემულ, სულიერებისაგან დაცლილ ჯაშუშებსა და მოღალატეებს".