„გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ პლებისციტზე გატანის იდეა მხოლოდ „ქურქუმალ ვაითს“ შეიძლება მოსვლოდა თავში“

„გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ პლებისციტზე გატანის იდეა მხოლოდ „ქურქუმალ ვაითს“ შეიძლება მოსვლოდა თავში“

„გამჭვირვალობის კანონის“ მიღება ისეთ ფაზაში შედის, რომ ხელისუფლებამ შეიძლება სხვადასხვა ბერკეტი აამოქმედოს მის დასაცავად, რათა უცხოეთი დაარწმუნოს, რომ აღნიშნული კანონის მიღება მხოლოდ საკუთარი კი არა, არამედ ქართველი ხალხის ინტერესშიცაა.

„ნაცმოძრაობის“ ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ხელისუფლებას ურჩევს, კანონპროექტი პლებისციტზე გაიტანოს. თუ ხალხი გადაწყვეტს მის მიღებას, ხაბეიშვილი პირობას დებს, ოპოზიციიდან ხმის ამომღები არავინ იქნება.

აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე აცხადებს, რომ ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა ხელმოწერების შეგროვება, საიდანაც გამოჩნდება, საზოგადოების რა ნაწილი უჭერს მხარს აღნიშნულ კანონს და დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს საჯარო დებატები ოპონენტებთან.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებამ აღნიშნული კანონპროექტი პლებისციტზე გაიტანა?!

ანალიტიკოს გია აბაშიძის აზრით, ხვალვე რომ გამართულიყო პლებისციტი, ოპოზიცია ამითაც არ დაკმაყოფილდებოდა და გაყალბებაზე ალაპარაკდებოდა.

„მერწმუნეთ, რადიკალური ოპოზიციისგან იქნებოდა ასეთი მავნებლური გზავნილი, რომ შედეგები გაყალბდა. მათგან ყველაფერი მოსალოდნელია. ჰიპოთეტურადაც რომ იყოს ასეთი პლებისციტი, ამას გამოაცხადებდნენ, როგორც მიტაცებას და გაყალბებას. არ მინდა, პირადად ხაბეიშვილს შევეხო, მას დაავალეს ამის თქმა, თავად ეს აზრად არ მოუვიდოდა, რადგან ის პოლიტიკაში საკმაოდ გამოუცდელია, ისევე, როგორც სხვადასხვა საკითხებში. უფრო მეტიც, ისიც მოსალოდნელია, რომ ე.წ. ოპოზიცია სულ რამდენიმე თვეში უკვე დაგეგმილად, ასევე, გაყალბებულად გამოაცხადებს ელექტრონულად ჩატარებულ არჩევნებს. შესაბამისად , რა დაუშლით ხელს, რომ პლებისციტის შედეგები გაყალბებულად გამოაცხადონ?!“ - აცხადებს გია აბაშიძე for.ge-სთან საუბრისას.

მისივე განმარტებით, ამიტომაც აწყობდა ოპოზიციას პლებისციტის ჩატარება, რომ გაყალბებულად გამოეცხადებინათ ნებისმიერი პოლიტიკა, ან ნებისმიერი განცხადება, რომელიც არ ჯდება რევანშისტების დღის წესრიგში, არის ვითომც რუსული, ვითომც მოღალატეობრივი. სინამდვილეში, თავად სხვადასხვა გამოკითხვით ძალიან დაბალი რეიტინგი აქვთ. ზუსტად ამიტომ გამოხატავენ პრეტენზიებს და მომძლავრებულ აგრესიას, ეს მეტყველებს იმაზე, რომ მომდევნო არჩევნებში, რომელიც 26 ოქტომბერს გაიმართება, ისინი პირწმინდად წააგებენ ქართული საზოგადოების წინაშე.

„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პლებისციტზე გატანა არ ღირდა იმის გამო, რომ ხალხი არ კითხულობს კანონებს. პეტრე მამრაძის აზრით, კანონის მომზადებას, წაკითხვას და განხილვას სულ სხვა მომზადება სჭირდება. ამდენად, ვინ წაიკითხავს „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, როცა ამ პოლიტიკანებსაც კი არ წაუკითხავთ ქართული კანონი და არ შეუდარებიათ სხვა კანონებთან.

„მე, პირადად პარლამენტში ორჯერ ნამყოფი ადამიანი არასდროს ჩემს თავს არ ვენდობოდი და ახალი კანონის შემოტანისას ყოველთვის ჩემთვის სანდო იურისტებს დავეკითხებოდი, რას ფიქრობდნენ კონკრეტულ მუხლთან დაკავშირებით. ყველა ადამიანს აქვს თავისი პროფესია, ამიტომ მსგავსი საკითხები პლებისციტზე არ უნდა გავიდეს და ამ საკითხში არაკომპეტენტური პირების განსახილველი არ უნდა გახდეს. პლებისციტზე გამოაქვთ ხოლმე სულ სხვაგვარი შეკითხვები, მაგალითად, „გინდათ თუ არა მიღებულ იქნას კონსტიტუცია სრულიად ევროგაერთიანების შესახებ?!“ ანდა შეკითხვა - „გინდათ თუ არა, ქვეყანა შევიდეს ნატოში?!“ - ასეთი პლებისციტები ტარდება ევროპაშიც. თუმცა კანონის გატანა პლებისციტზე ყოვლად ზედმეტია და ასეთი რამ მხოლოდ „ქურქუმალ ვაითს“, იმავე ხაბეს შეიძლება ეთქვა“, - აღნიშნა პეტრე მამრაძემ.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე მიიჩნევს, რომ „გამჭვირვალობის კანონის“ მიზანშეწონილობის შესახებ პლებისციტის გამართვა არ ივარგებდა, ვინაიდან პარლამენტს უკვე მიღებული აქვს ეს კანონპროექტი, პირველი მოსმენით გასულია და კეთილი უნდა ვინებოთ, უნდა დავემორჩილოთ ჩვენს მიერ არჩეულ პარლამენტს.

„თუკი ეს პარლამენტი ჩვენს მიერ არჩეული არ არის, მაშინ რატომ სხედან დეპუტატები იმ პარლამენტში? აგერ, ოქტომბერში არჩევნებია და, თუ აირჩევენ ხაბეიშვილებს, გიგაურებს, ბუღაძეებს, მერე შეცვალონ კანონმდებლობა და როგორც უნდათ, ისეთი კანონი მიიღონ. კანონი და პარლამენტის რეგლამენტი ითვალისწინებს იმ საკითხსაც, თუ რა უნდა მოიმოქმედონ სამართალდამცავებმა სიტუაციის დაძაბვისას. რა კატეგორიის ხალხი გამოდის მიტინგებზე?! არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ, ძირითადად, ეს არის აგრესიული ძალა, დატრენინგებული ხალხი. იგივე „კანვასი“ და ათასი ორგანიზაცია, რომლებშიც სწორედ ის შემოსული ფული იხარჯება, რომ საქართველოში ვითარების დესტაბილიზაცია მოხდეს. ამას ემატება კიდევ მეორე უბედურება, როგორც ამბობენ, საქართველოდან ეს „შავი ფული“ გადის აზერბაიჯანში. იქაც უნდათ სიტუაციის არევა, მაგრამ აზერბაიჯანმა ჩაკეტა წითელი ხიდი. ასევე, საქართველოდან ეს ფული გადის სომხეთში. ამის გამო აქვთ ლომჯარიებს, გიგაურებს მუცლის გვრემა ატეხილი“, - აღნიშნა ედიშერ გვენეტაძემ for.ge-სთან საუბრისას.

 

trampi II მსოფლიო ომის შემდგომი სამოქმედო გეგმა, შემუშავებული ამერიკის მთავარი სადაზვერვო სამსახურის მეთაურის, ალენ დალ/ეს/ის მიერ.

(ნაწყვეტი)

* * *
"დავთესავთ ქაოსს და შეუმჩნევლად გავუყალბებთ მათ ფასეულობებს და იძულებულს ვყოფთ, ირწმუნონ ისინი. ამისათვის მოვძებნით თანამოაზრეებს, მოკავშირეებსა და დამხმარეთ. ერთმანეთის მიყოლებით გათამაშდება უდიდესი უბედურება დედამიწის ყველაზე დაუმორჩილებელი ხალხის თვითშეგნების საბოლოო და შეუქცევადი გაქრობისა.
"ლიტერატურიდან", ხელოვნებიდან ჩვენ ამოვშანთავთ მათ ყოფით რაობას, განვაცალკევებთ მხატვრებს, გავუქრობთ სახვითი ხელოვნებით დაკავების სურვილს და იმ არსის ძიებისასაც, რასაც ხალხთა მასების სულის სიღ/რმეში აქვს ადგილი. მწერლობა, თეატ/რი, კინო, გამოცემები - ყველაფერი უნდა გამოსახავდეს და ქებას შეასხამდეს ადამიანის ყველაზე დაცემულ გრძნობებს. ჩვენ ყველანაირად დავუჭერთ მხარს და წინ წამოვწევთ ისეთ ხელოვანთ, რომელნიც ადამიანთა ცნობიერებაში დაამკვიდრებენ და დღენიადაგ ჩასჩიჩინებენ სექსის, ძალადობის, ღალატის კულტს - ერთი სიტყვით, ყველანაირ უზნეობას.
სახელმწიფოს მმართველობაში შევქმნით ქაოსსა და გაუგებრობას; შეუმჩნევლად, მაგრამ გამძაფრებულად და მუდმივად შევუწ/ყობთ ხელს მოხელეთა და მექრთამეთა თვითნებობას, უზნეობას. თავხედობა და საქმეთა გაჭიანურება აყვანილი იქნება სათნოების სიმაღ/ლეზე.
პატიოსნება და წესიერება წარსულის გადმონაშთად გადაიქცევა, გამასხარავდება და აღარავის დასჭირდება. უზრდელობა და თავხედობა, ცილისწამება და ტყუილი, ლოთობა და ნარკომანია, ერთიმეორის ცხოველური შიში და ურცხვობა, გამცემლობა და გაუტანლობა და ერთა შორის, აღმსარებლობათა შორის და თაობათა შორის მტ/რობა - ყოველივე ამას ოსტატურად და შეუმჩნევლად დავნერგავთ, ეს ყველაფერი აყვავდება.
მხოლოდ ცოტანი, ძლიერ მცირენი თუ მიხვდებიან და გაიგებენ იმას, რაც ხდება, მაგრამ მათ უმწეო მდგომარეობაში ჩავაგდებთ, ხალხის სამასხარაოდ გავხდით, გამოვძებნით ხერხს, რათა მათ ცილი დასწამონ და გამოაცხადონ საზოგადოების ნაძირლებად.... ჩვენ ვიბრძოლებთ ადამიანთა გარყვნისათვის ბავშვობისა და ჭაბუკობის ასაკიდან, ყოველთვის გავაკეთებთ არჩევანს ახალგაზრდებზე, რომ მოვთაფლოთ და გავხრწნათ ისინი. ახალგაზრდებისაგან შევქმნით ზნედაცემულ, სულიერებისაგან დაცლილ ჯაშუშებსა და მოღალატეებს".
7 თვის უკან
ცუგო- ძალიან ბევრჯერ წამიკითხავს ეს გეგმა წინა საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში, დღეს ამბობენ, რომ ალენ დალესის ეს გეგმა ფიქციაა და ტყუილად აბრალებენ, შეიძლება ალენ დალესის მართლა არ უთქვამს ეს ყველაფერი, მაგრამ ამით რა იცვლება? ფაქტებით თუ ვიმსჯელებთ, ყველაფერი ასე მიდის და ვიღაცის დაწერილი ეს გეგმა, სამწუხაროდ სრულდება :(((
7 თვის უკან
Aburjga Tasmanieli ბმული
7 თვის უკან
trampi ცუგო
ეგ უფრო დიდი სტატიააა ............ კვირის პალიტრიდანა მაქვს შენახული...ეგ პატარა ნაწყვეტია
ისე რააა მასე არააა??/ თუ მაქედან რამე არ შეასრულეს?? ან ეგ რაა.... საქართველოზე ჩვენ თვითონ არ გამოვცადეეთ??
იმიტომ იძახიან ფიქციააა რო არ აწყობთ რო თქვან----- დედაჩემი ბოზიაო ...............
კოლუმბი ბოზია ბოზი და მერე როგორი------------- მეჟდუნაროდნი!!!!!
მასე იძახოდა ნათაძეც ,,მართვადი ქაოსიო,, და არ გვეჯერებოდა--- პუპუზას ვეძახოდით..აცხონოს ღმერთმა..ძალღონეს არ იშურებდა რომ ახალგაზრდობამდე მოეტანა ეგ ინფორმაცია
და ზოგადად..... მაშინ დიდებული, განათლებული საზოგადოება იყო საქართველოში..ერთი სიამოვნება იყო ხოლმე ჭკვიანი ხალხის მოსმენა ....
7 თვის უკან