რა შედეგამდე მიიყვანს ულტიმატუმები და პროტესტის არასწორი მართვა მშვიდობიან აქციას - ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ საპროტესტო აქციის ორგანიზატორობა საკუთარ თავზე პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა აიღონ, თუმცა ამაში მათ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არ ეთანხმებიან.
როგორც for.ge-ს სანდო წყარო უყვება, პოლიტიკოსების ურეიტინგობის გამო, ენჯეობის ხელმძრვანელები მათ აქციებზე აქტიურობას და ორგანიზატორობას უკრძალავენ. სწორედ ამიტომ, თავდაპირველად აქციების ავანგარდში საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები იდგნენ. თუმცა რადიკალური ოპოზიციის ლიდერებს ნერვებმა უმტყუნათ და აქციის მართვა საკუთარ თავზე აიღეს. ეს კი ენჯეო სექტორის წარმომადგენლებს და მათ მესვეურებს არ მოეწონათ. ამიტომ პოლიტიკოსებმა გაავრცელეს გაცხადება, სადაც ამბობენ, რომ აქციები 29 აპრილს მეორე მოსმენის დროს გაიმართება. ამაზე გაბრაზებულმა მესამე სექტორის წარმომადგენლებმა, კერძოდ კი „თბილისი პრაიდმა“ დამოუკიდებლად აქციები დაგეგმა. წყარო გვიყვება, რომ პროცესების კონტროლის გამო ერთმანეთის მიმართ ამ ორ მხარეს უნდობლობა და დაპირისპირება აქვთ, რომელიც უფრო ღრმადება.
მმართველი გუნდის განმარტებით ოპონენტებს შორის ბრძოლა პირველობისთვის მიმდინარეობს და მთავარი მიზანი ქვეყნის დესტაბილიზაციაა.
მედია პოლიტიკის ექსპერტი გიორგი ახვლედიანი for.ge-სთან ამბობს, რომ შარშანდელი დღიდან მოყოლებული არასამთავრობო ორგანიზაციასა და ოპოზიციას შორის აქციების მართვაზე დაპირისპირება არსებობს და წელსაც იგივე კონტურები იკვეთება.
„პირველ ეტაპზე, ოპოზიციმ და მისმა პარტიუკეებმა აქციების დაორგანიზება დაიწყეს, სანამ პარლამენტში სესიაზე განხილვა დაიწყებოდა. თუმცა უკვე ყველამ ვიცით, რომ 12 წელია ოპოზიციას რეალური მიტინგის და აქციის ორგანიზება არ შეუძლია. საზოგადოებაში ძალიან მცირეა იმ ადამიანთან რაოდენობა, რომელთაც ნაცების ხელისუფლებაში დაბრუნება ან პროცესების რევოლუციური გზით განვითარება სურს.
ამიტომ, იქ სადაც გამოჩნდება „ნაცმოძრაობის“ კონტიგენტი, ხაბეიშვილიდან დაწყებული, მელია, გვარამია და ვაშაძით დასრულებული, იქ მისვლა მერე არავის უნდა. რა მოტივაციაც არ უნდა ჰქონდეს ხალხს, ამ პოლიტიკოსებს აქციაზე რომ ხედავენ, გარბიან. ბუნებრივია, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ეს პრეტენზია წამოუყენეს. აქ უკვე მეორე პრობლემა შეიქმნა, თავდ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სადაც აღმოჩნდა, რომ ენჯეო აგენტურის სათავეში „თბილისი პრაიდი“ დგას. ორგანიზაციას, რომელიც თავისი არსით საზოგადოებაში ისეთი დისკრედიტირებულია, რომ კიდევ უფრო უარესი შემაფერხებელი ფაქტორია საზოგადოებისთვის, რომ აქციაზე მივიდნენ“, - ამბობს ახვლედიანი.
მისივე თქმით, „თბილისი პრაიდი“ რომ აქციას ჩაატარებს და ის იქნება რაღაცა პოლიტიკური თემების ორგანიზატორი, იქ ხომ დასრულებულია ყველანაირი საზოგადოებრივი ნდობის საკითხი.
„თბილისი პრაიდმა“ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა ვერანაირად ვერ გააკონტროლეს ვითარება იმ თვალსაზრისით, რომ არ იცოდნენ რა უნდა გაეკეთებინათ. სრულიად გამოუცდელები არიან, ხელისუფლებას ულტიმატუმი წამოუყენეს, ერთ საათში თუ არ გააკეთებთ რასაც ჩვენ ვითხოვთ, მერე ნახეთო. ბუნებრივია, გავიდა ერთი საათი და მერე რა გაეკეთებინათ ეს აღარ იცოდნენ. როდესაც აქციის ორგანიზატორები იწყებენ ფიქრს ხალხი სახლში როგორ გაუშვან, საპროტესტო მუხტი იქვე კვდება და ყველაფერს წერტილი ესმება“, - ამბობს ახვლედიანი.
ექსპერტი ამბობს, რომ სწორედ ამ დროს მთვრალმა ნიკა გვარამიამ გადაწყვიტა, აქციის ორგანიზატორობა ხელში ჩაეგდო. მერე ელისაშვილმა იფიქრა, რომ რომელიმე პოლიტიკურმა ლიდერმა არ წამართვას პირველობაო და პოლიციის კორდონში თავით გადაეშვა. ხაბეიშვილი კი საკუთრ თავს თავად ამასხარავებინებდა პოლიციას.
„რაც უფორ დრო გავა, აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს შორის უკმაყოფილება მით უფრო გაიზრდება. ბევრ პლანს მოწევენ შუა რუსთაველზე აქციის მონაწილეები, უაზროდ იბოდიალებენ და რომ მიხვდებიან, ტყუილად დადიან, ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. ბუნებრივია, რაც უფრო დასასრულისკენ წავა პროცესები, აქციის მონაწილეებს შორის იმედგაცრუება გაიზრდება. ამის შემდეგ კი განტევების ვაცის ძიებას დაიწყებენ. ოპოზიცია მესამე სექტორს დააბრალებს და არასამთავრობოები პირიქით - მათ. ასე დასრულდება მათი რევოლუციონერობა“, - ამბობს ახვლედიანი.
„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ეს აქციები იმდენად ხელოვნური და მართულია, მისი საბოლოო დასასრული აქციების მარგინალიზებაა.
„რაც არ უნდა უთხრას კელი დეგნანმა ნინო ლომჯარიას რომ შენ უნდა მართო პროცესი და ხალხს შენ უნდა წარუძღვეო, ის ამას ვერ იზამს, რადგან ხალხის თვალში არანაირ ავტორიტეტს არ წარმოადგენს. იგივე არიან გვარამია, ხაბეიშვილი, ვაშაძე, მელია და სხვები. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი პოლიტიკოსების უმრავლესობას პირველობაზე ამბიციები აქვთ, დგანან და აქციების ლიდერობაზე ერთმანეთს ღიად უპირისპირდებიან. შევატყვე, რომ ნიკა გვარამია ცდილობდა პროცესების სათავეში მოქცევას. მერე ხაბეიშვილმა ეს რომ დაინახა, გავარდა და პოლიციასთან დაიწყო უაზრო დიალოგი და სისულელეები.
ელისაშვილი ცალკე „კაცობდა“ და ბოლოს გასატანი გახდა. ესენი არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ამ აქციებიდან წინასაარჩევნოდ ხელის მოთბობას ცდილობენ, იქნება და არჩევნებისთვის რაღაცა რეიტინგი მოიმატონ. აქედან გამომდინარე, ნაკლებად ადარდებთ რატი ამაღლობელი და ლაშა ბუღაძის პათეტიკური საუბარი და რომელიღაცა ელგებეტე ორგანიზაციების ხელმძღვანელების ზომიერი მოწოდებები“, - ამბობს ქადაგიძე.
მისივე თქმით, სანამ ეს პროცსი გამარგინალიზდება და გათითოკაცდება, მანამდე კვლავ რაღაცა რაოდენობის ხალხის გარეთ გამოყვანას ეცდებიან. ამ პოლიტიკოსებს საერთოდ არ ადარდებთ კანონი, ისინი წინასაარჩევნოდ ხმებზე მონადირე სვავები არიან.
(ნაწყვეტი)
* * *
"დავთესავთ ქაოსს და შეუმჩნევლად გავუყალბებთ მათ ფასეულობებს და იძულებულს ვყოფთ, ირწმუნონ ისინი. ამისათვის მოვძებნით თანამოაზრეებს, მოკავშირეებსა და დამხმარეთ. ერთმანეთის მიყოლებით გათამაშდება უდიდესი უბედურება დედამიწის ყველაზე დაუმორჩილებელი ხალხის თვითშეგნების საბოლოო და შეუქცევადი გაქრობისა.
"ლიტერატურიდან", ხელოვნებიდან ჩვენ ამოვშანთავთ მათ ყოფით რაობას, განვაცალკევებთ მხატვრებს, გავუქრობთ სახვითი ხელოვნებით დაკავების სურვილს და იმ არსის ძიებისასაც, რასაც ხალხთა მასების სულის სიღ/რმეში აქვს ადგილი. მწერლობა, თეატ/რი, კინო, გამოცემები - ყველაფერი უნდა გამოსახავდეს და ქებას შეასხამდეს ადამიანის ყველაზე დაცემულ გრძნობებს. ჩვენ ყველანაირად დავუჭერთ მხარს და წინ წამოვწევთ ისეთ ხელოვანთ, რომელნიც ადამიანთა ცნობიერებაში დაამკვიდრებენ და დღენიადაგ ჩასჩიჩინებენ სექსის, ძალადობის, ღალატის კულტს - ერთი სიტყვით, ყველანაირ უზნეობას.
სახელმწიფოს მმართველობაში შევქმნით ქაოსსა და გაუგებრობას; შეუმჩნევლად, მაგრამ გამძაფრებულად და მუდმივად შევუწ/ყობთ ხელს მოხელეთა და მექრთამეთა თვითნებობას, უზნეობას. თავხედობა და საქმეთა გაჭიანურება აყვანილი იქნება სათნოების სიმაღ/ლეზე.
პატიოსნება და წესიერება წარსულის გადმონაშთად გადაიქცევა, გამასხარავდება და აღარავის დასჭირდება. უზრდელობა და თავხედობა, ცილისწამება და ტყუილი, ლოთობა და ნარკომანია, ერთიმეორის ცხოველური შიში და ურცხვობა, გამცემლობა და გაუტანლობა და ერთა შორის, აღმსარებლობათა შორის და თაობათა შორის მტ/რობა - ყოველივე ამას ოსტატურად და შეუმჩნევლად დავნერგავთ, ეს ყველაფერი აყვავდება.
მხოლოდ ცოტანი, ძლიერ მცირენი თუ მიხვდებიან და გაიგებენ იმას, რაც ხდება, მაგრამ მათ უმწეო მდგომარეობაში ჩავაგდებთ, ხალხის სამასხარაოდ გავხდით, გამოვძებნით ხერხს, რათა მათ ცილი დასწამონ და გამოაცხადონ საზოგადოების ნაძირლებად.... ჩვენ ვიბრძოლებთ ადამიანთა გარყვნისათვის ბავშვობისა და ჭაბუკობის ასაკიდან, ყოველთვის გავაკეთებთ არჩევანს ახალგაზრდებზე, რომ მოვთაფლოთ და გავხრწნათ ისინი. ახალგაზრდებისაგან შევქმნით ზნედაცემულ, სულიერებისაგან დაცლილ ჯაშუშებსა და მოღალატეებს".