ვენესუელის უმსხვილესი ოპოზიციური კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატი ედმუნდო გონსალესი გახდა

ვენესუელის უმსხვილესი ოპოზიციური კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატი ედმუნდო გონსალესი გახდა

ვენესუელის უმსხვილესი ოპოზიციური კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატი დიპლომატი ედმუნდო გონსალესი გახდა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

ედმუნდო გონსალესი სხვადასხვა დროს არგენტინასა და ალჟირში ვენესუელის ელჩი იყო. ოპოზიციური კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის იბრძოდა შტატ სულიას გუბერნატორი მანუელ როზალესი, თუმცა ოპოზიციის პრაიმერიზის გამარჯვებულ მარია მაჩადოსა და მანუელ როზალესის შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ ოპოზიციური კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატი სწორედ ედმუნდო გონსალესი იქნება.

ვენესუელაში საპრეზიდენტო არჩევნებში 28 ივლისს გაიმართება და მასში 13 კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას. მემარცხენე პარტიების მმართველი კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატი მოქმედი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო იქნება, რომელიც ქვეყანას 2013 წლიდან მართავს.