„დეგნანის სიტყვებია: „გამჭვირვალობის შესახებ კანონი“ არ წამიკითხავს, არც წავიკითხავ, მე გეუბნებით, რომ ეს კრემლის კანონია და წერტილი!“

„დეგნანის სიტყვებია: „გამჭვირვალობის შესახებ კანონი“ არ წამიკითხავს, არც წავიკითხავ, მე გეუბნებით, რომ ეს კრემლის კანონია და წერტილი!“

„ფარას“ ამერიკულ კანონთან შედარებით ქართული კანონი ისეთი რბილია, იფიქრებთ, ღირდა კი ამის გულისთვის ამდენი პრობლემის შექმნა? „ფარას“ კანონი ითვალისწინებს ჯერ ჯარიმას, შემდეგ „ენჯეოს“ მოქმედების შეჩერებას, შემდეგ სასამართლოში გადაცემას, ბოლოს უკვე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას“, - აცხადებს „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე for.ge- სთან საუბრისას.

ზოგიერთმა დასავლელმა პოლიტიკოსმა ენჯეოებს პირდაპირ ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდა. გამოფხიზლდა აშშ-ის ყოფილი ელჩი კელი დეგნანიც, რომელიც საქართველოს ისევ არ ანებებს თავს. დეგნანმა გამჭვირვალობის შესახებ კანონი ოქტომბრის არჩევნებში ხელისუფლების ინტერესს დაუკავშირა, რომელსაც თურმე არ სურს ჰყავდეს კრიტიკოსი. ჩვენს ქვეყანაში ბევრს გაუჩნდა კითხვა, მთელი მსოფლიო რატომ დაირაზმა ამ კანონის წინააღმდეგ მაინცდამაინც საქართველოსთვის?

- დასავლეთში, სამწუხაროდ, ჩამოყალიბებულია ასეთი აზრი და ყველა დონიდან გვესმის, იქნება ეს გერმანიის კანცლერი, თუ ევროპის საბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელი, ყველა უაპელაციოდ აცხადებს, რომ ეს არის რუსული კანონი, საქართველოს უკანდახევა დემოკრატიის გზაზე და ეს კანონი ჩაუხერგავს საქართველოს გზას ევროპისკენ. რა თქმა უნდა, ეს პრობლემაა, ასევე, პრობლემაა, რომ ქვეყნის შიგნით ბევრ ადამიანს, რომელიც სულაც არ არის სააკაშვილის და ნაცების მომხრე და არც რადიკალური ოპოზიციის მომხრე, კანონის წაუკითხავად სჯერა, რომ ეს ნამდვილად რუსული კანონია, კრემლის დავალებაა და როგორმე უნდა შეჩერდეს აღნიშნული კანონპროექტი. გამოდიან ცნობილი სპორტსმენები, აკეთებენ მსგავს განცხადებებს. მთლიანობაში, დღეს რთული ვითარება შეიქმნა. ვისურვებდი, თავიდანვე ხელისუფლებას მეტი მოქნილობა გამოეჩინა.

თავად თუ მიიღებს ევროკავშირი მსგავს კანონს, რომელიც ამერიკაშიც მოქმედებს, ავსტრიაშიც, ავსტრალიაშიც, მაშინ ვიტყვით, რომ ორმაგი სტანდარტით ხელმძღვანელობენ?

- ცხადია, ორმაგი სტანდარტები გამოდის, მაგრამ ამას ამართლებენ ძალიან მარტივად, შოლცმა თქვა, რომ, დიდი ალბათობით, ევროპარლამენტი ამ კანონს არ მიიღებსო, ახლა განხილვაშია ეს კანონპროექტი.

ფიქრობთ, რომ ევროპარლამენტს უნდა დავლოდებოდით?

- მეც ვისურვებდი, ჯერ ევროპარლამენტს მიეღო და მერე საქართველოშიც მეტი შესაძლებლობა ექნებოდათ. უბრალოდ, მე კითხვას ვსვამ, ხომ არ ჯობდა, უფრო მოქნილი ხომ არ იქნებოდა, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას დავლოდებოდით?!

შესაძლოა, სჯობდა ევროკავშირისთვის დალოდება, მაგრამ ამ შემთხვევაში, რევოლუციურ სცენარს და უკრაინიზაციას ავცდებოდით? იქნებ, რევოლუციური პროცესებისგან გადარჩენა უნდა ხელისუფლებას და ამიტომაც დააჩქარა გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება?

- იცით, მე ვერ ვხედავ საქართველოს შიგნით იმ მოცემულობას, რომ გარკვეული ფულის შემოსვლის გამო მომხდარიყო რევოლუცია. აგერ, „გორბის“ გამოკითხვა - 60% „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, აგერ, სოციალურ-ეკონომიკური ვითარება ყოვლად სახარბიელო „ქართული ოცნებისთვის“. 2003 წელს, როცა „ვარდების რევოლუცია“ მოხდა, ხალხი ისე იყო გამწარებული ტოტალური კორუფციით, მაშინვე დაუჭირეს მხარი სააკაშვილის პოპულიზმს, ეს იყო გადამწყვეტი და არა გარედან შემოსული ფული. როდესაც 2013 წელს იხუვლა ხალხმა, 300 ათასი ადამიანი ქუჩაში დადგა და ივანიშვილს უჭერდა მხარს, ეს იმის გამო მოხდა, რომ იცოდნენ, როგორი ავტორიტარული რეჟიმი სუფევდა და ციხის კადრები უკვე ბოლო წვეთი იყო. ახლა მსგავსი არაფერი ხდება. რამდენი სინჯეს ნაცებმა და დიდი ფული ხარჯეს, მაინც ხალხი ვერ შეაგროვეს.

ე.წ. ცხვრის ფარის სინდრომსაც შევეხოთ, ფაქტია, ცხვრის ფარა მაინც გამოჰყავთ რუსთაველზე ნაცებს, თანაც ისე, რომ ამ ცხვრის ფარას არ ეუხერხულება წაუკითხავ კანონზე დაბეჯითებით თქვას, გინდა თუ არა, რუსული კანონიაო.

- კანონმა გამოიყვანა ეს ხალხი ქუჩაში, გამჭვირვალობის შესახებ კანონი რომ არ შემოეტანა ხელისუფლებას, ხალხი არ გამოვიდოდა. ჯერ კიდევ შარშან, მას შემდეგ, რაც მანქანები იწვოდა და ხელისუფლებამ გამჭვირვალობის შესახებ კანონი უკან გაიწვია, აკადემიკოსმა ლადო პაპავამ დაწერა, რომ უკეთესი იქნებოდა, ხელისუფლებას სამ მოქმედ კანონში შეეტანა ყველასათვის შეუმჩნეველი ცვლილება - დამატება, სადაც ნახსენები არ იქნებოდა არც სიტყვა „აგენტი“, არც „უცხოური გავლენა“, ფინანსური გამჭვირვალობის მიზნით ეს სამი ცვლილება - დამატება უნდა შეეტანათ თითო-თითო კანონში და პრობლემა არ შეიქმნებოდა. რა საჭირო იყო ხმაურის გამოწვევა? სტადიონზე ხალხი რომ გულშემატკივრობდა ევროპაში გასულ ჩვენს გუნდს, ამ სტადიონის შემადგენლობაში რადიკალური ოპოზიციის და სააკაშვილის მომხრე პრაქტიკულად არავინ იყო, მაგრამ სტადიონის მთელი შემადგენლობა, ანუ ვგულისხმობ ფეხბურთელებს, ამბობს „არა რუსულ კანონს“. სულაც არ არის ეს სააკაშვილის ხალხი. ეს არის ცნობილი მოვლენა, პიარი ვისაც კარგად ესმის, მან კარგად იცის, რომ მოხდა კანონის სტიგმატიზაცია, დაერქვა მას რუსული და კრემლის კანონი.

კელი დეგნანმა ჩაუყარა საფუძველი ამ სტიგმატიზაციას, რასაც დღესაც ვიმკით?

- კელი დეგნანის საოცარი სიტყვები გვახსოვს - „არ წამიკითხავს, არც წავიკითხავ, მე გეუბნებით თქვენ, რომ ეს რუსული, კრემლის კანონია და წერტილი“. ანუ რაკი დეგნანი გვეუბნებოდა, ეს უნდა მიგვეღო ჭეშმარიტებად და მორჩა. იმ პერიოდში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ზუსტად ასეთივე განცხადება გააკეთა, ოღონდ ცოტა შეარბილა, თითქოს ეს კანონპროექტი ინსპირირებულია კრემლის მიერ. მინდა თქვენი მკითხველისთვის ავხსნა, რომ პოლიტკორექტულობიდან გამომდინარე, დასავლეთი პირდაპირ ვერ ამბობს, რომ ეს კანონპროექტი მათთვის წამგებიანი იქნება, მაგრამ გულისხმობენ, რომ თავად არიან დემოკრატიულები, კანონის უზენაესობის ქვეყნები, სადაც არის დემოკრატია, თავისუფლება, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და მათ რომ ასეთი კანონები აქვთ, მათ შორის, ძალიან მკაცრი კანონი, როგორიცაა ფარას კანონი ამერიკაში, მათ ეს აქვთ რუსეთის, ჩინეთის, კატარის წინააღმდეგ, რომელზეც საშინელი სკანდალი იყო ევროპარლამენტში. დასავლეთში ფიქრობენ, რომ საქართველოს კანონი მიმართულია მათ წინააღმდეგ, გვეუბნებიან, თქვენ გეშინიათ ჩვენი ფულის, რომელიც ხმარდება დემოკრატიას, თავისუფლებასო, იმას კი არ იტყვიან, რომ ეს ფული ხმარდება პროპაგანდას. მათი აზრით, ჩვენ თურმე ამის გვეშინია, რადგან გადავუხვიეთ დემოკრატიის გზიდან. ცხადია, ამ საქმეში სააკაშვილის ლობისტები მუშაობენ. ყველას გვახსოვს, „სიენენი“ იქნებოდა, „ვაშინგტონ პოსტი“, თუ ევროპარლამენტის რეზოლუცია, გამოუშვით სააკაშვილი, თუ არადა, ევროპას ვერ ნახავთ, რადგან თქვენ დააპატიმრეთ, თქვენ ასრულებთ კრემლის დავალებას, კაცს კლავთ, აშიმშილებთო. თავიდან ბოლომდე ეს იყო ტყუილი, მაგრამ ეს ტყუილი ბატონობდა.

ამ კანონპროექტმა თითქოს ორ ნაწილად გაყო დაინტერესებული ჯგუფები, ნაცებმა 83 გამყიდველის სია დადეს, ვინც ხმა მისცა გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს. ლაშა ბუღაძე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება და ივანიშვილი იმსახურებენ რუსეთს. ტენდენციაა, რომ ორივე მხარეს დაიწყოს მოღალატეებისკენ თითის გაშვერა.

- ლაშა ბუღაძესთან დაკავშირებით კონკრეტულად შეგახსენებთ, რომ ფრანკფურტის წიგნების გამოფენაზე იდგა ე.წ. ლაშა ბუღაძე, რომელსაც მუდმივად გრანტები ჰქონდა აღებული და ამბობდა, აღარ მინდა იმ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც შეიძლება პოეტი დააკავონ და ცუდად მოექცნენ. ლაპარაკია, რომ მთვრალმა ზვიად რატიანმა აგინა პოლიციას და იგი დააკავეს. უკაცრავად, მაგრამ საფრანგეთში პოეტი რომ მოქცეულიყო ასე, რას უზამდნენ? ჟერარ დეპარდიეს რა უქნეს, როცა მთვრალი იჯდა საჭესთან? ლაშა ბუღაძე ხმას არ იღებდა, როცა საქართველოში მასობრივად აპატიმრებდნენ და აწამებდნენ ციხეებში, როცა საქართველოს შესახებ სიმართლეს წერდნენ ცნობილი უცხოელი უფლებადამცველები, რომ საშინელი რეპრესიები მიმდინარეობდა საქართველოში უდანაშაულო ადამიანების მიმართ. ლაშა ბუღაძე ასეთი კატეგორიული იყო მხოლოდ ზვიად რატიანის ცოტა ხნით დაკავების გამო, რომელიც მართლაც მთვრალი იყო და ყველამ ნახა ამ მდგომარეობაში. თუმცა, როდესაც ყველაზე ცნობილი ფეხბურთელები, ჩვენი სახელოვანი სპორტსმენები ერთხმად გმობენ ამ კანონს, რაშია საქმე? თანაც არც ერთი მათგანი არ არის სააკაშვილის და რადიკალური ოპოზიციის მომხრე. როგორ განვითარდება მოვლენები ქვეყნის შიგნით, ეს ახლა ძალიან მნიშვნელოვანია. შარშანდელი აქციებისას დაძაბული ვიყავი და ყველას ვაფრთხილებდი, გახსოვთ სააკაშვილის დავალება, რომ უსათუოდ უნდა დაიღუპოს რამდენიმე ჟურნალისტი, ქალი ჟურნალისტი და მერე ფიქრობს ჩვენი „დიდი სტრატეგი“, ჯობია ორსული დაიღუპოს. როცა შარშან ვუყურებდი ამ შეხლა-შემოხლას და მოლოტოვის კოქტეილის სროლას, ვფიქრობდი, რომ ნაცები მერაბიშვილის დავალებას შეასრულებდნენ და ერთ-ორ გვამს შემოდებდნენ სადმე. ხალხი რომ დაინახავდა ადამიანების დახოცვას, შეიძლება შეცდომაში შესულიყო და ქუჩაში გავარდნილიყო. ნაცები ხალხს კი ვერ აგროვებდნენ თავად, მაგრამ ასეთი პროვოკაციებით შეიძლება შეებათ ხალხი.

ახლაც ასეთი შეგრძნება გაქვთ, რომ პროვოკაციის საბაბს მონახავენ ნაცები?

- ისევ და ისევ „ქართული ოცნების“ მოუქნელობასა და მოუმზადებლობაზე მეტყველებს, როცა ნატოს გენმდივანი- სტოლტენბერგი გეუბნება, არ გინდათ ეს კანონი. შარლ მიშელი და ევროპის საბჭოს თავმჯდომარე გეუბნება, არ გინდათ ეს კანონი, არ არის ეს ევროპისთვის მისაღები. იქ შოლცი გეუბნება, არ გინდათ ეს კანონი და ევროგაერთიანება ამას არ მიიღებს. ყველა რომ ერთსა და იმავეს გეუბნება, პატარა საქართველოსთვის და მცირე ეკონომიკის ქვეყნისთვის ეს პრობლემაა. საგარეო ასპარეზზე შექმნეს ეს პრობლემა, როცა თითქმის ყველა ქვეყანა, რომელიც მეტ-ნაკლებად დემოკრატიულად ითვლება, უნისონში ამბობს, რომ ეს არის კრემლის ინსპირირებული კანონი და დაანებეთ თავი. ეს პრობლემა არსებობს. თუმცა ისიც ფაქტია, რომ „ფარას“ ამერიკულ კანონთან შედარებით ეს არაფერი არ არის. ქართული კანონი რომ წაიკითხოთ, რამდენად რბილია, იფიქრებთ, ღირდა კი ამის გულისთვის ამდენი პრობლემის შექმნა? „ფარას“ კანონში ჯერ ჯარიმა, მერე „ენჯეოს“ მოქმედების შეჩერება, მერე სასამართლოში გადაცემა, ბოლოს უკვე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა. სწორედ „ფარას“ ამერიკული კანონის წყალობით იძულებულნი იყვნენ შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის საიტზე დაედოთ მთლიანად კონტრაქტი, რომლის საფუძველზეც გიული ალასანიამ 900 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა იმ ლობისტებს, რომლებმაც მთელ მსოფლიოს მოსდეს, თითქოს სააკაშვილს აწამებდნენ და სვენებ-სვენებით კლავდნენ. ეს ამერიკული კანონი რომ არა, ვინ გვაჩვენებდა ამ კონტრაქტს. ახლა გვეუბნებიან, რომ გვარამიას 8 მილიონი ჩაურიცხეს უცხოეთიდან პარტიის შესაქმნელად. არ ვიცი, მართალია თუ არა. ყველაფერი დადის იქამდე, ხარ თუ არა საკმარისად მოქნილი და ამზადებ თუ არა საკითხს იმ დონემდე, რომ საკუთარ თავს და შენს ქვეყანას პრობლემები არ შეუქმნა.

 

 

 

ლაზი ჭკვიანი კაცია პ. მამრაძე. ნამდვილად ხისტად და მოუქნელად იქცევა ხელისუფლება.
ეს კანონი აუცილებლად მისაღბია, მაგრამ არ შეიძლება ამას ყველაფერი გადააყოლო.
ფაქტია, რომ საქართველო ყველას შემოუღობავ ბოსტნად უნდა, სადაც, როცა უნდათ, მაშინ შევლენ და მოკრეფენ მწვანილს, მაგრამ ახლა ყველასთან ბრძოლის დრო არ არის. მაგათ, სხვის ბოსტანში ქვების სროლა იციან დაუნდობლად. საქართველო, ისრაელი არ არის, რკინის გუმბათით.
7 თვის უკან
trampi ლაზი

ეხლა უკან დახევის დრო უბრალოდ აღარააა
ისე რა თქმა უნდა ესენი ინფორმაციულად(უცხოელებთან) სათანადოდ არ არიან მომზადებულები.........პლიუს ეს კანონი ბარემ ჯერ ევროპას მიეღო და მერე უფრო მეტი არგუმენეტები ექნებოდათ გასატრაკებლად
მოკლედ ძალიან ძალიან ბეწვის ხიდზე გადიან ესენი ...ხუმრობა ხო არაა კოლუმბს მილიონები აქვს ამ აქციებში ჩაყრილი-- მაგ ფულების დაკარგვას ,,მეგობრები,,(კოლუმბის თამადობით) ეგრე ადვილად ვერ შეეგუებიან ........... აუცილებლად ეცდებიან რაღაცა რო გვიხიმანდრონ...აუცილებლად ეცდებიან
ისე კი კობახიძის დიდი იმედი მაქვს
7 თვის უკან
trampi II მსოფლიო ომის შემდგომი სამოქმედო გეგმა, შემუშავებული ამერიკის მთავარი სადაზვერვო სამსახურის მეთაურის, ალენ დალ/ეს/ის მიერ.

(ნაწყვეტი)

* * *
"დავთესავთ ქაოსს და შეუმჩნევლად გავუყალბებთ მათ ფასეულობებს და იძულებულს ვყოფთ, ირწმუნონ ისინი. ამისათვის მოვძებნით თანამოაზრეებს, მოკავშირეებსა და დამხმარეთ. ერთმანეთის მიყოლებით გათამაშდება უდიდესი უბედურება დედამიწის ყველაზე დაუმორჩილებელი ხალხის თვითშეგნების საბოლოო და შეუქცევადი გაქრობისა.
"ლიტერატურიდან", ხელოვნებიდან ჩვენ ამოვშანთავთ მათ ყოფით რაობას, განვაცალკევებთ მხატვრებს, გავუქრობთ სახვითი ხელოვნებით დაკავების სურვილს და იმ არსის ძიებისასაც, რასაც ხალხთა მასების სულის სიღ/რმეში აქვს ადგილი. მწერლობა, თეატ/რი, კინო, გამოცემები - ყველაფერი უნდა გამოსახავდეს და ქებას შეასხამდეს ადამიანის ყველაზე დაცემულ გრძნობებს. ჩვენ ყველანაირად დავუჭერთ მხარს და წინ წამოვწევთ ისეთ ხელოვანთ, რომელნიც ადამიანთა ცნობიერებაში დაამკვიდრებენ და დღენიადაგ ჩასჩიჩინებენ სექსის, ძალადობის, ღალატის კულტს - ერთი სიტყვით, ყველანაირ უზნეობას.
სახელმწიფოს მმართველობაში შევქმნით ქაოსსა და გაუგებრობას; შეუმჩნევლად, მაგრამ გამძაფრებულად და მუდმივად შევუწ/ყობთ ხელს მოხელეთა და მექრთამეთა თვითნებობას, უზნეობას. თავხედობა და საქმეთა გაჭიანურება აყვანილი იქნება სათნოების სიმაღ/ლეზე.
პატიოსნება და წესიერება წარსულის გადმონაშთად გადაიქცევა, გამასხარავდება და აღარავის დასჭირდება. უზრდელობა და თავხედობა, ცილისწამება და ტყუილი, ლოთობა და ნარკომანია, ერთიმეორის ცხოველური შიში და ურცხვობა, გამცემლობა და გაუტანლობა და ერთა შორის, აღმსარებლობათა შორის და თაობათა შორის მტ/რობა - ყოველივე ამას ოსტატურად და შეუმჩნევლად დავნერგავთ, ეს ყველაფერი აყვავდება.
მხოლოდ ცოტანი, ძლიერ მცირენი თუ მიხვდებიან და გაიგებენ იმას, რაც ხდება, მაგრამ მათ უმწეო მდგომარეობაში ჩავაგდებთ, ხალხის სამასხარაოდ გავხდით, გამოვძებნით ხერხს, რათა მათ ცილი დასწამონ და გამოაცხადონ საზოგადოების ნაძირლებად.... ჩვენ ვიბრძოლებთ ადამიანთა გარყვნისათვის ბავშვობისა და ჭაბუკობის ასაკიდან, ყოველთვის გავაკეთებთ არჩევანს ახალგაზრდებზე, რომ მოვთაფლოთ და გავხრწნათ ისინი. ახალგაზრდებისაგან შევქმნით ზნედაცემულ, სულიერებისაგან დაცლილ ჯაშუშებსა და მოღალატეებს".
7 თვის უკან