ოპოზიცია პროპაგანდით ცდილობს საზოგადოება ტყუილში დააჯეროს - თუ ხელისუფლება გამჭვირვალობის შესახებ კანონს არ გაიწვევს, შესაძლოა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებები შეჩერდეს.
„ხალხი ძალა“ კი იმასაც წერს, რომ 2020 წლის მოვლენების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ და მესამე სექტორის მონაწილეობით წელს უკვე მესამე მცდელობა იქნება - ხელისუფლებაში ყოფილი ხელისუფლება დაბრუნდეს. ირწმუნებიან, რომ საბაბი საქართველოსთვის ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარი იქნება. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიციას არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად აქამდეც არაერთხელ ჰქონდა ხელისუფლების შეცვლის მცდელობა - არჩევნების გვერდის ავლის გზით. შესაბამისად არ გამორიცახვენ, რომ ამ ფეიკი ინფორმაციით, საზოგადოება მოატყუონ და საპროტესტო მუხტის აწევა სცადონ.
ანალიტიკოსი პეტრე მამარაძე for.ge-სთან ამბობს, რომ აბსურდია იმაზე საუბარი, თითქოს დარჩენილ დროში რაღაცა მოლაპარაკება დაიწყოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე. მამრაძე ამბობს, რომ როგორი წარმოუდგენელია ნატოში მაპის მოცემაზე დადგეს საუბარი, რომელსაც სამიტის დღის წესრიგშიც არ სვამენ.
„ადამიანი კლინიკური იდიოტი უნდა იყოს, შეშლილი ან თაღლითი, როცა ამბობს, რომ ამ კანონმა, შესაძლოა, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეაფერხოს. გამორიცხულია ვინმემ მოლაპარაკება დაიწყოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, სანამ ჩვენი ქვეყნის 20% რუსებისგან არის ოკუპირებული და ამ პრობლემების მოგვარება არ მოხდება. სანამ ესენი საქართველოდან არ გავლენ, ტერიტორიული მთლიანობა არ აღსდგება, ჩვენ ევროკავშირში არავინ მიგვიღებს.
უფრო მეტსაც გეტყვით, ვთქვათ, შეიცვალა რაღაცა მოხდა და რუსული ჯარი გავიდა საქართველოს მიწიდან. ამ შემთხვევაშიც რას უშვრები საზღვრების დემილიტარიზაცია-დემარკაციის პრობლემას სომხეთთან, აზერბაიჯანთან. ასე უცბად მოგვარდება ეს პრობლემა, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში არ მოგვარდა? ეს არის სრული ტყუილი და ფანტაზია. როცა ამას კი ზოგიერთი ევროპარლამენტარი ამბობს, ეს არის ტყუილი“,-ამბობს მამრაძე.
მისივე თქმით, ევროპაში, არავინ კოშმარულ სიზმარშიც კი არ ფიქრობს ჩვენ გაწევრიანებას ამ სიტუაციაში, რაშიც ახლა ჩვენი ქვეყანა იმყოფება. მამრაძე ამბობს, რომ რომელ გაწევრიანების მოლაპარაკებაზეა საუბარი, როცა თბილისიდან 30 კილომეტრში რუსეთის ჯარი დგას და არავის სურს ასეთ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის ევროკავშირში მიღება.
მისივე თქმით, დასავლეთში ხვდებიან, რომ ესენი არიან ჩარეცხილი ოპოზიცია, რომელთანაც ბარიერის გადალახვა არ შეუძლიათ. ამიტომ ანალიტიკოსი ამბობს, რომ მათ მიხმარება სჭირდებათ და ამ ტყუილებით ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ.
„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი კი მიიჩნევს, რომ ბოლო 10 წელია ჩვენი ოპოზიცია ყველაფერს ცდილობს ამ ხელისუფლების პირობებში ქვეყანას არ მიეღწია იმ წარმატებებისთვის, რასაც ვიზალიბერალიზაცია და კანდიდატის სტატუსის მიღება ჰქვია. სწორედ, ეს ოპოზიცია იყო, რომელიც ბრიუსელში პირდაპირ ამბობდა და იხვეწებოდა, რომ ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსი არ მიეცათ. ახლაც ე.წ. სატოპკე თემის მოლოდინში არიან და აქციების მუხტის ასაწევად ამ ტყუილს იგონებენ.
„არავინ არ იყო მომხრე იმ წარმატებების, რასაც ამ ხნის განმავლობაში „ოცნებამ“ ევროპულ გზაზე სვლით მიაღწია. ბრიუსელში კაბინეტებში დარბოდნენ და იხვეწებოდნენ, რომ ვიზალიბერალიზაცია არ მიგვეღო და სტატუსი არ მოენიჭებინათ. ევროპარლამენტის სხდომაზე ჩავიდნენ და არ მიიღეს იმ რეზოლუციის პროექტის ინიცირებაში მონაწილეობა, რომლითაც საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ახალი პერსპექტივები უნდა მიეღო. მიუხედავად ამ ყველაფრისა, დღევანდელი მათი მუქარისა და შანტაჟისა, ქვეყანა ევროპისკენ სვლას ისევ ისე გააგრძელებს. ტოლობის დასმა გამჭვირვალობის კაანონსა, ვიზალიბერალიზაციასა, ევროკავშირის გაუქმებასა და მოლაპარაკების არდაწყებას შორის ბოდვაა. ეს ოცნება ამათ უკვე 10 წელია აქვთ. არსებობს პრაგმატულ პოლიტიკაში იმაზე უფრო მაღალი ძალა, რომლებსაც ძალიან კარგად ესმით, დღეს საქართველოს დაკარგვა რას ნიშნავს და საზოგადოებაში ევროსკეპტიციზმის გაღვივება, ძალით ანტიევროპული და ანტიდასავლური განწყობების შექმნა, მაშინ, როცა საქართველო რეგიონალურ გეოპოლიტიკურ რუკაზე მარტო აღარ არის“,-ამბობს ქართველიშვილი.
მისივე თქმით, ახლა ჩვენს ქვეყანას ძალიან ძლიერ სტრატეგიული მეგობრები, მოკავშირეები და პარტნიორები ჰყავთ, რომელთაც აქვთ თავისი წილი ბერკეტი იმისთვის, რომ ევროკავშირთან ისაუბრონ. ამიტომ ქართველიშვილი ამბობს, რომ თუკი დადგება ჟამი, სტრატეგიული მოკავშირე ქვეყნები საქართველოს დაიცავენ.
(ნაწყვეტი)
* * *
"დავთესავთ ქაოსს და შეუმჩნევლად გავუყალბებთ მათ ფასეულობებს და იძულებულს ვყოფთ, ირწმუნონ ისინი. ამისათვის მოვძებნით თანამოაზრეებს, მოკავშირეებსა და დამხმარეთ. ერთმანეთის მიყოლებით გათამაშდება უდიდესი უბედურება დედამიწის ყველაზე დაუმორჩილებელი ხალხის თვითშეგნების საბოლოო და შეუქცევადი გაქრობისა.
"ლიტერატურიდან", ხელოვნებიდან ჩვენ ამოვშანთავთ მათ ყოფით რაობას, განვაცალკევებთ მხატვრებს, გავუქრობთ სახვითი ხელოვნებით დაკავების სურვილს და იმ არსის ძიებისასაც, რასაც ხალხთა მასების სულის სიღ/რმეში აქვს ადგილი. მწერლობა, თეატ/რი, კინო, გამოცემები - ყველაფერი უნდა გამოსახავდეს და ქებას შეასხამდეს ადამიანის ყველაზე დაცემულ გრძნობებს. ჩვენ ყველანაირად დავუჭერთ მხარს და წინ წამოვწევთ ისეთ ხელოვანთ, რომელნიც ადამიანთა ცნობიერებაში დაამკვიდრებენ და დღენიადაგ ჩასჩიჩინებენ სექსის, ძალადობის, ღალატის კულტს - ერთი სიტყვით, ყველანაირ უზნეობას.
სახელმწიფოს მმართველობაში შევქმნით ქაოსსა და გაუგებრობას; შეუმჩნევლად, მაგრამ გამძაფრებულად და მუდმივად შევუწ/ყობთ ხელს მოხელეთა და მექრთამეთა თვითნებობას, უზნეობას. თავხედობა და საქმეთა გაჭიანურება აყვანილი იქნება სათნოების სიმაღ/ლეზე.
პატიოსნება და წესიერება წარსულის გადმონაშთად გადაიქცევა, გამასხარავდება და აღარავის დასჭირდება. უზრდელობა და თავხედობა, ცილისწამება და ტყუილი, ლოთობა და ნარკომანია, ერთიმეორის ცხოველური შიში და ურცხვობა, გამცემლობა და გაუტანლობა და ერთა შორის, აღმსარებლობათა შორის და თაობათა შორის მტ/რობა - ყოველივე ამას ოსტატურად და შეუმჩნევლად დავნერგავთ, ეს ყველაფერი აყვავდება.
მხოლოდ ცოტანი, ძლიერ მცირენი თუ მიხვდებიან და გაიგებენ იმას, რაც ხდება, მაგრამ მათ უმწეო მდგომარეობაში ჩავაგდებთ, ხალხის სამასხარაოდ გავხდით, გამოვძებნით ხერხს, რათა მათ ცილი დასწამონ და გამოაცხადონ საზოგადოების ნაძირლებად.... ჩვენ ვიბრძოლებთ ადამიანთა გარყვნისათვის ბავშვობისა და ჭაბუკობის ასაკიდან, ყოველთვის გავაკეთებთ არჩევანს ახალგაზრდებზე, რომ მოვთაფლოთ და გავხრწნათ ისინი. ახალგაზრდებისაგან შევქმნით ზნედაცემულ, სულიერებისაგან დაცლილ ჯაშუშებსა და მოღალატეებს".