საზოგადოებრივი პროტესტით შეფუთულმა აქციამ ვერ გადაფარა რადიკალების ზრახვები - „რუსული კანონის“ მიღმა ისევ, მათი რევოლუციური ვნებები ბობოქრობს

საზოგადოებრივი პროტესტით შეფუთულმა აქციამ ვერ გადაფარა რადიკალების ზრახვები - „რუსული კანონის“ მიღმა ისევ, მათი რევოლუციური ვნებები ბობოქრობს

ფაქტია, პოლიტიკურ ლიდერთა ნაწილი აქციების ავანგარდში მოქცევას და პროცესების რადიკალიზებას ცდილობს. 3 დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებზე, თავდაპირველად, სიტყვით საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები გამოდიოდნენ, ხოლო პოლიტკოსები პროცესებს თვალს შორიდან ადევნებდნენ. თუმცა მესამე დღეს, 17 აპრილს, ოპოზიციური ლიდერების გარკვეულმა ნაწილმა პროცესების მართვა დაიწყო.

ნიკა გვარამია, ალეკო ელისაშვილი, ლევან ხაბეიშვილი, ნიკა მელია, გიგი უგულავა, გიორგი ბარამიძე, გიორგი ვაშაძე და „ლელოს“ სხვა ლიდერები 17 აპრილს სამოქმედო გეგმის არარსებობის გამო, რამაც აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება გამოიწვია, აქციის მუხტის აწევას პოლიციასთან დაპირისპირებით შეეცადნენ. გაუგებარი იყო მათი გეგმებიც, რადგან ნაწილი ამბობდა, რომ ირაკლი კობახიძე უნდა ჩამოსულიყო მათთან შესახვედრად, ნაწილი ტექნიკური მთავორბის შექმნას ითხოვდა, ნაწილი ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მისვლას, ხოლო ნაწილი, საერთოდ, ვადამდელი არჩევნების დანიშვნას მოითხოვდა.

სიტუაცია იქამდე მივიდა, რომ ალეკო ელისაშვილმა, რომელმაც პოლიციის კორდონის გარღვევა სცადა, პროცესებს განარიდეს. ახლა კი ელისაშვილი ბრალს პოლიციას უყენებს და ამბობს, რომ მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მმართველ გუნდს არ გამორჩენია, რომ მშვიდობიანი მანიფესტანტების უკან დგანან და თავის მომენტს ელოდებიან ის ჯგუფები, რომელთაც პროტესტის ძალადობრივ პროცესებში გადაზრდა სურთ. აღნიშნული პოლიტიკური ლიდერები აქციის მართვის სადავეების ხელში ჩაგდებას და საპროტესტო მუხტის სათავისოდ გამოყენებას ცდილობენ. გამოუვათ თუ არა 29 აპრილს დაანონსებული აქცია, როდესაც მმართველი გუნდი მეორე მოსმენით გამჭვირვალობის კანონის დამტკიცებას აანონსებს, მოვლენათა განვითარება გვაჩვენებს.

„ვაცხადებთ სრულ მობილიზაციას მეორე მოსმენით განხილვის დღისათვის“, - წერს ექვსი ოპოზიციური პარტია საგანგებო მიმართვაში.

პარტიები აცხადებენ, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილის მიზანია „მოკლას საქართველოს ევროპული მომავალი“.

განცხადებას ხელს აწერენ: „ახალი“, „გირჩი მეტი-თავისუფლება“, „დროა“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელი“.

„ამ აქციის მონაწილეთა შორის და, განსაკუთრებით, ამ აქციის მმართველ და კულისებში მყოფ პოლიტიკოსებს თავისი კონკრეტული ვიწრო პოლიტიკური მიზანი აქვთ, რომ ეს აქცია გამოიყენონ თავიანთი რევოლუციური სცენარის გასაცოცხლებლად და განსახორციელებლად. როცა დაინახეს, რომ პარლამენტის წინ ესკალაცია არ გამოდიოდა, ამიტომ გადაინაცვლეს კანცელარიისკენ, სადაც სივრცე გაცილებით პატარაა, იქ დაპირისპირების პროვოცირება გაცილებით უფრო ადვილია და სწორედ ეს მიზანი ჰქონდა ამ აქციის ასეთი ტიპით გაგრძელებას“, - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ რადიკალური ოპოზიციის ლიდერებს აქციების კულისებიდან ყურება მობეზრდათ და პოლიტიკური ქულების დაწერაში ერთმანეთს ეჯიბრებია.

„ვითომ, თავიდან ცდილობდნენ არ ჩარეულიყვნენ და პროცესებისთვის თვალი შორიდნ ედევნებინათ, თუმცა ყველამ ხომ კარგად ვიცით ამ ყველაფრის უკან რომ ეს რადიკალური ჯგუფები დგანან. ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც საზოგდოების თვალში სრულიად გაკოტრებულები არიან, არანაირი ავტორიტეტს არ წარმოადგენენ, ვერანაირი პოლიტიკურ მუხტს ვერ აწევენ. პირიქით, გვარამიას, უგულავას, ელისაშვილის, ხაბეიშვილის, ვაშაძის ქცევებმა უკვე კომიკური სახე მიიღო. გვარამიას მობეზრდა დავარცხნილი პოლიტიკოსის იმიჯი და ისევ ისტერიკაში ჩავარდა. თან ყველამ დავინახეთ ერთმანეთს როგორ ასწრებენ თავის გამოჩენაში, რომ აქციების სათავეში მოქცეულიყვნენ. მათი გამოჩენა პირიქით, ძალიან ბევრ ხალხს დააფრთხობს და ამ აქციების მარგინალიზებას გამოიწვევს“,-ამბობს აბაშიძე.

მისივე თქმით, აქციების ორგანიზატორებს არანაირი გეგმა არა აქვთ და ეს გამოჩნდა კიდევაც, როცა ხალხს აქეთ-იქით ტყუილად დაატარებდნენ - ამ აქციებსაც ექნება ის დასასრული, როგორიც აქამდე ჰქონდა.

„რაღაცა ტექნიკურ მთავრობაზე საუბრობენ, ვადამდელი არჩევნების დანიშვნაზე, არადა არჩევნებმადე რამდენიმე თვეღა დარჩა. თუნდაც დავაკვირდეთ მათ განცხადებებს მედიასთან, რომელიც სრულიად ერთმანეთის საწინააღმდეგო და განსხვავებული იყო. პროტესტის გამომხატველებმა ვერ გაიგეს რა უნდათ. ოპოზიცია ვერაფრით ჩამოყალიბდა, კანონის გაწვევა უნდათ, მთავრობის გადადგომა, ვადამდელი არჩევნები, ივანიშვილის საქართველოდან წასვლა და თუ სხვა რამ. ეს მოთხოვნები არის ძალიან სასაცილო და ერთმანეთთან აცდენილი. ეს არ წარმოადგენს ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილის სურვილს“, - ამბობს აბაშიძე.

რაც შეეხება ალეკო ელისაშვილის ბოლოდროინდელ აქტიურობას და ახალი პოლიტიკური იმიჯის მორგებას, აბაშიძე აბობს, რომ ელისაშვილს თუ ჰგონია, რომ მოხულიგნო პოლიტიკურ ლიდერად ჩამოყალიბება მის ისედაც 1%-იან რეიტინგს რამეს შემატებს, ძალიან ცდება. პირიქით - არც ერთი ქართველის ღირებულებებში არ შედის ქურდულად კაცზე მიპარავა და ანგარიშსწორება.

„არაკაცურად, კოლეგაზე შეურაცხყოფის მიმყენებელი ალეკო ელისაშვილი ცდილობს, რამენაირად რომელიმე ოპოზიციური პარტიის გამსვლელ სიაში მოხვდეს. თავად ელისაშვილი ერთკაციანი პარტიის ლიდერია და ამიტომ ცდილობს ამ აქციებიდან ხეირის ნახვას - რეიტინგის აწევას და თავის წარმოჩენას. ელისაშვილის ეს ხულიგნული ნიშა, მისთვისვე არის დამაზიანებელი. ის უკვე დაგმო, არა მხოლოდ საზოგადოებამ, არამედ საგარეო აქტორებმაც. მისი პოლიტიკური მომავალი დასრულებულია, რაც არ უნდა პოლიციელებს დეჯახოს და კანონი დაარღვიოს, მაინც ვერაფერს მიაღწევს“, - ამბობს აბაშიძე.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ როგორც კი აქციების ავანგარდში ოპოზიცია გამოჩნდება, ეს მაშინვე ხელისუფლების წისქვილზე წყლის დასხმა იქნება. ძაბირძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ პროცესების დაძაბვა და რადიკალიზება, ყველაზე მეტად ხელს მმართველ გუნდს აძლევს, მით უმეტეს ისეთი პოლიტიკოსების აქციების სათავეში მოქცევა, რომელთა მიმართაც საზოგადოების დიდ ნაწილს, მათი წარსული პოლიტიკური საქმიანობის გამო, მიუღებლობა აქვს.

„მოდი, ალყა დავარტყათ პარლამენტს, ჯაჭვი შემოვარტყათ და ა.შ. აბსურდი და ენერგიის ფუჭი ხარჯვაა. ასევე კანცელარიასთან მისვლა და იმის ძახილი ულტიმატუმს ვიძლევით თუ კობახიძე არ ჩამოვა და არ დაგველაპარაკება, მერე ჩვენ ვიცითო. ეს ფუჭი საუბარი და მუქარები ყველაზე მეტად ამ აქციების მარგინალიზებას ახდენს. „კობახიძე ჩამოვიდეს და თვალებში უნდა ჩახვედო, იქნება სიყვარულიც უნდა ავუხსნა“ - რას ნიშნავს თვალებში უნდა ჩავხედო? როგორც კი ასეთ შეცდომებს დაუშვებს ოპოზიცია ხელისუფლება ამას მაშინვე გამოიყენებს.

იგივე საორგანიზაციო საკითები არა აქვთ ერთმანეთთან შეთანხმებული. ერთი მხარე ერთს ამბობს, მეორე სხვა რაღაცას ლაპარაკობს და მესამე საერთოდ სხვაგან არის. თბილისში პერმანენტულია აქციებისთვის რესურსი ამოწურულია. როცა გეგმა არ აქვთ, რომც შეიკრიბონ, რაზე უნდა ილაპარაკონ, ისევ კანონზე თუ პრემიერთან შეხვედრაზე?! და, რომ შეხვდებიან პრემიერს მერე რა? გადააფიქრებინებს ხაბეიშვილი და გვარამია თუ რა მოხდება? მოღალატეო კობახიძეს დაბლიდანაც ეძახიან და პირისპირ რომ უთხრან, ამით რა შეიცვლება?! სანამ წესიერად თავად არ ჩამოაყლიბდებიან, მანამდე ამ აქციების, როგორც კი პოლიტიკურ კონტექსტში გადათარგმნა მოხდება, ოპოზიცია ამ მუხტს დაკარგავს. ეს ხომ თამაშია და არაფერს იძლევა“, - ამბობს ძაბირაძე.

ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ პოლიტიკოსებმა ამ აქციებიდან საკუთარი მოგება არ უნდა ეცადონ. ეს მოგება არჩევნებზე უნდა მიიღონ.

„თავად გამოიყვანონ საკუთარი მხარდამჭერები. იგივე ელისაშვილმა, გვარამიამ, ხაბეიშვილმა და გამართონ პოლიტიკური აქციები, ხომ არავინ უშლით. იქ მოექცნენ სათავეში და ილაპარაკონ რაც უნდათ. რეგიონებში გამოიყვანონ ხლხი, მაგრამ ამას ხომ მოხერხება უნდა“, - ამბობს ძაბირაძე.

Maverick ტყუილად იჭაჭები ძაბირაძევ! მაგ შენი დარიგებები არ შესრულდება, რადგან გაუნათლებული, ნაცმიდრეკილი, ნაცარასტი, ქართველთ მოძულე ასოები არ კითხულობენ!
შენ და პატიკო ზაქარეიშვილს ხუხას საბავშვო ბაღში არც მიგიღებენ მოუმწიფებლობის გამო!
ასე, რომ რაც არ უნდა ბევრი იტრაკანოთ, ტრაკანა ექსპერტების თიკუნი მონიჭებული გაქვთ!
7 თვის უკან
trampi მავერიკ
რაო ......... რა ხდება მანდ??
მხედრიონი როდის გეწყებათ?? მე მითხრეს დეკემბრისთვის ვემზადებითო...
ეგრეააა???გამაგებინე ერთი, გამაგებინე საყვარელ კოლუმბზე ხო იცი ძაან ვნერვიულობ
ისე კი................ წამოდით მაქედან, წამოდი
7 თვის უკან