სპონტანური თუ კარგად დაგეგმილი პორვოკაცია, რატომ დაესხა თავს ალეკო ელისაშვილი უმარვლესობის ლიდერს მამუკა მდინარაძეს, როცა ის კომიტეტის სხდომაზე გამჭვირვალობის შესახებ კანონს წარადგენდა? მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ რადიკალები სიტუაციის გამწვავებას და არევას აპირებენ. მათი აზრით, ელისაშვილის საქციელი სწორედ ამას ემსახურებოდა და ეს კარგად დაგეგმილი სცანარის ნაწილი იყო, რომელიც ელისაშვილს შეასრულებინეს.
მათი თქმით, ეს უნდა იყოს გაფრთხილება და მაგალითი ყველასთვის, რადგან ერთ მუშტს მოიქნევენ და სამაგიეროდ ათი მოხვდებათ. „ოცებაში“ ფიქრობენ, რომ ელისაშვილის ქცევა კარგად დაგეგმილი პორვოკაცია იყო, რადგან მას ამ კანონპროექტთან დაკავშირებით ასეთი რადიკალური პოზიცია არ ჰქონდა. ამიტომაც უჩნდებათ საფუძვლიან ეჭვი, რომ არჩევნების წინ ეს არის რადიკალური ოპოზიციის მხრიდან მოთელვის პროცესი და ქვეყანაში პროცესების არევა სურთ.
ამის მაგალითად „ოცნებას“ ის ჩანაწერი მოაქვს, რომელიც ლგბტ ორგანიზაციების Zoom-შეხვედრიდან გავრცელდა. მას „პრაიდის“ დირექტორი მარიამ კვარაცხელია ატარებს, სადაც მამუკა მდინარაძის დისკრედიტაცია დაიგეგმა.
გავრცელებულ ე.წ. სქრინში ჩანს, რომ ლგბტ ორგანიზაციების შეხვედრაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერზე, მამუკა მდინარაძეზე შეტევა დაიგეგმა. კერძოდ, „სქრინში“ აღნიშნულია, რომ „მამუკა მდინარაძე უნდა იყოს მთავარი ასაგდები“, ასევე, მისი ასოცირება უნდა მოხდეს „ალტ-ინფოსთან“.
არსებული ინფორმაციით, კვარაცხელიამ დეტალურად ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა უნდა გაკეთებულიყო ამ მიმართულებით, ხოლო აღნიშნული შეხვედრა დაიგეგმა სტრატკომის მიერ, რომელშიც შედიან „გამჭვირვალობის კანონპროექტის“ საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორი არასამთავრობოები.
ანალიტკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ დაუშვებელია საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატმა მსგავსი ძალადობა ჩაიდინოს, რადგანაც როცა პარლამენტში ხარ და პოლიტიკოსი გქვია, თმენის ვალდებულება გაქვს. ძაბირაძე ამბობს, რომ ელისაშვილის ქცევა არის დასაგმობი, რადგან პარლამენტში უნდა იჭიდაო გონებით და არა მუშტით.
„ელისაშვილის ქცევას ვერაფრით გავამართლებ და მიუღებელია ასევე იმ ადამიანების პოზიციები, რომლებმაც ეს ძალადობა წაახალისეს. რა მაგალითს აძლევენ ახალგაზრდობას? სიძულვილი და დაპირისპირება ჩვენს ქვეყანას საითაც წაიყვანს, ყველამ კარგად ვიცით. რაც შეეხება იმას, ვის წისქვილზე ასხამს მსგავსი ქმედება წყალს, რა თქმა უნდა, ხელისუფლების. აქ ორი აზრი არაა, რადგან იქ რომ სხვანაირი ჩხუბი ატეხილიყო და მდინარაძეს და ელისაშვილს ერთმანეთი ეცემათ, კიდევ კარგი, მაგრამ კაცს, როემლიც საუბრობს და მოულოდნელად თავს ესხმი, ეს ძალიან ცუდია.
როდესაც ვსაუბრობთ, რომ ნებისმიერი პორვოცირება ოპოზიიცის მხრიდან გამოყენებული იქნება მათსავე საწინააღმდეგოდ, ამას ხელს თავად ოპოზიცია ხომ არ უნდა უწყობდეს. პირიქით, ხელისუფლება ცდილობს ხოლმე პროცესების დაძაბვას, რომ ეს მერე გამოიყენოს. „ოცნება“ უკვე მოგებულია იმ კონტექსტში, რომ პროცესების რადიკალიზებას ხალხი ხედავს ოპოზიციის მხრიდან. აღარაფერს ვამბობ „ოცნების“ მომხრეებზე, რომლებისთვისაც ეს მთავარი არგუმენტი იქნება. ქუჩაში აქციების დროს უნდა ეცადოს ოპოზცია, რომ პროცესები რადიაკლური არ გახდეს და შე დალოცვილო, ამას პარლამენტში აკეთებ, ამის გააზრება ხომ უნდა გქონდეს“, - ამბობს ძაბირაძე.
ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი კი აცხადებს, რომ ალეკო ელისაშვილის ქცევა პარლამენტარის საქციელში რომ არ ჯდება ეს თავისთავად გასაგებია, ხოლო არც კაცობის, არც ადამიანობის და არც ქართველობის საქციელშიც არ ჯდება. ნიკოლეიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ რადიკალებმა მას ტაში დაუკრეს და ეს მძიმე საქციელი შეუქეს.
„ამ ყველაფრს აქვს თავისი მიზეზი, რადგან ყველამ კარგად იცის ალეკო ელისაშვილის რადიკალურად შეცვლილი პოზიცია, რომელიც ძალიან ბევრი რაღაცის ეჭვს აჩენს. ეს არის კარგად დაგეგმილი პროვოკაცია, რომელიც ელისაშვილმა მშვენივრად შეასრულა. ამიტომ არ არის გამორიცხული, მსგავსი პროვოკაციები კიდევ ვიხილოთ და ეს ხელისუფლების მხრიდანაც იყო უკვე ნახსენები. როცა ქვეყანაში პრეზიდენტი პოლიციის ცოცხლად დაწვის მცდელობაში ბრალდებულ ადამიანს გარეთ უშვებს, ამაზე მეტი პორვოკაცია რაღა შეიძლება იყოს?!
არავითარი შიში და უხერხულობა არ უნდა იყოს იმისთვის, რომ ეს ადამიანები დაისაჯონ. თუკი ვიცით, არის ინფორმაცია, რომ ვიღაცა რაღაცა სცენარებისთვის, პროცესების რადიკალიზებისთვის ემზადება, ამას არ უნდა დაველოდოთ. ხელისუფლებას ამაზე დროული და სწორი რეაგირება უნდა ჰქონდეს. დავინახეთ ალეკო ელისაშვილს რადიკალებმა მხარი როგორ დაუჭირეს და შეაქეს. ქვეყანა იმყოფება საინფორმაციო ომში, ისინი ეცდებინ ქვეყნის აყირავებას და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ, ხელისუფლებამ უნდა იმუშავოს მეტი, რადგან ეს ხალხი ყველაფერზეა წამსვლელი და ელისაშვილის ქცევა ამის საუკეთესო მაგალითია“, - ამბობს ნიკოლეიშვილი.
მისივე თქმით, მოსახლეობას მმართველმა გუნდმა ელისაშვილების რეალური სახე უნდა ანახოს. ანალიტიკოსი ამბობს, რომ არსებობს რაღაცა ინფორმაციები, მაგრამ ეს უნდა საჯარო გახდეს, რადგან საზოგადოებამ იცოდეს, ვინ ვისი ინტერესებით და რატომ მოქმედებს.
„გაირკვა, რომ ყველაფერი დაგეგმილი ყოფილა და რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ყველაფერი არჩევნების შემდგომი არეულობისთვის ერთგვარი რეპეტიციაა. ხელისუფლების წინაშე რამდენიმე ამოცანა დგას, მათ შორისაა „გამჭვირვალობის კანონის“ მიღება, საინფორმაციო კამპანიის წარმოება როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ და რადიკალების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების შემუშავება“, - ამბობს ანალიტიკოსი.