„გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, როდესაც ოპოზიციის ქცევას უყურებს, „ოცნების“ ოპოზიციით ჩანაცვლების შიში უჩნდება“

„გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, როდესაც ოპოზიციის ქცევას უყურებს, „ოცნების“ ოპოზიციით ჩანაცვლების შიში უჩნდება“

ციფრებით და რეიტინგებით მანიპულაცია - წინასაარჩევნოდ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც კვლევებს ატარებს, სადაც მოცემული შედეგები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. ბოლო პერიოდში ერთმანეთის მიყოლებით გამოქვეყნდა სოციოლოგიური კვლევები, სადაც პარტიებს განსხვავებული რეიტინგები აქვთ, რაც, ცხადია, ბევრ კითხვასაც ბადებს და რაც მთავარია, ჩამტარებლის პოლიტიკურ დაინტერესებაზე მიუთითებს. თუმცა ცხადია, რომ ეს მხოლოდ მიახლოებით სურათს ქმნის და არჩევნების დღეს შესაძლოა სრულიად რადიაკლური სურათი მივიღოთ.

ანალიტიკოსები for.ge-სთან ამბობენ, რომ ძალიან ბევრი ფაქტორი მოქმედებს, როგორც ამომრჩევლის გადაწყვეტილებაზე, ასევე არჩევნების პროცესზე. მათი თქმით, ახლა, როცა ქვეყანამ კანდიდტის სტატუსი მიიღო, დიდი ალბათობით, ხელისუფლების რეიტინგი გაზრდილია და ეს „გორბის“ კვლევებითაც გამოჩნდა. ამის გასაბთილებლად „მთავარმა არხმა“ კვლევა ISSA-ს დაუკვეთა. მათ მიერ მოცემული საბოლოო შედეგის მიხედვით, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭერდით მხარს პასუხები ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ - 37.4%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელი“ - 18.8%, „ახალი“ - 13.8%, „საქართველოსთვის“ -5.2%, „ლელო საქართველოსთვის“ -4.7%, დანარჩენი პარტიები კი ვერ ლახავენ 5%-იან ბარიერს.

არადა იმედის დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მიხედვით, ამ კვირაში რომ არჩევნები იყოს, „ქართულ ოცნებას“ 60.4% მისცემდა ხმას, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გამარჯვების პლატფორმას - 12.6%. „ლელოს“ - 4.7%, „ევროპულ საქართველოს“ - 4.5%, გიორგი გახარიას პარტიას კი - 3.7%.

 „მთავარი არხის“ დაკვეთით ჩატარებულ კვლევებს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა: „გუშინდელი სოციოლოგიური კვლევის შედეგები იყო საუკუნის ანეკდოტი, ჩვენ გავიმარჯვებთ“.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან ამბობს, რომ საერთოდ, ყველა გამოკვლევა, რომელიც არჩევნების წინა პერიოდში ტარდება, ყოველთვის საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას ემსახურება. ანჯაფარიძე ამბობს, რომ ასევე, გააჩნია ვინ არის ამა თუ იმ კვლევის დამკვეთი და რა კონკრეტული მიზნები აქვს დასახული.

„თუ ვიცით ვინ არის კვლევის დამკვეთი, შეგვიძლია ისიც გამოვიცნოთ, თუ რისი თქმა უნდა და რისი მიღწევა. გასაგებია, „გორბის“ კვლევა გაკეთებული იყო „იმედის“ დაკვეთით და შესაბამისად, მას უნდა გაემყარებინა მოსაზრება იმის, რომ „ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობას იღებს. ხოლო რაც შეეხება „მთავარი არხის“ მიერ დაკვეთილ კვლევას, ფაქტია, ემსახურებოდა იმას, რომ ეჩვენებინათ „ოცნება“ ვერ იღებს უმრავლესობას. სამაგიეროდ კი „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი წარმონაქმნი „ახალი“ იმხელა მხარდაჭერით სარგებლობს, რომ გუშინწინ დაფუძნებულმა პარტიამ 9%-აკრიფა. ეს მაგონებს გიორგი თარგამაძემ პარტია „ქრისტიან დემოკრატები“ რომ შექმნა და მაშინ რომელიღაც კვლევაში 9%-იც კი დაუწერეს. ამიტომ მე პირადად ასეთ კვლევებს დიდი ნდობით არ ვეკიდები. თუ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს გავითვალისწინებთ და იმის განჭვრეტას, რა შეიძლება მოხდეს, პარტიების რეიტინგებიც ამის მიხედვით შეიცვლება. ჯერჯერობით, რასაც ვუყურებ, თუნდაც ამ კანონის გარშემო რაც ხდება, ოპოზიციურმა პარტიებმა თავი ძალიან ცუდად წარმოაჩინეს, ელისაშვილიდან დაწყებული სხვებით დამთავრებული. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ოპოზიციის რეიტინგი კიდევ უფრო დაეცეს“, - ამბობს ანჯაფარიძე.

მისივე თქმით, როდესაც გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ხედავს იმ ძალების მოქმედებას, რომლებიც ხელისუფლების ალტერნატივად მიიჩნევიან, მათ მიმართ უნდობლობით იმსჭვალებიან. ანალიტიკოსი ამბობს, რომ თუნდაც ის, რაც ახლა ხდება და როგორც ცდილობს ოპოზიცია პროცესების ხელოვნურად დაძაბვას, საზოგადოებაში ეს შიშს იწვევს და არჩევანს ისევ ხელისუფლებაზე აკეთებს.

„გადაუწყვეტელ ამომრჩეველს უფრო მეტი კრიტიკა და ანალიზი შეუძლია, ვიდრე რომელიმე პოლიტიკური პარტიის უკვე ჩამოყალიბებულ ელექტორატს. ამიტომ, როდესაც ოპოზიციის ქცევას და მოქმედებებს უყურებენ, მათ „ოცნების“ ოპოზიციით ჩანაცვლების შიში უჩნდებათ. ამიტომ არჩევნებზე ან სახლში დარჩებიან და ეს იქნება მათი პროტესტი შექმნილ სიტუაციაზე, ან აირჩევენ ისევ სიმშვიდეს და „ოცნებას“ დაუჭერენ მხარს“, - ამბობს ანჯაფარიძე.

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე კი ამბობს, რომ „გორბის“ კვლევები წლიდან-წლამდე, არჩევნების შედეგებს მაღალი სიზუსტით ემთხვევა. მამრაძე for.ge-სთან აცხადებს, რომ რაც შეეხება სხვა კვლევებს, მათი ანალიზის მთავარი მიზანი საზოგადოების მანიპულირებაა. ეს კი „მთავარი არხის“ მიერ გამოქვეყნებული კვლევებით კიდევ ერთხელ დასტურდება.

„სამწუხაროდ, 2012 წელს „ენდიაის“ კვლევით ინგა გირგოლია და გიორგი თარგამაძე უფრო პოპულარულები იყვნენ, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი, რომლის აქციებზეც ლამის, ყოველ დღე, 300 ათასამდე კაცი გამოდიოდა. პრაქტიკამ აჩვენა, რომ კვლევები ბევრს არაფერს ნიშნავს. ტრამპის არჩევნების წინ, ყველაზე ავტორიტეტულმა ინსტიტუტებმა დადეს შედეგები, რომ ჰილარი კლინტონი დიდი შედეგებით იგებდა.

ჯერჯერობით, საქართველოში „გორბის“ კვლევები სინამდვილეს შეესაბამება. რაც შეეხება იმას, რამდენად შეიძლება ამ დროში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალოს, - შესაძლებელია. თუმცა ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი „ოცნება“ გამოუსწორებელ შეცდომას დაუშვებს და მისი გამოსწორება შეუძლებელი იქნება. იმის გამო, რომ ქვეყანაში ძალადობა არ არის, ადამიანის უფლებების შელახვა მასობრივად არ ხდება, როგორიც ციხის კადრების გამოქვეყნების შედეგად გახდა ცნობილი, გამორიცხულია, რომ „ოცნების“ პირობებში მსგავსი რამ მოხდეს. ხოლო თუ რაღაცას შეთითხნიან და ეს იქნება ტყუილი, ეს პირიქით, რადიკალური ოპოზიციის წინააღმდეგ იმოქმედებს“,-ამბობს მამრაძე.

მისივე თქმით, ახლა ოპოზიციის მცდელობაა, რომ ქვეყანაში პროცესების რადიკალიზაცია მოხდეს და ეს წამგებიანი მხოლოდ მათთვის იქნება. გარკვეულწილად, ეს „ოცნების“ წისქვილზე წყალს დაასხამს. მამრაძე ამბობს, რომ ამის მაგალითია, როცა პარლამენტის ბლოკადა მოხდა და ოპოზიცია პარლამენტში არ შედიოდა, ამას საზოგადოების მხრიდან პირიქით, უკურეაქცია მოჰყვა. ამიტომ, როგორც მამრაძე ამბობს, მსგავსი რადიკალური ნაბიჯების გადადგმა მოსახლეობას აშინებს და პირიქით, ოპოზიციის მარგინალიზება ხდება.

 

 

trampi დღეს 1989 წლის 9 აპრილზე მძიმე მდგომარეობა გვაქვს--- უფრო დიდი და უფრო ვერაგი მტერი გვყავს(ე.წ. კოლექტიური დასავლეთი)
პლიუს ფულზე გაყიდული დიდი რაოდენობის შინაური მტერი!!!!!!!!!!!!!!! მაშინ მარტო გარე მტერი გვყავდა (სსრკ),...... შინაური არა გვყავდა
მოკლედ ეხლა გაცილებით მძიმე მდგომარეობა გვაქვს, გაცილებით მძიმე
ყოჩაღ მთავრობას....კობახიძე პაპუაშვილს ................თუ ესენი იყოჩაღებენ შეიძლება მართლა გავხდეთ დამოუკიდებელი ქვეყანა.....
7 თვის უკან
trampi თუ ეხლა ამერიკამ იღლიაში ბოლომდე ამოგვიდო მაშინ მთელი ეს 35--37 წელი სუ წყალში იყრება
აბა მაშინ რა გვინდოდა რუსებისაგან?-------- ქვეყანა დავანგრიეთ, ტერიტორიები დავკარგეთ, ხალხი განახევრდა, ყველაფერი თავზე დაგვემხო და ეს
ყველაფერი მაშინ რისთვის????
რომ ეხლა ამერიკის უკანალში ამოგვეყო თავი იმისთვიიის?
რათა აქ კაი სუნია, ვიდრე რუსი ვანიას ტრაკშიიი??
იმიტომ იძახოდა პუტინი----- თქვენ დამოუკიდებლობა კი არა პატრონის შეცვლა გდომებიათო ----იმის დასაცინები ვხდებით
მოკლედ სხვა გზა----- არაა ესენი მეშვიდეები უნდა გახდნენ, ,მეშვიდეები!!!!!!!!!!!!!!!!


კაცი წყალში დახრჩობას რომ გადააარჩინეს და დაუწყეს მერე------- აი გადაგარჩინეთ, აი გადაგარჩინეთ, აი გადაგარჩინეთ...ყელში ამოუყვანეს
არ მინდა ესეთი გადარჩენაო და თავისით გადახტა წყალში
თუ ამან უარესი გვიყო რად მინდა ასეთი გადარჩენა
მით უმეტეს ეს გაცილებით ვერაგია, გაცილებით .
7 თვის უკან
ცუგო- ამერიკელების ასეთი ღრმა შეშფოთება მაოცებს და მაბრაზებს, ასეთი რა აქვთ დასამალი ან რას აპირებენ არჩევნებისთვის ჩუმად და უკანონოდ?! უეჭველი ნაცების მოყვანა უნდათ ხელისუფლებაში :((( ღმერთმა დაგვიფაროს!
7 თვის უკან
დოი ფაშიზმი მოდის საქართველოში,ლიბერალური ფაშიზმი სანაცეთის თამადობით! გუშინდელი აქცია იყო ამის ნათელი გამოხატულება - დაგეშილი,გავეშებული ახალგაზრდობა,უზნეოების გამომხატველი ქალები,რომლებიც უნდა ყოფილიყვნენ სიმშვიდის დამცველები და რაც გუშინ ვნახეთ ამის დასტურია! სიფხიზლე გვმართებს ხალხსაც და ხელისუფლებას. არაა ეს რუსული კანონი,ესაა ლიბერალური ფაშიზმი ს დამკვიდრების დამცველების პროტესტი!
7 თვის უკან