„რომელ 15-17 ათას ლარზეა საუბარი თვეში, ეს თანხა ადრე ჰქონდათ არასამთავრობოებს, ახლა ასი ათასები აქვთ ხელფასები „ენჯეო“ სექტორში“

„რომელ 15-17 ათას ლარზეა საუბარი თვეში, ეს თანხა ადრე ჰქონდათ არასამთავრობოებს, ახლა ასი ათასები აქვთ ხელფასები „ენჯეო“ სექტორში“

„საქართველოში ასობით მილიონი დოლარი თუ ევრო შემოდის და ქართველმა ხალხმა არ იცის, ვინ ვის მისცა ეს ფული, რაში დაიხარჯა“, - აცხადებს ყოფილი პოლიტპატიმარი დაჩი ცაგურია და ინტერესდება, ნუთუ ჩვენმა საზოგადოებამ არ დაიმსახურა, რომ ამ თანხების შესახებ ფლობდეს ინფორმაციას? მისი თქმით, ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია დეკლარირებს, რომ მათ ძალიან კარგი მიზნები და ამოცანები აქვთ. ამის მიუხედავად, გაუგებარია, რატომ არ უნდა იყოს საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია იმის შესახებ, რა პროექტები განახორციელეს არასამთავრობოებმა, რა დაფინანსება მიიღეს და საიდან.

პოლიტოლოგ ირაკლი გოგავა თქმით, საქართველოში 10 ათასიდან მხოლოდ 200 ორგანიზაცია ფინანსდება უხვად, ეს არის „მეხუთე კოლონა“, ანუ ენჯეო სექტორი, რომელიც უცხოელების ხელში ინსტრუმენტად გამოიყენება. მისი თქმით, არასამთავრობოების დიდი უმრავლესობა ხშირად სხვა ქვეყნების სპეცსამსახურების მიერ გამოიყენება და ეს დასავლელი პარტნიორების არადაბალანსებული საგრანტო პოლიტიკის შედეგია.

რის დამალვას უფრთხიან გიგაურები და მშვენიერაძეები, ამის ახსნას უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა შეეცადა. მისი თქმით, გიგაურებს, მშვენიერაძეებს, ცალ ფეხზე მოხტუნავეთა სექტის წარმომადგენლებს თვეში 15-17 ათასი ლარი აქვთ ხელფასი, პარლამენტარებზე 4-5-ჯერ მეტი, ამიტომაც არ უნდათ, რომ ღიაობა და გამჭვირვალობა შევიდეს ამ სექტორში.

ხელისუფლება ამტკიცებს, რომ 6-7 მდიდარ „ენჯეოს“ წლის განმავლობაში 85-მილიონი ლარის ოდენობით დაფინანსება აქვს აღებული და აქედან მხოლოდ 15 მილიონია დეკლარირებული. საუბარია იმაზე, რომ მდიდარ ენჯეოებს, სულ მცირე, ორჯერ ჰქონდათ ცდუნება, პროცესები რევოლუციური გზით წარემართათ. პირველად ეს მოხდა 2020-21 წლებში, როცა გაუმჭვირვალობით ისარგებლეს და პროცესების ხელოვნურად წარმართვა გადაწყვიტეს, გამოაცხადეს რა არჩევნები გაყალბებულად.

მდიდარი ენჯეოები რევოლუციური სცენარის ეპიცენტრში მეორედ უკვე 2022 წელს მოექცნენ, როცა კანდიდატის სტატუსის ვერმიღების საბაბს იშველიებდნენ ხელისუფლების დასამხობად. როგორც მმართველი გუნდი ირწმუნება, მდიდარ „ენჯეოებს“ მაშინ მთავრობის გადადგომა, ტექნიკური მთავრობის შექმნა და საკვანძო თანამდებობების ხელში ჩაგდება სურდათ.

სულ ახლახანს ცნობილი გახდა, რომ ელენე ხოშტარიასა და მისი ოჯახის ანგარიშზე მოსკოვიდან ლონდონის ერთ-ერთი ბანკის მეშვეობით თანხის გადარიცხვა მოხდა და ხოშტარიების ანგარიშზე 30 000 ფუნტი ჩაირიცხა. ამასთან დაკავშირებით ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე აცხადებს, რომ მოსკოვიდან გასროლილი თანხებით ივსება ჩვენში არსებული წამყვანი რევოლუციონერ-ნეოტროცკისტი „ენჯეოშნიკების“ ჯიბეები, ამიტომაც იბრძვიან ასე თავგამეტებით ქართული კანონის წინააღმდეგ, რომელიც საქვეყნოდ გამჭვირვალეს გახდის მათ უზნეობას.

რა თანხები ტრიალებს არასამთავრობო სექტორში?!

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ არასამთავრობო სექტორში სოლიდური თანხები ტრიალებს და ამის გამჟღავნება არ აწყობს ამ სექტორს.

„რა თქმა უნდა, თვეში 15-17 ათასი კი არა, 15 დოლარი და ცენტიც რომ იყოს, არასამთავრობოებს არ აწყობთ, მათ მიერ აღებული თანხების მიმართ ზედმეტი საუბარი დაიწყოს. ცხადია, არასამთავრობოებს ყველაფრის მიმართ ექნებათ სიფრთხილე და შიში, რაც მათ მიერ განკარგული თანხების გამჭვირვალობას შეეხება და ეს ბუნებრივი შიშია“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი მიიჩნევს, რომ „გამჭვირვალობის კანონის“ მიმართ გამომჟღავნებული უარყოფითი რეაქციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისიცაა, რომ არასამთავრობოებს არ სურთ თავიანთი სოლიდური დაფინანსების გამჟღავნება.

„არასამთავრობოებს მერკანტილური ინტერესები ამოძრავებთ. ამის მიუხედავად, მაინც ვთვლი, რომ ხელისუფლებას არჩევნებამდე უნდა მიეღო „გამჭვირვალობის შესახებ კანონი“, რადგან ეს კანონი არის ერთგვარი პრევენციული ღონისძიება. წარმოიდგინეთ, ზვავი როცა მოსალოდნელია, მცირე მუხტებით აფეთქებენ ხოლმე მოძრავ ქანებს, რომ ნელ-ნელა ჩამოშალონ. არჩევნების შემდეგ „გამჭვირვალობის შესახებ კანონი“ რომ მიეღოთ, შესაძლოა, ეს ისეთივე საფრთხე ყოფილიყო, რაც იყო 90-იან წლებში, ანუ სამოქალაქო ომის საფრთხე და, ასევე, 2003 წელს, ვარდების რევოლუციის დროს. ასეთ შემთხვევაში, სრულად მოსალოდნელი იქნებოდა სახელმწიფოს ჩამოშლა“,-აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა ჩვენთან საუბრისას.

მანვე განმარტა, რომ საეჭვოა, პროტესტანტების სცენარი განხორციელდეს, რადგან ისინი ქუჩაში ხალხს ვერ გამოიყვანენ. ამის საპირისპიროდ ხელისუფლებას აქვს ორი იარაღი - ერთია, დარწმუნება, რომ ვისი დარწმუნებაც შესაძლებელია, ის დაარწმუნონ და ვისი დარწმუნებაც არ შეიძლება, იმას კანონის ენით უნდა ელაპარაკონ, ანუ ძალა უნდა გამოიყენონ.

„სხვათა შორის, „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით ახლანდელი ელჩების პოზიციაც წინამორბედი ელჩების განცხადებებს ემთხვევა. ეს გასაკვირი არაა, რადგან ვინც ეს ელჩები გამოგზავნა, მათი პოზიციაა ასეთი რადიკალური. ამას განაპირობებს ის, რომ იგივე ადმინისტრაციაა შეერთებულ შტატებში და იგივე შარლ მიშელია ევროკავშირში. თუმცა, იმედია, მათი პოლიტიკა შეიცვლება“, - გვითხრა დავით ზარდიაშვილმა.

„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე დარწმუნებულია, რომ თვეში 15-17 ათას ლარზე საუბარი მიზერულია და მდიდარი ნჯო-ები გაცილებით მეტ თანხებს განკარგავენ.

„რომელ 15-17 ათასზეა საუბარი, ეს თანხა ადრე ჰქონდათ არასამთავრობოებს, ახლა ასი ათასები აქვთ ხელფასები „ენჯეო“ სექტორში. 15-17 ათასი ლარი კი ის თანხაა, რასაც ოფიციალურად სახელმწიფო ხედავს, 90% რამდენი თანხაა, არავინ იცის“, - აღნიშნა ნანა კაკაბაძემ ჩვენთან საუბრისას.

trampi დღეს 1989 წლის 9 აპრილზე მძიმე მდგომარეობა გვაქვს--- უფრო დიდი და უფრო ვერაგი მტერი გვყავს(ე.წ. კოლექტიური დასავლეთი)
პლიუს ფულზე გაყიდული დიდი რაოდენობის შინაური მტერი!!!!!!!!!!!!!!! მაშინ მარტო გარე მტერი გვყავდა (სსრკ),...... შინაური არა გვყავდა
მოკლედ ეხლა გაცილებით მძიმე მდგომარეობა გვაქვს, გაცილებით მძიმე
ისე ყოჩაღ მთავრობას....კობახიძე პაპუაშვილს ................თუ ესენი იყოჩაღებენ შეიძლება მართლა გავხდეთ დამოუკიდებელი ქვეყანა.....
7 თვის უკან
trampi თუ ეხლა ამერიკამ იღლიაში ბოლომდე ამოგვიდო მაშინ მთელი ეს 35--37 წელი სუ წყალში იყრება
აბა მაშინ რა გვინდოდა რუსებისაგან?-------- ქვეყანა დავანგრიეთ, ტერიტორიები დავკარგეთ, ხალხი განახევრდა, ყველაფერი თავზე დაგვემხო და ეს
ყველაფერი მაშინ რისთვის????
რომ ეხლა ამერიკის უკანალში ამოგვეყო თავი იმისთვიიის?
რათა აქ კაი სუნია, ვიდრე რუსი ვანიას ტრაკშიიი??
იმიტომ იძახოდა პუტინი----- თქვენ დამოუკიდებლობა კი არა პატრონის შეცვლა გდომებიათო ----იმის დასაცინები ვხდებით
მოკლედ სხვა გზა----- არაა ესენი მეშვიდეები უნდა გახდნენ, ,მეშვიდეები!!!!!!!!!!!!!!!!

კაცი წყალში დახრჩობას რომ გადააარჩინეს და დაუწყეს მერე------- აი გადაგარჩინეთ, აი გადაგარჩინეთ, აი გადაგარჩინეთ...ყელში ამოუყვანეს
არ მინდა ესეთი გადარჩენაო და თავისით გადახტა წყალში
თუ ამან უარესი გვიყო რად მინდა ასეთი გადარჩენა
მით უმეტეს ეს გაცილებით ვერაგია, გაცილებით .
7 თვის უკან