პრეზიდენტი სასწაულ სკანდალში გაეხვა, იურიდიული სკანდალი დავარქვათ ამას: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას სალომე ზურაბიშვილმა ნებართვა სთხოვა იმ მუხლით, რაზეც ამბობდა, რომ ამ მუხლით ნებართვა არ უნდა გაიცემოდესო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„სხვა მუხლზე აპელირებდნენ საკონსტიტუციო სასამართლოში. ის მუხლი, ის პუნქტი მიუთითა, რომელსაც არ აღიარებდნენ - ეს არ არისო იმ მოქმედების დამრეგულირებელი, რომლითაც პრეზიდენტმა ქვეყნის გარეთ ვიზიტები უნდა განახორციელოსო. ანუ, ამ ერთი ჩანაწერით აღიარეს, რომ სიცრუე და „ფეიკი“ იყო მათი მთელი დავა საკონსტიტუციო სასამართლოში“, - აღნიშნა მდინარაძემ.
სალომე ზურაბიშვილი აღიარებს, რომ კონსტიტუცია დაარღვია - ასე აფასებენ მმართველ გუნდში ზურაბიშვილის მხრიდან ლიეტუვაში ვიზიტზე მთავრობის ნებართვის მოთხოვნას. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილის ქმედებები ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს და საგარეო პოლიტიკას, რის გამოც მას ლიეტუვაში ვიზიტთან დაკავშირებით უარი უთხრეს