შალვა პაპუაშვილი: ჩვენ გარშემო ყოველდღიურად იცვლება უსაფრთხოების გარემო და საქართველო ამ ყველაფერში არის უსაფრთხოების კუნძული

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ გარშემო ყოველდღიურად იცვლება უსაფრთხოების გარემო და საქართველო ამ ყველაფერში არის უსაფრთხოების კუნძული

ჩვენ გარშემო ყოველდღიურად იცვლება უსაფრთხოების გარემო და საქართველო ამ ყველაფერში არის უსაფრთხოების კუნძული, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის შეფასებისას.

მისი თქმით, რეგიონში გუშინწინ ვიღაცას მტრად აცხადებდნენ, გუშინ მეგობრად და
დღეს ისევ ბომბავენ.

„კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ისევე როგორც მთლიანად უსაფრთხოების სისტემის ეფექტიანობას საქართველოში. ჩვენ გარშემო რა ხდება, ხედავთ. გუშინწინ რეგიონში ვიღაცას მტრად აცხადებდნენ, გუშინ მეგობრად და დღეს ისევ ბომბავენ. ჩვენს გარშემო უსაფრთხოების გარემო ყოველდღიურად იცვლება და საქართველო ამ ყველაფერში უსაფრთხოების კუნძულია, იმ თავდასხმების მიუხედავად, რომელსაც, სამწუხაროდ, ბრიუსელის მიერ დაფინანსებული ჯგუფები ახორციელებენ, უპირველეს ყოვლისა, ჩვენს უსაფრთხოების სისტემაზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მარბიელი ბატ. შალვა, რამდენი წელი იმუშავეთ იმ გერმანულ დონორ ორგანიზაციაში, რომელიც ქართულ ასო-ებს აფინანსებდა? 8 წელი ხომ!
მაშინ არ გაწუხებდათ, რომ დაფინანსება არაგამჭვირვალე იყო?
მაშინ არ გაწუხებდათ, რომ თქვენც და ის ასოებიც დიფსტეიტის დავალებას ასრულებდით/
მაშინ რატომ არ იყავით საქართველოს პატრიოტი?
იმ გერმანული დონორორგანიზაციიდან წამოსვლის შემდეგ იმ და სხვა მსგავს ორგანიზაციებს რომ დაუპირისპირით, ეს არაა გაქცევა და ღალატი იმისა, ვისი მეშვეობითაც წლების მანძილზე ოჯახს ინახავდით?
5 საათის უკან