უბედნიერესი ვარ და უბედნიერესია სრულიად საქართველო. ყოჩაღ ბიჭებს!, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა.
„ყველაფერი გააკეთეს, ბოლომდე დადეს თავი და გამარჯვება მოიტანეს. საქართველო ყოველთვის გაიმარჯვებს“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
საქართველოს ნაკრებმა პენალტების სერიაში საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.