ზაზა ფაჩულია საქართველოს ნაკრებზე: მადლობა ბიჭებს თავდადებული ბრძოლისთვის და ამ წუთებისთვის, რომელიც მთელ ქვეყანას აჩუქეს

ზაზა ფაჩულია საქართველოს ნაკრებზე: მადლობა ბიჭებს თავდადებული ბრძოლისთვის და ამ წუთებისთვის, რომელიც მთელ ქვეყანას აჩუქეს

ლეგენდარული ქართველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ულოცავს.

„ისტორიული დღეა - მადლობა ბიჭებს თავდადებული ბრძოლისთვის და ამ წუთებისთვის, რომელიც მთელ ქვეყანას აჩუქეს“, - განაცხადა ზაზა ფაჩულიამ.

საქართველოს ნაკრებმა პენალტების სერიაში საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.