რატი ბრეგაძე: ახდა ოცნება, მადლობა თავდადებისთვის, მადლობა სიხარულისთვის, მადლობა სიყვარულისთვის

რატი ბრეგაძე: ახდა ოცნება, მადლობა თავდადებისთვის, მადლობა სიხარულისთვის, მადლობა სიყვარულისთვის

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ქართველ ფეხბურთელებს გამარჯვებისთვის მადლობას უხდის.

„ახდა ოცნება. მადლობა თავდადებისთვის. მადლობა სიხარულისთვის. მადლობა სიყვარულისთვის“, - წერს ბრეგაძე სოციალურ ქსელში.

საქართველოს ნაკრებმა პენალტების სერიაში საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.