რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ „ქრონიკის“ ეთერში საზოგადოებას საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გამარჯვება მიულოცა.
„გილოცავთ! დღეს დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ეს ქვეყანა გამარჯვებებს იმსახურებს. მთელ საქართველოს ვულოცავ!“, - განაცხადა ზარქუამ.
საქართველოს ნაკრებმა პენალტების სერიაში საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა