პარლამენტის ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე ქართველ ფეხბურთელებს ისტორიულ გამარჯვებას ულოცავს.
„ჩვენმა ნაკრებმა ისტორია დადო. ეს არის საოცარი გამარჯვება. ახალი ენერგია მიიღო მთელმა ქვეყანამ, მთელმა საქართველომ! ვულოცავ ჩვენს ნაკრებს, მწვრთნელებს, ფედერაციას. ძალიან ბევრი იშრომეს, რომ ამ გამარჯვებამდე მივსულიყავით. წარმატებები საქართველოს!“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საქართველოს ნაკრებმა პენალტების სერიაში საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.