აშშ-ის საელჩო: ვულოცავთ ეროვნულ ნაკრებსა და ყველა გულშემატკივარს ოცნების ახდენას

აშშ-ის საელჩო: ვულოცავთ ეროვნულ ნაკრებსა და ყველა გულშემატკივარს ოცნების ახდენას

აშშ-ის საელჩო საქართველოში ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს. საელჩომ განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„ვულოცავთ ეროვნულ ნაკრებსა და ყველა გულშემატკივარს ოცნების ახდენას. გილოცავთ მთელ საქართველოს ამ ისტორიულ გამარჯვებას!“ - წერია განცხადებაში.

საქართველოს ნაკრებმა პენალტების სერიაში საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.