მაია ბითაძე: ჩვენი ოპოზიციონერები არ ტოვებენ არც ერთ შანსს იმისთვის, რომ ამ ქვეყნის ევროინტეგრაციას ხელი არ შეუშალონ

მაია ბითაძე: ჩვენი ოპოზიციონერები არ ტოვებენ არც ერთ შანსს იმისთვის, რომ ამ ქვეყნის ევროინტეგრაციას ხელი არ შეუშალონ

ჩვენი ოპოზიციონერები არ ტოვებენ არც ერთ შანსს იმისთვის, რომ ამ ქვეყნის ევროინტეგრაციას ხელი არ შეუშალონ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ ბრიუსელში „ქრონიკასთან“ განაცხადა.

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ უკრაინის დელეგაცია იმეორებს რადიკალური ოპოზიციის ნარატივს.

„სამწუხაროდ, ამას ერთი თავი აქვს - საქართველოს რეპუტაციის შელახვა, რაც წარუმატებელია. როგორც ევროკავშირის, ისე აშშ-ის მხრიდან არაერთხელ დადასტურდა, საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სანქციების გვერდის ავლით, საქართველოს ტერიტორიის გავლით, რუსეთში არანაირი პროდუქტი და საშუალება არ მოხვდეს“, - აღნიშნა ბითაძემ.

ქართველი ოპოზიციონერებისა და უკრაინის დელეგაციის უარის გამო, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროინტეგრაციის შესახებ რეზოლუციას ევრონესტზე ვერ მიიღებენ.