ანრი ოხანაშვილი: ფაქტია, რომ უკრაინის ხელისუფლების კონკრეტულ წარმომადგენლებს და „ნაცმოძრაობის“ ამ ჯგუფს შორის არის შეთანხმება, რომ მათ ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა როგორმე დაზიანდეს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ფაქტია, რომ უკრაინის ხელისუფლების კონკრეტულ წარმომადგენლებს და „ნაცმოძრაობის“ ამ ჯგუფს შორის არის შეთანხმება, რომ მათ ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა როგორმე დაზიანდეს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია.

„ეს ნიშნავს ერთობლივ მოქმედებას ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის საწინააღმდეგოდ. ეს არის უმძიმესი რამ, მიზანი არის ცხადი. ფაქტია, რომ უკრაინის ხელისუფლების ამ კონკრეტულ წარმომადგენლებს და „ნაცმოძრაობის“ ამ ჯგუფს შორის არის შეთანხმება, რომ მათ ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა როგორმე დაზიანდეს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია. მათი საბოლოო მიზანი არის არა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, არამედ პირიქით, ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაზიანება. რა თქმა უნდა, ეს ასევე ემსახურება პოლიტიკურ ინტერესებს“, - აღნიშნა ოხანაშვილმა.

ქართველი ოპოზიციონერებისა და უკრაინის დელეგაციის უარის გამო, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროინტეგრაციის შესახებ რეზოლუციას ევრონესტზე ვერ მიიღებენ.