პარტიული შვებულება თქვენი საქმე არ არის, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, ისვენებს თუ არა ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი დუბაიში.
„ის რომ იყოს საჯარო მოხელე, პრემიერი ან სხვა ასეთ თანამდებობას იკავებდეს, მაშინ ანგარიშვალდებულების ფარგლებში გეტყოდით, რომ შვებულებაშია ამდენი დღით, ამას აკეთებს, იმას აკეთებს, მაგრამ პარტიული შვებულება ნამდვილად არ არის თქვენი საქმე, ეს ერთი. ადამიანმა სამი წელი თავდაუზოგავად იმუშავა, თუ მართლა შვებულებაში გავიდა, დიდი ამბავი, თან პარტიიდან და პარტიული შვებულების შესახებ საქმის კურსში თქვენს ჩაყენებას ნამდვილად არ ვაპირებ“, - აღნიშნა მდინარაძემ.