ნატა ფერაძე: “ნაციონალურ მოძრაობას” ვერ ვპატიობ კონკორდატს, მაშინ დადებულ ნაღმს, რომელიც ანელებს ქვეყნის განვითარებას და რუსეთის ტროას ცხენია საპატრიარქო

ნატა ფერაძე: “ნაციონალურ მოძრაობას” ვერ ვპატიობ კონკორდატს, მაშინ დადებულ ნაღმს, რომელიც ანელებს ქვეყნის განვითარებას და რუსეთის ტროას ცხენია საპატრიარქო

აქტივისტი ნატა ფერაძე “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, “ნაციონალური მოძრაობის” პერიოდში საპატრიარქოს ბიუჯეტი სამჯერ გაიზარდა, ათობით მილიონი ლარი ეკლესია-მონასტრების აღდგენაზე დაიხარჯა, რაც მომავალშიც გაგრძელდება.

აქტივისტი ნატა ფერაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” კონკორდატს ვერ პატიობს.

“ნაციონალურ მოძრაობას ვერ ვპატიობ კონკორდატს, მაშინ დადებულ ნაღმს, რომელიც ანელებს ქვეყნის განვითარებას და რუსეთის ტროას ცხენია საპატრიარქო.

ნახევარუჯრედიანი ხაბეიშვილი და მისი მართული პარტია ამას არ აღიარებს.

იქნებ ამ საკითხზე ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ღიად და დაუფარავად გაგვაცნოს პოზიცია?”- წერს ნატა ფერაძე.

ილია ეს ადრე ნამეტანი დაკავებული იყო თავისი ძირითადი საქმიანობით, მგონი ცოტა მოიცალა, ან თავისებურ მარხვაზეა (ღმერთო, მაპატიე) :))))
1 წლის უკან
ლევკოთეა ჰოდა, ეს ქალი რომ 2012 წლამდე გადაჰყვა ქუნქურს და ვერ იცლიდა საქვეყნო საქმეებისთვის, მისგან ასე მალულად შემოგვაპარა ნაცმოძრაობამ კონკორდატი. :)
1 წლის უკან